არასამთავრობო ორგანიზაცია „დმანისელები“-ს ორგანიზებით 13 იანვარს დმანისის ა(აიპ)კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, გაიმართა საკველმოქმედო კონცერტი , მაია ციხელაშვილის მხარდასაჭერად! კონცერტზე შეგროვილი თანხა გადაეცა მაიას ოჯახს მკურნალობის გასაგრძელებლად . ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ , რომ მაია მალე გამოჯამრთელდება და დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს!
გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადოთ ამ საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებს, ესენი არიან : ირმა როსტიაშვილი, ფატი ბროლაშვილი, ხვიჩა გამცემლიძე, ფანდურა ბექაური, ამალია ჯიბლაძე, გიორგი ჩიტაური, ანსამბლი „შგარიდა“ , დმაანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული საესტრადო სტუდია ,,მიქსი" და ჩვენი წამყვანი სალომე კოდელაშვილი.
თანხების შეგროვებაში იყო ჩართული თითქმის მთელი დმანისი და გვინდა უდიდესი მადლობა გადუხადოთ ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას , რომელმაც მიიღეს მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში! განსაკუთრებით კი დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ გიორგი ტატუაშვილს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დღევანდელი საღამოს ჩატარებაში!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев