(15)
2-06-2013, 19:55. ავტორი: lullaby ***
დღეები ისე ნელა მიდიოდა, რომ საათის ისრების მოძრაობას წყობიდან გამოვყავდი. მოუთმენლად ველოდი იმ დღეს, როცა გეგას ვნახავდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი მის არსებობაში.
დავიწყე იმასთან შეგუება, რომ თავი უნდა მომეთოკა და მისთვის არ უნდა მეკოცნა. მართალია, მე მას ვიცნობდი, თუნდაც არარეალურად, მაგრამ მაინც და შეჩვეული ვიყავი მისთვის მოურიდებლად ცქერას, საუბარს, შემეძლო პირველი, თუმცა არარსებული, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი და მთელი სხეულით განცდილი კოცნა, მეორედ, ამჯერად ჩემი მონდომებით გამემეორებინა. ხო, შემეძლო, მაგრამ ეს სიგიჟე იქნებოდა ჩემი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არა მგონია გეგას ჩემთვის უარი ეთქვა.
თუმცა ამაზე ფიქრი ალბათ ჯერ ადრე იყო. ხომ შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობა სულ სხვაგვარი ყოფილიყო? არა, წინსაწარ არაფრის წარმოდგენა არ მინდოდა. ჯობდა ყველაფერი დროისთვის მიმენდო. ოცნების კოშკები არასოდეს ამიგია და არც ახლა ვაპირებდი პროექტის შედგენას.
უცნაური ის იყო, როგორ აპირებდა გეგა ჩემთან დაკავშირებას, თუ შეხვედრას მართლაც მოინდომებდა. ალბათ კვლავ სახლში მომაკითხავდა, რადგან ტელეფონის ნომერი არც უკითხავს.
დედასთვის და თედოსთვის არ დამიმალავს მისი სტუმრობის ამბავი. დასაფასებელია მისი ყურადღებაო, სულ სამი სიტყვით განმარტა თავისი სათქმელი ნანამ. თედოს არაფერი უთქვამს. უკვე რამდენიმე დღე იყო, ჩემი ძმა პასუხის მოლოდინით დაღლილი აჩრდილივით დააბიჯებდა სახლში. მის შემხედვარეს მეცინებოდა. არა, საერთოდ მისი და თეონას ურთიერთობა იყო სასაცილო. აქამდე მხოლოდ ერთმანეთის გამწარებით იყვნენ დაკავებულნი, ახლა კი თვით ზომბი იმას ფიქრობდა, მიეცა თუ არა შანსი გორილასთვის, როგორც მასზე შეყვარებულ ადამიანისთვის. რატომღაც ვფიქრობდი, რომ თეონა ამ წინადადებას დათანხმდებოდა. იმედები არც გამცრუებია, როცა ერთ დღეს ჩემთან მოვიდა და მითხრა:
- მეგი იცი, დავფიქრდი და მივხვდი, რომ შენი იდიოტი ძმა, მართლაც არ ყოფილა მთლად ისეთი იდიოტი და მახინჯი, როგორიც აქამდე მეგონა, რომ იყო და შენი ნებართვით, მეგობარო, გადავწყვიტე, თედოს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუმართლოს ჩემი სახით.
თეოს ნათქვამზე ბევრი ვიცინე და შემდეგ ჩემი ძმის ოთახისკენ გავისტუმრე.
სანამ ისინი ისაუბრებდნენ, მე დედასთან გავედი სამზარეულოში, ვიცოდი, რომ ხილის ტორტს ამზადებდა. არც შევმცდარვარ, ტორტი უკვე მზად იყო. ჩემი წილი ავიღე და გემრიელად მივირთვი პირველივე კოვზი. ტელევიზორი როგორც ყოველთვის ჩართული იყო და საინფორმაციო გადაცემა გადიოდა.
დილამ, ხილის ტორტმა და საინფორმაციომ ის დილა გამახსენა, გეგა რომ დამეჯახა მანქანით. ჩემს სიზმარში ძარცვა ალბათ იმიტომ ვნახე, რომ ტელევიზორში მოსმენილი ინფორმაცია ძარცვის შესახებ ჩემმა ქვეცნობიერმა დაიმახსოვრა.
არა, სიზმარზე ფიქრი არ მინდოდა. პულტი ავიღე და ტელევიზორს ხმა ავუწიე. რეკლამა დაწყებულიყო და ეკრანზე საოცარი ეფექტებით მანქანები დაჰქროდნენ. როგორც მივხვდი, ეს რეკლამა რბოლებთან იყო დაკავშირებული და ის ორ დღეში, რუსთავში იხსნებოდა.
ერთხანს დავფიქრდი. რბოლებმა კვლავ ჩემი სიზმარი გამახსენეს. წამოვდექი და ხილის ტორტიანად ჩემს ოთახში გავედი, ნოუთბუქი ჩავრთე და ამ რეკლამის შესახებ სრული ინფორმაცია მოვიძიე. გავიგე, როგორ შეიძლებოდა, რომ რბოლებს დავსწრებოდი, რა დროს გაიმართებოდა და რამდენი ხნით გაგრძელდებოდა. ექსტრემალური სიტუაციები ყოველთვის მიზიდავდა. არც ამჯერად ვიტყოდი რბოლებზე წასვლაზე უარს და მაშინვე ჩემს ნაცნობს დავურეკე. ვაჟა ამ სპორტის გადარეული ფანი იყო და ვიცოდი, რომ არც ახლა გამოტოვებდა ავტო-რბოლებს. ჩვენი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, მოკითხვის შემდეგ შევთანხმდით, რომ რბოლებზე ერთად წავიდოდით.
ისევ ნოუთბუქის ეკრანს დავხედე, რომელზეც ამ რბოლების მთავარი ინტერნეტ-გვერდი იყო გახსნილი. კურსორი გალერეის განყოფილებასთან იდგა. აქ ალბათ რბოლებში მონაწილეების ფოტოსურათები იქნებოდა.
“- ნუ ხარ სულელი მეგი, - გავიფიქრე მე. - რადგან შენს სიზმრისეულ გეგას შეხვდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა დანარჩენსაც ნახავ. ხომ გაიგე, ის სულაც არაა პოლიციელი, ასე, რომ შენი სიზმარი მთლად რეალობასთანაც არაა კავშირში.”
გალერეა გავხსენი, რომელშიც ათასობით სურათი იყო რბოლების ეპიზოდებიდან, ასევე ფანების და მონაწილეების, პროექტის მფლობელების, ავტომობილების და სხვა. სხვა საქმე არ მქონდა, ამიტომ სურათებს ჩამოვუყევი და მათ დათვალიერებას შევუდექი.
ცოტა ხნის შემდეგ ჩემი ყურადღება ერთმა ფოტომ და მასზე გამოსახულმა ადამიანმა მიიქცია. სურათი გავადიდე. პირველი ადგილის მფლობელს ხელებში შამპანიურის ბოთლი ეჭირა და ფოტო ისეთ დროს იყო გადაღებული, როცა ბოთლიდან ამოფრქვეული შხეფები სახის უმეტესობას ფარავდა. მაგრამ, რაც ჩანდა, ისიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გული გამალებით ამძგერებოდა. სურათი მაშინვე დავხურე და სხვა, ამდაგვარის ძებნას შევუდექი. ამას დიდი დრო არ დასჭირვებია. სულ მალე ნაცნობ სახეს მივაგენი. ვინაობა არ ეწერა, მაგრამ ბიჭი, რომელიც ორ სარბოლო ფორმიანს ხელში აეტაცა, რომელსაც ხელთ გამარჯვებულის თასი ეკავა და სიხარულისგან ყვიროდა, ნამდვილად ჯარჯი იყო.
ხომ არ გავგიჟდითქო გავიფიქრე და სურათებს გავყევი. კიდევ ერთი ფოტო ვიპოვე, სადაც უკეთ ჩანდა მრბოლელი ჯარჯის ლამაზი ნაკვთები. გამეცინა. სურათი მაშინვე გადმოვწერე, ნოუთბუქი დავხურე, ვაჟას დავურეკე და გავაფრთხილე, რომ ჩემთან ერთად რბოლებზე გვანცა და თეონაც წამოვიდოდნენ და გაეთვალისწინებინა. შემდეგ სამზარეულოში დავბრუნდი, სადაც მალევე თეონა და თედო შემოვიდნენ.
- აბა? - ვიკითხე მე და ჩემს წინ ჩამომსხდრები შევათვალიერე. თუმცა არაფრის ახსნა არ იყო საჭირო, სახეზე ისედაც ყველაფერი ეწერათ. ჩემს კითხვაზე თედომ და თეომ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?!(15)
***
მეორე დღეს ჩემმა მობილურის ზარმა გამაღვიძა. საათს გავხედე - დღის პირველი საათი იყო დაწყებული. გამიკვირდა ამ დრომდე რომ მეძინა. მობილურს დავხედე, უცხო ნომერი რეკავდა.
- გისმენთ. - ვუპასუხე მე.
- როგორ ხარ, მეგი? - მომესმა ნაცნობი ხმა და მაშინვე საწოლიდან წამოვიწიე.
- გეგა? - ვიკითხე აღელვებულმა.
- ჰო, მე ვარ. - ჩაიხითხითა ბიჭმა.
- კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად ვარ. იმისთვის გირეკავ, რომ გითხრა - დღეს ერთი კვირა გავიდა.
გამეცინა.
- შენ თქვი, დავფიქრდებიო, მაინტერესებს რა გადაწყვიტე.
- კარგი, თანახმა ვარ, შევხვდეთ. .. მაგრამ, ჩემი ნომერი როგორ გაიგე?
- დაგავიწყდა რომ ჟურნალისტი ვარ? მე ჩემი კავშირები მაქვს. ესე იგი თანახმა ხარ. ძალიან კარგი. სამსახურის შემდეგ რომ გამოგიარო გაწყობს? დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ.
- კი, მაწყობს.
- მშვენიერია. მაშ, საღამომდე, წითელთმიანო. - მითხრა მან. ხმაზე შევატყვე რომ იღიმებოდა.
- საღამომდე, გეგა. - ვუთხარი, მობილური გავთიშე და საწოლზე ისევ მივწექი. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრის პირველი წამები. ვგრძნობდი, როგორ იდგამდა ფესვებს ჩემს სხეულში სიმშვიდე და ბედნიერება.
ტელეფონი ისევ ავიღე და გვანცას და თეონას დავურეკე. გოგოები ერთ საათში ჩემთან იყვნენ.
- როგორც ჩანს მატარებელი დაიძრა. - ეშმაკურად გაიცინა თეონამ.
- წარმომიდგენია რა სახე ექნება, როცა გაიგებს, რომ სიზმარში ნახე. - თქვა სახეანთებულმა გვანცმა.
- რას ამბობ, ეგ არ მოხდება! - მაშინვე უარვყავი.
- რაა? შენ რა, არ აპირებ მისთვის ამის თქმას?
- არა გვანცა, სულას არ მინდა გიჟი ვეგონო.
- კი, მაგრამ რამდენი სიზმრისეული რამ დაემთხვა სინამდვილეს. ისინი ხომ სიმართლის მყარი საბუთებია?!
- შეიძლება ეგ მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდეს. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. შეიძლება ოდესღაც ვუთხრა კიდეც, არ ვიცი. - ჩავილაპარაკე მე.
- კი, მაგრამ…
- ბარბი, შეეშვი რა! - გააჩერა წყობიდანგამოსულმა თეონამ გვანცა. - თვითონ უკეთ იცის რა არის საჭირო და რა არა. ხომ იცი, რომ თუ არ უნდა, მაინც არ გააკეთებს. რატომ აცივდები?
- ხო, კარგი. - თქვა განაწყენებულმა გვანცამ და თავის ლამაზ ფრჩხილებს დახედა. მის შემხედვარეს გამეღიმა.
- გოგოებო, ხვალ რუსთავში გეპატიჟებით რბოლებზე, რას იტყვით? - ვიკითხე მე.
- სერიოზულად? - გაოცდა თეო.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- საოცრება ხარ მეგი, ღვთის საჩუქარი ჩემთვის! - იყვირა მან და მომეხვია.
- გამორიცხულია იმ მტვრიან, გამონაბოლქვიან და ხმაურიან ადგილას წამოვიდე. - უკმაყოფილოდ თქვა გვანცამ.
- წამოხვალ! - დავუბღვირე მე.
გვანცამ თავი გაიქნია.
- თუ საჭირო გახდება, იქ ძალით წაგიყვან. იცოდე, თავს მაინც ვერ დაიძვრენ. შენს ადგილას უარის თქმას არ გავრისკავდი!
-ღმერთო ჩემო მეგი, ჯანდაბას შენი საშინელი… - დაიწყო მან და გადააწყდა თუ არა ჩემს შენიშვნებით სავსე სახეს, მაშინვე შეასწორა. - შენი ულამაზესი წითელი თავი, წამოვალ!
გუშინ, როდესაც ვაჟას ვესაუბრე, ისიც ვიკითხე, იღებდა თუ არა რბოლებში მონაწილეობას ვინმე ჯარჯი. ბიჭს გაუკვირა საიდან იცნობ მასო. ავუხსენი, რომ მხოლოდ შორიდან მსმენოდა ჯარჯიზე. მითხრა, ჩემი მეგობარია და აუცილებლად გაგაცნობო. ასე, რომ ერთი სული მქონდა მენახა გვანცას სახე, როცა ჯარჯის გაიცნობდა.
***
დედას ველაპარაკე და ვუთხარი რომ გეგას სანახავად მივდიოდი. ნანამ მითხრა, კარგია ის ბიჭი ყურადღებას რომ იჩენს, მაგრამ ეშმაკს არ სძინავს და დისტანცია გეჭიროსო. დავამშვიდე და უკვე ვამთავრებდით საუბარს გეგამ რომ დამირეკა. სამზარეულოს ფანჯრიდან გადავიხედე და დავინახე, მანქანას მიყრდნობოდა და ხელები გულზე დაეკიბა. მობილური და პატარა ჩანთა ავიღე და კიბეებზე ჩავირბინე.
ჩემს დანახვაზე ბიჭს გაეღიმა, მომიახლოვდა და გადამკოცნა.
- გთხოვთ. - თქვა მან, მანქანის კარი გამიღო და ხელით მანშნა დაჯექიო. თვითონაც მიუჯდა საჭეს და გადმომხედა. - კინო თუ კლუბი?
- მმმ… კინო. - ვუთხარი მე.
- ძალიან კარგი. - მითხრა და მანქანა დაძრა.
რა კინო? ფილმის შინაარსიც კი ვერ გამოვიტანე. ჩემს გვერდით მჯდარის სიახლოვე ყურადღებას მიფანტავდა. არაფერზე ვფიქრობდი, მაგრამ ვერც უაზრამზარი ეკრანი იქცევდა ჩემს ყურადღებას. წამდაუწუმ მისკენ ვაპარებდი თვალს. ვცდილობდი, მაგრამ თავის კონტროლი არ გამომდიოდა.
ასე მოუსვენრად სულაც არ ვიქნებოდი, გეგა რომ უბრალოდ, რამდენიმე დღის წინ გაცნობილი ბიჭი ყოფილიყო. მაგრამ მე ხომ მას ვიცნობდი, ხო, სიზმრიდან, მაგრამ მაინც. და ალბათ სწორედ ეს იყო ფორიაქის მიზეზიც, რომ ჩემს თვალწინ სიგიჟე, არანორმალურობა ხდებოდა, გვერდით ფანტაზიიდან გადმოფრენილი გეგა იჯდა, გეგა, რომელიც მიყვარდა, რომელიც მავსებდა, რომელიც მიზიდავდა და მას ამ ყველაფრის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. არც უნდა სცოდნოდა და ვცდილობდი, ეს გარეგნულად არ დამმჩნეოდა, არ მინდოდა სასაცილო ვყოფილიყავი მის თვალში.
ბიჭი ხანდახან გადმომხედავდა და ფილმთან დაკავშირებით რაღაცას ჩამჩურჩულებდა. მე კი იდიოტივით ვიღიმებოდი და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევდი. საოცრად მაღელვებდა ჩურჩულის დროს მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ცხელი ჰაერი ყურის ქვეშ რომ მომელამუნებოდა.
ფილმი როგორც იქნა დამთავრდა. კინოდან კაფეში წავედით. გეგამ ყავა და ნამცხვარი შეუკვეთა. ერთხანს მაგიდასთან ჩუმად ვისხედით, შემდეგ გეგამ მკითხა:
- კარგი მსახიობია არა შეროლ სტოუნი?
- კი, კარგად თამაშობდა. - ვუპასუხე მე. თურმე ფილმში ეს მსახიობი მონაწილეობდა, მე კი არც შემიმჩნევია.
ბიჭს ჩაეცინა და ყავა მოსვა.
- ჩემზე იცინი? - ვიკითხე.
- კი. - თავი დამიქნია მან. - მაგრამ არ მკითხო რატომ, ახლა მაინც არ გეტყვი. მითხარი, რატომ იყავი ისეთი დაბნეული იმ დღისით, როცა დაგეჯახე? წესით გზაზე გადასვლამდე შუქნიშანს ამოწმებენ.
- მანამდე ისეთ საოცარ ქალს ვესაუბრე, ისეთი გრძნობებით და მოლოდინებით გამოვემშვიდობე, რომ სულაც არ მახსოვდა საგზაო წესები. - ვუპასუხე და არ შევიმჩნიე გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ დამცინოდა.
- ასეთი რა გითხრა? - შემომანათა მან მწვანე თვალები.
“ - ის, რომ შენ შეგხვდებოდი სიზმარში და შემიყვარდებოდი. “ - გავიფიქრე მე და თემა შევცვალე.
მასთან საუბარი უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე კინოში ჩუმად ჯდომა. კაფედან მალე წამოვედით და ვერის ბაღში გავისეირნეთ.
ხეტიალსა და საუბარში ისე მალე გავიდა დრო და ისე მალე ჩამობნელდა, რომ ვერ გავიგე. ეს მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, როდესაც ჩვენს შორის ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა და ცაზე ქათქათა მთვარეს მოვკარი თვალი, რომელიც თითქოს-და ღრუბლებიდან გვითვალთვალებდა მე და გეგას.
სკამზე ვისხედით. ჩვენს უკან ფანტანები ხმაურობდნენ. მათ შორის კი ბავშვები დარბოდნენ, სხეულებს იგრილებდნენ. ირგვლივ ხმაური იყო.
დღევანდელ დღეს გადავავლე თვალი. თითქოს განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმითაც სრულიად დავკმაყოფილდი, რომ გეგა რამდენიმე საათით ჩემს გვერდით იყო.
- მეგი ჩაფიქრდა. - ჩვენს შორის სიჩუმე დაარღვია გეგამ, გამღიმა და თავი გვერძე გადახარა. როგორ მიყვარდა როცა ამ ჯესტს აკეთებდა. შემდეგ კი ვიგრძენი სკამზე დადებულ ჩემს ხელს როგორ მოექცნენ ზემოდან ბიჭის მხურვალე თითები. მუცელში რაღაც წამოენთო. და ღრმად ჩავისუნთქე, რომ ეს რაღაც არ აალებულიყო. - ნეტავ რაზე?
- დღევანდელ დღეს ვაჯამებდი. - არ დავუმალე.
- ათბალიანი სისტემიდან რამდენით შეაფასებდი?
- ცხრით. - გამეცინა მე. ათი ქულით შეფასებას კოცნა აკლდა.
- პირველი შეხვედრისთვის ცხრა ქულა ცუდი არ არის არა? - მასაც გაეცინა . - თუმცა მაინც მაინტერესებს, ათი რატომ არა?- თქვა მან, მაგრამ დასმულ კითხვას თავადვე უპასუხა, - ააა, არაფერი მითხრა, ვხვდები რატომაც. - სიცილი აუტყდა მას.
- გეგა გეყოფა! - მხარი მხარზე მივკარი მე. - მეყო რაც დღეს დამცინე. ახლა დროა სახლში დავბრუნდე.
- ხო, - თავი დამიქნია მან. - რა თქმა უნდა, დედიკო და ძამიკო არ უნდა გავაბრაზოთ. - გამიღიმა და წამოდგა. მეც ავდექი. ნელი ნაბიჯით გავუყევით ბილიკს და მანქანასი ჩავსხედით.
ჩემს სახლამდე თითქმის ჩუმად ვიყავით. არ მეთმობოდა ეს დღე დასრულებისთვის. ყველაფერი სასიამოვნო უნდა შეინარჩუნო, თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო. მე ბედნიერი ვიყავი, საკითხავი ის იყო, რამდენად მოვახერხებდი ამ სასიამოვნო ურთიერთობის შენარჩუნებას. ამისთვის ორმხრივი მონდომება იყო საჭირო. ჩემი მხრიდან ნდომა ნორმაზე მეტი არსებობდა, საქმე გეგაში იყო.
მანქანა ჩემი კორპუსის წინ გაჩერდა. საათს დავხედე ათის ნახევარი ხდებოდა. ღრმად ჩავიუნთქე და ბიჭისკენ გავიხედე.
- კარგი, მე წავალ. - მთქვი და ხელი კარისკენ წავიღე.
- არა, მოიცადე. - შემაჩერა გეგამ, მანქანიდან გადავიდა, კარი თვითონ გამიღო და ხელი გამომიწოდა. მის მსახიობობაზე გამეცინა და მეც ავყევი, ხელი ჩავჭიდე და მანქანიდან გადავედი. ჩემს ბინას ავხედე, სამზარეულოდან შუქი გამოდიოდა, მაგრამ ფანჯარასთან არავინ ჩანდა.
- დღევანდელი დღისთვის მადლობ გეგა. - ვუთხარი ჩემს წინ მდგარს, რომლის დაჟინებული მზერაც მაფორიაქებდა.
- უკეთესი იქნებოდა გეკითხა, კიდევ როდის შევხდეთქო. - გაიცინა ბიჭმა.
მისმა ნათქვამმა იმდენად გამახარა, რამის ხტუნვა დავიწყე პატარა ბავშვივით.
- მთავარია მონდომება. - ვუთხარი მე.
- ესე იგი ამ დღეებში კვლავ შეგეხმიანები. - მუქარის ტონით თქვა მან. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. - ძალიან კარგი ხარ, წითელთმიანო. - მითხრა უცბათ მან და იმდენად მომიახლოვდა, რომ მისი სუნამოს სურნელი ვიგრძენი. მისმა სიტყვებმა და საქციელმა ჩემს გულს მიზეზი მისცეს ასაჩქარებლად. ცალყბად გავიღიმე და მადლობის თქმას ვაპირებდი, მაგრამ კვლავ მან განაგრძო: - ეს კომპლიმენტი არაა, ეს რეალობაა. შენთან ერთად დროის გატარებამ განმტვირთა. არა, ეს ცუდად არ მიიღო, პირიქით. შეიძლება შენ არ იცი, მაგრამ ამ მცირე დროშიც კი ვიგრძენი, რომ ისეთ ენერგიას ასხივებ, ჩემნაირ ადამიანს რომ მიიზიდავს,არ მინდა გიჟად ჩამთვალო, მაგრამ იცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადრეც გიცნობდი. ხო, რატომ გეღიმება? ეს ალბათ სხვა ცხოვრებაში იყო.
გეგასგან ამის თქმას არ ველოდი. ნუთუ ჩვენს შორის მართლაც არსებობდა რაღაც უხილავი, ამოუცნობი კავშირი? სხვა შემთხვევაში გეგა ამას არ იტყოდა. მას ასეთი განცდა არ ექნებოდა. თუ ჩემი სიზმარი სხვა ცხოვრებად ითვლებოდა, მაშინ მე და ის ვიცნობდით ერთმანეთს, თანაც იმაზე კარგად, ვიდრე ახლა გეგას ეგონა., მაგრამ ახლა მისთვის რა უნდა მეპასუხა არ ვიცოდი.
- ხო, შეიძლება ვიცნობდით კიდეც ერთმანეთს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იქ კინო და ვერის ბაღი არ იქნებოდა. - ამ დროს თავში ერთმა აზრმა გამიელვა, ცდის ჩატარება გადავწყვიტე. - დარწმუნებული ვარ სხვა ცხოვრება ცივილიზაციის ნაკლებობას განიცდიდა და საქმე უდაბურ ტყესთან, საზარელ მგლებთან და საზიზღარ გველებთან გვქონდა.
- საზიზღარ გველებთან? - გაიოცა გეგამ. - გველები სულაც არ არიან საზიზღრები, პირიქით, ძალიან საყვარლები არიან. მე პატივს ვცემ მათ სიბრძნეს. - ჩაიხითხითა მან. მე კი კიდევ ერთი დამთხვევით გაოცებული დავრჩი.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?!(15)
- ჩათვალე, რომ რაც ახლა თქვი არ გამიგია, ჩემი წასვლის დროა. - ვთქვი და უკან დავაპირე დახევა, რომ გეგამ თითები ხელებზე ჩამჭიდა, ნელა მომიახლოვდა და იმდენად ნაზად მაკოცა ლოყაზე, რამის გული გამიჩერდა. თავი ძლივს მოვთოკე, რომ მისი სახე არ დამეჭირა და მის ბაგეებს არ ვმწვდარიყავი. თვალები დავხუჭე და იმ რამდენიმეწამიან სიამოვნებას მივანდე თავი, რომელიც გეგას თბილმა კოცნამ განმაცდევინა.
- ღამემშვიდობისა, მეგი. - მითხრა მან და უკან დაიხია
ერთხანს გაბრუებული ვუყურებდი მომღიმარ ბიჭს და ჩემს სურვილებს ვწონიდი. შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე, მივუახლოვდი, მხარზე ხელი დავადე და ლოყაზე ვაკოცე. გეგამ შემომხედა. ისე მიყურებდა, თითქოს ჩემს თვალებში ცდილობდა ჩემი საქციელის მიზეზის ამოკითხვას. ჩემთვის კი სულაც არ იყო იოლი, მის გვერდით ასე ახლოს დგომა და უბრალოდ მწვანე თვალებისთვის ცქერა.
- ღამემშვიდობისა. - ვთქვი და ერთი ნაბიჯი მეც უკან გადავდგი. გეგამ მანქანას შემოუარა, კარი გააღო და სანამ საჭეს მიუჯდებოდა მითხრა:
- სხვათა შორის მეგი, დღევანდელ ნანახ ფილმში შეროლ სტოუნი არ მონაწილეობდა. - ჩაიხითხითა მან, მანქანაში ჩაჯდა, ძრავა ჩართო და მალევე თვალს მოეფარა.
გაშტერებული ადგილიდან ვერ ვიძროდი.
“ - ღმერთო ჩემო, მან მე გამომიჭირა! “ - გავიფიქრე და სახეზე ხელები გადავისვი.
- ჯანდაბა!!! - რამის ვიყვირე ჩემს თავზე გაღიზიანებულმა, იქვე მდგარ მანქანის საბურავს ფეხი ამოვარტყი და შეშინებული შევხტი, როდესაც სიგნალიზაცია ჩაირთო. მანქანას სასწრაფოდ მოვცილდი და საკუთარი თავის ლანძღვით კიბეებს ავუყევ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев