მზე უკვე მთებს იქით მიმალვას აპირებდა, როდესაც პირველად ჩემს ცხოვრებაში, შევაბიჯე მცხეთის ულამაზეს სამთავროს მონასტერში. წირვა რა თქმა უნდა უკვე აღარ მიმდინარეობდა და მხოლოდ ოციოდე უცხოელი ტურისტი და ქართველი თუ იმყოფებოდა.
ერთ ადგილზე თავმოყრილი ამდენი რელიგიური სიწმინდეების: წმინდა მოციქულთასწორი მეფე მირიანის და დედოფალი ნანას სამარხების, სვეტიცხოველის ხის წმინდა ნაწილის და წმინდა გაბრიელ ბერის ცხედრის და სხვათა მხილველი და ხელშენახები, გაოგნებულ-გაბრუებულიღა დავბარბაცებდი მონასტერში და თითქოს ეს არ იყო საკმარისი, დამატებით გაისმა საოცარი, ჟრუანტელის მომგვრელი გალობა... იგი თითქოს პირდაპირ ციდან მოდიოდა და წვიმის წვეთებივით კი არ მეღვრებოდა თავზე, არამედ თითქოს პირდაპირ ტვინში აღწევდა... სამმა სათნო გარეგნობის ქალბატონმა, ისე მოულოდნელად და მგრძნობიარედ დაიწყეს გალობა, რომ მგონი ყველა იქ მყოფი დაზაფრეს... ჟრუანტელი განუწყვეტლივ მივლიდა თავიდან ფეხებამდე... სუნთქვაღა მიჭირდა... ასეთი რამე, არასოდეს არ დამმართვნია...
სამწუხაროდ ადგილზე გადაღება აკრძალულია და მხოლოდ იატაკი გადავიღე, რათა ეს საოცარი გალობა მაინც ჩამეწერა, მაგრამ ცოცხალ ხმებს და მონასტრის აკუსტიკას რამე შეედრება?
მაინც მოისმინეთ და ისიამოვნეთ მეგობრებო!
დ.გ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3
მესიამოვნებინა საქართველოს მონატრებული ხალხისთვის. ვერაფრით ვერ მივაგენი. აუცილებლად დავძებნი და ამ სურათს შევცვლი ჩემს მიერ გადაღებული სურათით. ახლა ისე დაღლილი ვარ რომ თვალებს ძალად ვაღებ,ასოები არ ამერიოს............
ისევ ვადიდე!
დავით შენს მიერ მცხეთაში სამთავროს მონასტერში ჩაწერილმა
გალობამ ექსპრომტად დამაწერინა ეს ლექსი. გაიხარეთ ქართველებო!
...ფეხი შევადგი წმინდა ტაძარში, გულმა დაიწყო ბაგაბუგუნი,
გაოცებულსა ამდენ სიწმინდით, თავბრუდამხვევი მესმა გუგუნი.
გალობდა სამი მანდილოსანი, სამი ფერია ხმებს აჟღერებდა...
გაოცებული მნახველ მსმენელი დედა ღვთისმშობელს ევედრებოდა:
,,გასაოცარ არს ერი ქართველი, გასაოცარ არს გალობა მისი.
ღმერთო მომმადლე ძალა, შეწევნა მეორედ ვიქნე მნახველი მისი.
მეფე მირიან, დედოფალ ნანას, ქალწული ნინოს, გაბრიელ ბერის
საფლავის ქვაზე რომ დავდო ხელი, გადამირჩინე ქ...Ещё7 წლის წინ გადაღებული მაქვს ,,სამთავროს"დედათა მონასტრიდან რომ ჩანს ჯვრის მონასტერი. მინდოდა
მესიამოვნებინა საქართველოს მონატრებული ხალხისთვის. ვერაფრით ვერ მივაგენი. აუცილებლად დავძებნი და ამ სურათს შევცვლი ჩემს მიერ გადაღებული სურათით. ახლა ისე დაღლილი ვარ რომ თვალებს ძალად ვაღებ,ასოები არ ამერიოს............
ისევ ვადიდე!
დავით შენს მიერ მცხეთაში სამთავროს მონასტერში ჩაწერილმა
გალობამ ექსპრომტად დამაწერინა ეს ლექსი. გაიხარეთ ქართველებო!
...ფეხი შევადგი წმინდა ტაძარში, გულმა დაიწყო ბაგაბუგუნი,
გაოცებულსა ამდენ სიწმინდით, თავბრუდამხვევი მესმა გუგუნი.
გალობდა სამი მანდილოსანი, სამი ფერია ხმებს აჟღერებდა...
გაოცებული მნახველ მსმენელი დედა ღვთისმშობელს ევედრებოდა:
,,გასაოცარ არს ერი ქართველი, გასაოცარ არს გალობა მისი.
ღმერთო მომმადლე ძალა, შეწევნა მეორედ ვიქნე მნახველი მისი.
მეფე მირიან, დედოფალ ნანას, ქალწული ნინოს, გაბრიელ ბერის
საფლავის ქვაზე რომ დავდო ხელი, გადამირჩინე ქართველთა ერი!
გაბრუებული დავაბიჯებდი ამდენ სიწმინდის ერთად მნახველი,
დე გამთლიანდეს ჩემი სამშობლო, მიწით აღგავე ქართველთა მტერი.
დედაო ღვთისავ შენი წილხვედრის გადამირჩინე ჯილაგი ჩვენი,
რომ შენს წინაშე მუხლმოდრეკითა ერთად ვადიდოთ სახელი შენი!"
წმინდანთ სახენი შემორჩენიათ ქართველთ სალოცავთ მონასტრის კედლებს
გასხივოსნებულ შუქსა აფრქვევენ და უხარიათ უფლისა მხევლებს,
ამდენ ქართველთა ხშირად დანახვა, ზეაღვლენილი საგალობლები,
რწმენით, იმედით სხივმოფენილი მამულისა და ერის ,,მძევლები."
სამშობლოსათვის თავდადებული გმირების იყოს მარად ხსენება,
გამიორმაგე ლოცვისა ძალა, რომ ზეცას მიწვდეს მშობელთ ვედრება!
ფეხი შევადგი წმინდა ტაძარში, და მოვილოცე დიდი ,,სამთავრო"
ისევ ვადიდე ქართული ენა, იგი არს ერთი და საუკუნო!
დალი დადუნაშვილი 2019წ 25.07