(17)
8-06-2013, 14:07. ავტორი: lullaby ***
ვახშამი ძალიან მშვიდად და ლამაზად გაგრძელდა, მიუხედავად ჩემი სარისკო საქციელისა. კერძი გემრიელი იყო, წითელი ღვინო კი, რომელმაც ოდნავ მომთენთა და შემამსუბუქა, არაჩვეულებრივი. გეგა დესერტის შეკვეთას აპირებდა, რომ ჩვენს მაგიდას ვიღაც მოუახლოვდა და ბიჭს მიმართა:
- გეგა?! როგორ ხარ?
- ვაა, გიო? - წამოდგა გეგა, ბიჭს ხელი ჩამოართვა და მოეხვია. - არამიშავს, შენ როგორ ხარ?
- ძველებურად. დიდი ხანია შენზე არაფერი მსმენია. რატომ დაიკარგე ასე? - გაიღიმა გეგას ნაცნობმა.
- სამსახურის ბრალია. აქ მარტო ხარ? - თვალი მოავლო გეგამ დარბაზს.
- არა, გაბოსთან და ნაიასთან ერთად. თავისუფალი დღე გვქონდა და განტვირთვა გადავწყვიტეთ.
- ხო მართლა, მეგი, - მომიბრუნდა გეგა მე. - გაიცანი, ეს გიორგია, ჩემი მეგობარი. გიო, ეს კი მეგია.
- სასიამოვნოდა. - გავიღიმე მე, წამოვდექი და ბიჭს ხელი ჩამოვართვი. უცბად თავში გამიელვა, რომ ჩემს სიზმარში გეგას პოლიციელი მეგობარი გიორგი ჰყავდა, რომლის შემოგზავნასაც აპირბდნენ ბანკში მძარცველებთან მოსალაპარაკებლად. გავრისკე და მოულოდნელად ვიკითხე: - პოლიციელი, ხომ?
- ასე მეტყობა? - გაიცინა გიორგიმ და გეგას, რომელიც გაოცებული შემომყურებდა, მხრაზე ხელი დაჰკრა. - გეგა, რას იტყვი შენ და მეგი ხომ არ შემოგვიერთდებოდით? გაბოს და ნაიას შენი ნახვა გაუხარდებათ.
- მე… ხო… მეგი, შენ რას იტყვი? - მკითხა დაბნეულმა.
- სიამოვნებით გავიცნობ შენს მეგობრებს. - გავუღიმე მას ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
- მშვენიერია, მაშ წავიდეთ. - თქვა გორგიმ.
ჩემი პატარა ხელჩანთა ავიღე. გეგამ სკამები მაგიდასთან მიაწყო და გიორგის მივყევით. ბიჭმა წელზე ხელი მომხვია და ყურში ჩამჩურჩულა:
- შენ მე მაშინებ!
***
მიპატიჟებულ მაგიდასთან ის წყვილი იჯდა, რომელიც ბიჭებმა აქამდე ახსენეს. გეგას თბილად და სიხარულით შეხვდნენ. მათი გაცნობა მართლაც სასიამოვნო იყო. გაბრიელს, რომელსაც გაბოს ეძახდნენ ლამაზი სახის ნაკვთები, შავი პრიალა თმა და თვალები ჰქონდა. მის მეუღლეს კი თაფლისფერი თმა, წაბლისფერი თვალები და მშვიდი, სიმპათიური გამომეტყველება. მათთან თავს წლების წინ დამეგობრებულივით ვგრძნობდი.
მოკითხვის და ცოტა ხნის საუბრის შემდეგ, ლაპარაკი ვიღაც ჭანიასა და მის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე ჩამოვარდა. რა თქმა უნდა ის, რასაც ბიჭები ჰყვებოდნენ ჩემთვის არულიად გაუგებარი იყო და ეს ალბათ სახეზეც მეწერა, რადგან ნაიამ თავად წამოიწყო ყველაფრის ახსნა.
- ჩემი და გაბოს შეხვედრა იმდენად მძაფრსიუჟეტიანი იყო, ხანდახან რომ ვუფიქრდები, ჩვენი ამბავი ფილმის ნაწყვეტი მგონია ხოლმე. - თქვა ნაიამ. - გაბოს და და დედა მოუკლეს. მკვლელი კი არც მეტი არც ნაკლები მისი მომავალი სიძე იყო, რომელიც არაკანონიერად შოულობდა ფულს და მკვლელობის მიზეზიც სწორედ ის გახდა, რომ სოფომ, გაბოს დამ ეს ყველაფერი გაიგო.
ზურა ჭანია, მკვლელი უდანაშაულობას კარგად თამაშობდა, მაგრამ სრულიად შემთხვევით გაბომ რაღაც უზუსტობები აღმოაჩინა მკვლელობის დროს მისი ადგილსამყოფელის შესახებ და როცა მიხვდა, რომ მკვლელი სწორედ ის იყო, მისი სიკვდილით დასჯა გადაწყვიტა. საბედნიეროდ პირველი მცდელობისას არ გამოუვიდა. სამაგიეროდ თვითონ დაიჭრა მხარში. შემდეგ მას ჭანიაზე თავდასხმისთვის ეძებდნენ და სწორედ მაშინ, თავშესაფრის ძებნაში, ჩემს სახლში აღმოჩნდა. შემთხვევით გაიგო
, რომ ჩემი მშობლები და ძმა საზღვარგარეთ იყვნენ და როგორც ბანდიტი, ისე შემომივარდა სახლში. - გაეღიმა გოგოს, გაბოს გახედა, რომელიც გეგას და გიორგის ესაუბრებოდა და ხელი მის თითებს ჩასჭიდა. - შვიდი დღე იყო ჩემთან. პირველ დღეებში სიტყვაძუნწობდა. შემდეგ ავალაპარაკე, ჭრილობიდან ტყვია ამოვუღე და მოვაყოლე ის ამბავი რაც მას გადახდა.
შვიდი დღის შემდეგ კი წავიდა, ჩუმად ისე, რომ არ გავუფრთხილებივარ და მომდევნო ექვსი დღის მანძილზე, როცა მარტო დავრჩი, მივხვდი, რომ ის ჩემთვის სულ ერთი არ იყო და რომ საშინლად მენატრებოდა. მისი კოორდინატები არ ვიცოდი და ვერანაირად დავუკავშირდებოდი. შემდეგ, როცა მივხვდი, რომ ჩემს სახლში ვეღარ ვჩერდებოდი, სოფელში გადავწყვიტე წასვლა და სწორედ იმ ღამით დაბრუნდა ჩემთან გაბო.
საშინლად იყო ნაწამები. ერთი დღე კვლავ ჩემს სახლში დავყავით, მაგრამ შემდეგ გიორგიმ დაგვირეკა და სახლიდან სასწრაფოდ წადითო გვითხრა.
და ჩვენც წავედით სოფელში. იქ გატარებული რამდენიმე დღე გაბოსთვის განტვირთვა იყო. მანამდე გამუდმებით ვცდილობდი მისთვის ჭანიას სიკვდილით დასჯა გადამეფიქრებინა, სოფელში კი, როცა მისი რეალური, მხიარული მხარე დავინახე, არც კი მახსოვდა, რატომ წამოვედით თბილისიდან.
თუმცა პრობლემა თავს არ გვანებებდა და ერთ დღეს ჩემი ძმა, ბაჩო ჩამოვიდა ესპანეთიდან. ყველაფრის ახსნა დაგვჭირდა მე და გაბოს იმისთვის, რომ გაბოს ჩემთან ყოფნის მიზეზი ჩემი გადარეული ძმისთვის დაგვეჯერებინა.
ჩემთვის წარმოუდგენლად სწრაფად დამეგობრდნენ ისინი, მაგრამ სიმშვიდე ჩვენთან დიდხანს არ გაგრძელებული. ჭანიას ხალხმა გვიპოვა. მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბაჩო რომ არა, ახლა არც მე და არც გაბო ცოცხლები არ ვიქნებოდით. - გაიღიმა ნაიამ და კვლავ მის მეუღლეს გადახედა.
- რა გჭირს? - ჰკითხა გაბომ მას.
- არაფერი, უბრალოდ მეგის მოვუყევი…
- მოგაჩვენა თავი ანგელოზად, ხო? - შემომხედა სიცილით გაბომ მე. - სინამდვილეში მისი ბრალია ჩემს თავს მიცემული პირობა რომ დავარღვიე.
- საინტერესოა, სოფიკოს თუ ეტყვი ამას, როცა გაიზრდება? - თავი გაიქნია ნაიამ, მობილური აიღო და ეკრანზე გამოსახული სოფიკო მაჩვენა.
პატარა გოგონას დედასავით ქერა თმა და თეთრი კანი და მამასავით შავი თვალები ჰქონდა. ვარდისფერ პატარა კაბაში გამოწყობილიყო და ორივე ხელში ტკბილეული ეკავა. გულიანად იცინოდა და სახე სიხარულისგან უბრწყინავდა. ღია პირიდან წინ ორი კბილი მოუჩანდა. მის შემხედვარეს გამეღიმა და ნაიას ვკითხე:
- რამხელაა?
- სამ თვეში ორი წლის გახდება.
- ნამდვილი ანგელოზია. - ჩავილაპარაკე მე.
ცოტა ხნით აღარაფერი გვითქვამს. ბიჭებს სასაუბრო თემა შეეცვალათ და ახლა თავიაან სამსახურზე საუბრობდნენ.
ნაიას და გაბოს ამბავი კი ფურცლებიდან ამოკითხულ ნოველას მაგონებდა, თუმცა ვისზე რას ვამბობდი? ბოშას ნაწინასწარმეტყველები ბიჭი მიყვარდა, რომელიც სიზმარში გავიცანი და რომელიც რეალურადაც შემხვდა.
გეგას ჩუმად ვუთვალთვალებდი. ეს მისი ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრება იყო და მასში გეგას ხილვა მსიამოვნებდა. ყველაზე უფრო სასიამოვნო კი ის იყო, რომ ამ დროს მეც მის გვერდით ვიყავი.
საუბარში დრო ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი მივხვდი. როდესაც გეგას მაჯაზე დავხედე დავინახე - ღამის თორმეტი საათი ხდებოდა.
- გეგა, ჩემი წასვლის დროა. - გადავულაპარაკე მას. ბიჭმა საათი გადაამოწმა და თავი დამიქნია თანხმობის ნიშნით. ცოტა ხანში მის მეგობრებსაც გამოვემშვიდობეთ და რესტორნიდან წამოვედით.
***
არ ვიცი რატომ მაგრამ მანქანაში დაძაბული ვიჯექი. ამას სალონში ჩამოვარდნილი სიჩუმეც ემატებოდა. რატომ არაფერს ამბობდა გეგა ვერ ვხვდებოდი და ჩემი ინიციატივით საუბრის წამოწყება არ მინდოდა. განათებულ ქუჩებს ვათვალიერებდი და დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი.
- შეგიძლია ამიხსნა? - მომესმა გეგას ხმა. შევხედე. გზას გასცქეროდა. მივხვდი, რაზეც მეკითხებოდა, მაგრამ მე თავი მოვისულელე.
- რაზე ამბობ?
- გიორგის პროფესიაზე. მე შენთვის მასზე არაფერი მითქვამს. უფრო მეტიც, მისი არსებობა არც კი მახსოვდა ეს დღეები. - სერიოზული ტონით მითხრა მან და შემეშინდა, რადგან მისთვის პასუხი არ მქონდა. მძულდა ჩემი თავი.
- ნათელმხილველი ვარ გეგა, სხვაგვარად როგორ გამოვიცნობდი? - გავიღიმე მე. როგორმე თავი უნდა დამეძვრინა ჩემივე შექმნილ გამოუვალი მდგომარეობიდან.
- ხოო? ალბათ იმის ცოდნა, რომ ცეცხლის მეშინია, რომ ავარიის დღეს მარცხენა ხელზე შავი სამაჯური მეკეთა, ის, რომ ყავას ჩაი მირჩევნია, ნეთელმხილველობის ბრალია, ხომ?
მე თავი დავუქნიე.
- მეგი, სერიოზულად გეკითხები. რა ხდება, გამარკვიე.
- არაფერი არ ხდება გეგა. სულაც არ მინდა ესსისულელე სერიოზულ საუბარში გადაიზარდოს. ეს ყველაფერი უბრალოდ…
- ოღონდ არ მითხრა, რომ დამთხვევა იყო. - გამაწყვეტინა მან.
- არა, დამთხვევა არ იყო. - ისევ გამეღიმა. - ხომ გითხარი, ნათელმხილველი ვარ.
ბიჭმა გადმომხედა, შემდეგ ჩაიცინა, თავი გაიქნია და გზას გახედა.
- დაივიწყე, კარგი? - ვუთხარი და ხელი სიჩქარის გადამრთველზე ჩაბღაუჭებულ მის თითებს ჩავჭიდე.
- არა! - მიპასუხა მან.
ამ სიტყვამ იმდენად ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია საკუთარი თავის მიმართ, რომ რამის ვიღრიალე, “ - რა იდიოტი, ვარ ღმერთო!” - გავიფიქრე მე, ბიჭს ხელი გავუშვი და ფანჯარას გავხედე.
ჩემი დაუფიქრებლობით გეგასთან ურთიერთობას ვასამარებდი. იმდენი უნდა გამეაზრებინა, რომ გაგა ჩემს მიერ დასმულ უცნაურ შეკითხვებზე იფიქრებდა და არ დაავიწყდებოდა. ეს ხომ ნორმალური იყო. მეც და ნებისმიერ სხვა ასევე მოიქცეოდა. მაგრამ არა, მე ყველაფერს ვართულებდი და ვაფუჭებდი. არ მინდოდა გეგას დაკარგვა მხოლოდ იმის გამო, რომ არ შემეძლო მისთვის ყოველივე იმ არარეალურის და ფანტასტიკის ახსნა, რაც მე გადამხდა და რის გამოც მე ის უცნაური შეკითხვები დავსვი.
უცბათ ჩემს მაგრად შეკრულ მუშტზე მისი თითების შეხება ვიგრძენი. მისკენ გავიხედე. ის ისევ გზას გაჰყურებდა
- კარგი, გეყოფა. - თქვა მან. - ასეთს ვერ გიყურებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უცნაურია ეს ყველაფერი და თავად შენც, ვეცდები დავივიწყო, რაც მოხდა. მხოლოდ ერთი პირობით. - გაიღიმა ბოლოს.
- რა პირობით?
- თუ ზეგ სახლში მესტუმრები.
- ჩემს შეცდენას აპირებ? - გავიღიმე.
- ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ამას შენ თვითონ შეგიძლია მიხვდე, ნათელმხილველო. - გაიცინა ბიჭმა.
ცოტა ხნით თვალები დავხუჭე, ვითომ მართლაც მომავლის დანახვას ვცდილობდი და შემდეგ ვთქვი:
- არა, შენ პატიოსანი ბიჭი ხარ, პატიოსანი წინადადებით.
- რა თქმა უნდა, მე მხოლოდ და მხოლოდ პატარა წვეულებაზე გეპატიჟები, რომელსაც მეგობრები ვმართავთ. შენ კი, როგორც ჩანს ჩემს მეგობრებთან საერთო ენას იოლად პოულობ. - ნიშნის მოგებით გადმომხედა მან. - აბა, რას იტყვი?
- კარგი, რადგან ასეა, მოვალ. მაგრამ ამისთვის საჭიროა შენი მისამართის ცოდნა.
- მისი დადგენა შენი არაამქვეყნიური ნიჭისთვის ხომ არ მიგვენდო? - კიდევ ერთხელ დამცინა მან.
- არა, ჩემი შესაძლებლობები მანამდე ვერ აღწევენ.
- კარგი. ჩემს მისამართს ხვალ მობილურით შეგატყობინებ.სიამოვნებით გნახავდი ხვალაც, მაგრამ ვმუშაობ.
ღრმად ჩავისუნთქე თავი სავარძლის საზურგეს მივადე და ჩვენს ხელებს დავხედე.
ახლა მივხვდი, რა რთული იყო მის გვერდით ასე უბრალოდ ჯდომა, მითუმეტეს, რომ მისი თითებიდან წამოსული სითბო ჩემს ხელზე იშლებოდა და მთელ სხეულზე ვრცელდებოდა. სიზმარში რომ ვყოფილიყავი, არც კი დავფიქრდებოდი, არ დამჭირდებოდა ჩემი გრძნობების და ემოციების მოთოკვა, ისე დავეწაფებოდი მის ბაგეებს, მაგრამ აქ, რეალობაში საქმე სულ სხვაგვარად, ჩემს საწინააგმდეგოდ იყო. სურვილების გაკონტროლება და უკუგდება მიწევდა, რაც საშინელი დასაძლევი იყო. თუმცა ჩვენი ურთიერთობა მაინც ნორმალურზე კარგი იყო, თუ არ ჩაბვთვლით ჩემს დაუფიქრებლად გადადგმულ ნაბიჯებს და ამ ეტაპზე მე ამითაც კმაყოფილი ვიყავი.
ფიქრებიდან მსუბუქმა რხევამ გამომიყვანა. გეგამ მანქანა ჩემი კორპუსის წინ გააჩერა. ბინას ავხედე. სამზარეულოში შუქი ენთო, ალბათ დედა მელოდებოდა. ბიჭს გავხედე. ერთხანს უხმოდ ვათვალიერებდით ერთმანეთს, თითქოს პირველად შევხვედროდით, შემდეგ ორივეს გაგვეღიმა და თვალები დავხარეთ.
- არ ვნანობ რომ დაგეჯახე, მეგი. - თქვა მან.
გაკვირვებულმა გავხედე.
- ხო, ასე ნუ მიყურებ. - მითხრა, ჩემსკენ მობრუნდა და ხელები დამიჭირა. - პირდაპირი ადამიანი ვარ. არც სათქმელის გაჭიანურება მჩვევია, ამიტომ გეტყვი რასაც ვფიქრობ. მეგი, შეიძლება შენთვის რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ შენ ჩემში ისეთ გრძნობებს იწვევ, აქამდე რომ არ განმიცდია. ჩემს ნათქვამს ნურაფერთან გააიგივებ მანამ, სანამ თვითონ არ გავერკვევი და არ გეტყვი, რაც მჭირს. ჩემთვის ეს უცხოა, ამიტომ დაფიქრება მჭირდება. ერთადერთი, რაშიც სრულიად ვარ დარწმუნებული ისაა, რომ მომწონხარ. აი ახლა უფრო, როცა იღიმი. - თავი გადახარა მან და ისე შემომხედა. - წითელთმიანო, უცნაურო მეგი, შენ ჩემთვის ის ამოცანა ხარ, რომლის ამოხსნაზე მუშაობაც მსიამოვნებს…
- და რა მოხდება შემდგე, თუ ამ ამოცანას ამოხსნი? - გავაწყვეტინე მას.
- ვგრძნობ, რომ ეს მალე მოხდება. თუ შენ ფიქრობ, რომ ამოხსნილი ამოცანა ჩემთვის ინტერესს დაკარგავს, ცდები. შედეგი ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა, მით უმეტეს როცა იცი, რომ ის შენი მიღწეულია.
- სასიამოვნოა ამის მოსმენა გეგა, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც თავადაც მოგწონს. - ჩავილაპარაკე მე, გეგას მარცხენა ხელი დავიჭირე და მკლავზე მოხატულ ფენიქსს თითები ჩამოვუსვი. ის ხომ ყველაფრის სათავე იყო. - იცი? ახლა ისე მინდა ჩაგეხუტო, რომ ვერ ვითმენ. - მალულად ავხედე ქვემოდან მას.
- მერე, ნუ ითმენ. - გამიღიმა მან. წელზე ხელი მომხვია და მთელი ძალით მიმიკრო. ხელები შემოვხვიე, თითები თმაზე ჩამოვუსვი, თვალები დავხუჭე და ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი. ახლა, როცა უკვე მის გულის ფეთქვას, მის სუნთქვას, მის სხეულს ვგრძნობდი, მიკვირდა, როგორ გადავდგი ეს ნაბიჯი. მე ხომ გამუდმებით იმას ვცდილობდი მასთან დისტანცია დამეცვა? ჯანდაბა დისტანციას! მე გეგა მჭირდებოდა!
თავი მის მხარზე მედო. თვალები გავახილე და კიდევ უფრო მეტად მოვუჭირე მხარზე მოხვეული ხელები. მასთან ასე სიახლოვე, მით უმეტეს ჩემთვის, როცა მისი ბაგეების გემო, თუნდაც სიზმრიდან, მაგრამ მაინც ვიცოდი, ძალიან რთული იყო. ჩემს მუცელში არსებული რაღაც გავარვარებული მასა ბოლოს მიღებდა. ტუჩები გავხსენი და თავი ოდნავ დაბლა ჩამოვაცურე. მინდოდა მისთვის ყელზე მეკოცნა, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა, სუნთქვა გამიხშირდა, დავიძაბე და ვერ გავბედე.
- მეგი, მეგი, - ჩაიჩურჩულა მან, მაშინვე მომიშორა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - ამას ნუ აკეთებ. ისიც მეყოფა, რომ ჩემთვის საკმარისზე მეტად მიმზიდველი ხარ.
- ანუ, დროა წავიდე? - ჩამეცინა მე.
- დამავალებ. - მასაც გაეცინა.
თავი დავიქნიე, კიდევ ერთხელ დავხედე მის ხელზე გამოსახულ ფენიქსს და მანქანის კარი გავაღე. სანამ გადავიდოდი, გეგამ ხელი დამიჭირა და მითხრა:
- მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამაბრაზე და ამას არ ვივიწყებ, მაინც არაჩვეულებრივი იყავი, მის. - და ხელზე მაკოცა.
- მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ, მისტერ. - მინდოდა ხელის ნაცვლად ტუჩებზე მეკოცნა, მაგრამ შევბრუნდი, მანქანიდან გადავედი და კარი დავხურე.
- ხვალ დაგირეკავ მეგი. - დამიძახა გეგამ სალონიდან.
- დაგელოდები. - ოდნავ დავიხარე, რომ მისი ლამაზი სახის ნაკვთები შემეთვალიერებინა.
- მადლობა დღევანდელი დღისთვის. - თქვა მან. - ძილინებისა.
- ძილინებისა. - გავუღიმე მე. გეგამ მანქანა დაძრა და რამდენიმე წამში თვალს მიეფარა.
ღრმად ჩავისუნთქე ღამის გრილი ჰაერი და ლიფტისკენ გავემართე.
სახლში შესვლისთანავე გავიძრე ფეხებიდან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და შვებით ამოვისუნთქე. პატარა ჩანთაც იქვე დავდე და სამზარეულოს მივაშურე.
- დეე, მელოდებოდი? - გავუღიმე ნანას, რომელიც სავარძელში იჯდა, ფეხები მოეკეცა და ჩართული ტელევიზორის შემყურეს სთვლემდა.
- ხო მეგი, გელოდებოდი. ცოტა შეგაგვიანდა. - გამიღიმა მან და თვალები მოიფშვნიტა.
სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი, ნანას მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე.
- აბა? როგორ ჩაიარა საღამომ? - მკითხა მან. - თუმცა პასუხი არ მჭირდება, სახეზე ყველაფერი გაწერია.
- ძალიან ლამაზი და ამხიარული საღამო იყო, დე. - ვუთხარი მე. - სანთლის შუქზე ვივახშმეთ. ცოტა ღვინო დავლიეთ. შემდეგ შემთხვევით გეგას მეგობრებს შევხვდით და მათთან ერთად გავაგრძელეთ ვახშმობა, ბოლოს სახლამდე მომიყვანა.
- და ვსოო? - ეჭვის თვალით ამომხედა ნანამ. - და კოცნა?
- დედა!
- რატომ შეიცხარე? ეს ხომ ნორმალურია? - გაიცინა ნანამ. - თუ გინდა, რომ ეს შენი პატარა საიდუმლო იყოს, მაშინ აღარ ჩაგაცივდები.
- არა დე, კოცნა არ ყოფილა. მე და გეგას სულ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს. - უცნაურია, მე თვითონაც არ ვიცოდი, ეს რატომ ვთქვი, მაგრამ ჩემი და გეგას ურთიერთობა რომ მართლაც სულ სხვანაირი იყო, ამას უკვე დიდი ხანი იყო ვხვდებოდი და ამაში თეო და გვანცაც დამეთანხმებობდნენ.
- მისი გაცნობა მინდა, შეიძლება? - მკითხა ნანამ.
გამეცინა.
- როგორ არ შეიძლება დე, მაგრამ…
- ნუ გეშინია, უბრალოდ მინდა, რომ ნორმალურად ვიცნობდე იმ ადამიანს, რომელიც ჩემს შვილს მანქანით დაეჯახა და რომელთან ერთადაც უკვე ორჯერ იყავი პაემანზე.
- კარგი. - ვუპასუხე ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ და წამოვდექი. - ახლა კი შენის ნებართვით დავიძინებ. - ვთქვი და ჩემი ოთახისკენ გავემართე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев