გოგრის გამოცხობა:
წინასწარ შეათბეთ ღუმელი 250 C-მდე და გაამზადეთ ტაფა. დაჭერით გოგრა, ამოაცალეთ თესლი, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხეთ 35-45 წუთის განმავლობაში, სანამ დარბილდება.
შიგთავსი:
3 ჭიქა გამომცხვარი გოგრა
1/2 ჭიქა შაქარი, ან თაფლი
1/2 ჭიქა მცენარეული რძე, ან მეტი გოგრა
4 ჩაის კოვზი ზეთი
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა (Ginger)
1/4 ჩაის კოვზი ჯავზი (Nutmeg)
1 მწიკვი დაფქული მიხაკი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
2 სუფრის კოვზი სახამებელი
1 სუფრის კოვზი აგარის ფხვნილი (ან, კიდევ 1 სუფრის კოვზი სახამებელი)
წინასწარ შეათბეთ ღუმელი 200 C- მდე. აურიეთ ერთად ყველა ინგრედიენტი, სანამ ერთგვაროვანი მასა გახდება. დაასხით გოგრის ქერქს და გამოაცხეთ ღუმელში 60-65 წუთის განმავლობაში. 40 წუთის შემდეგ შეამოწმეთ ზედა ნაწილი, თუ იწვება, დააფარეთ ფოლგა.
ქერქი:
2 ჭიქა ფქვილი
2/3 ჭიქა ზეთი
1/3 ჭიქა წყალი
2/3 ჩაის კოვზი მარილი
აურიეთ წყალი და ზეთი ერთმანეთში, სანამ თეთრი ფერის მასა გახდება. შეურიეთ ფქვილი და მარილი, ცომის მისაღებად. გააბრტყელეთ ტაფის ზომაზე და ამოუკეცეთ კიდეები.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев