Предыдущая публикация
შენ სდუმხარ
მე აღარ გეხები,
შენს გვერდით
ახლოს ვარ
ვერ ხვდები..
შენს სუნთქვას
მალულად ვიორთქლებ,
ბნელ ღამეს,
შენს გვერდით
ვიოცებ..
არ მინდა
ფიქრები უშენოდ!
მზემ – მთვარეს
შეხედა
უცრემლოდ,
დაგეძებ არა ხარ
ვერ გხედავ!
უცხო ქალს
რომელიც მომენდო..
უშენოდ
შემცივდა ვერ ვთბები,
გპატიობ ამ ღამეს
გნებდები,
შენ სდუმხარ
მე ვსდუმვარ
გეხები,
გვერდით ვარ
თუმცა შენ
ვერ ხვდები..
14.05.2018
/ მერაბ სალუქვაძე /
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев