(14)
29-05-2013, 20:04. ავტორი: lullaby ***
მისი დანახვისას გულმა შიგნიდან იმდენად ძლიერად მიბიძგა, რამის მუხლები მომეკეცა. ურეაქციოდ, უემოციოდ, გაოგნებული შევყურებდი გეგას თვალებს, გეგას ცხვირს, გეგას ბაგეებს, ვარცხნილობას და მთლიანად სხეულს.
ნუთუ ეს მზგავსება იყო? მაგრამ ასეთი? ნეტავ ასე რატომ მიყურებდა? ნუთუ მიცნობდა? კი, მარამ საიდან?
- გამარჯობა, შენ ალბათ მეგი ხარ ხომ?
გეგას ხმა! რა მჭირდა კი მაგრამ? მე ხომ არ მეჩვენებოდა, მე ხომ კომიდან უკვე ორი კვირის გამოსული ვიყავი?
ბიჭს გაეცინა. მაშიღა მივხვდი, რომ სულელივით ვიდექი. როგორმე უნდა ამეყვანა თავი ხელში, რომ მისთვის პასუხი გამეცა, თორემ ალბათ უკვე იდიოტის შთაბეჭდილებას ვტოვებდი მის თვალში.
- დიახ. - ჩავილაპარაკე მე.
- მინდა გითხრა რომ სასიამოვნოა შენი გაცნობათქო, მაგრამ არ ვიცი თავად რამდენად გესიამოვნება, როცა გაიგებ ვინ ვარ. მე გეგა მქვია. - თქვა და ხელი გამომიწოდა.
მეორე დარტყმა შიგნიდან, ამჯერად იმდენად ძლიერი, რომ წამიერი სისუსტე ვიგრძენი მუხლებში და კარის სახელურს მაგრად ჩავეჭიდე. სუნთქვა ჯერ შემეკვრა, შემდეგ გამიხშირდა, ფილტვები ამტკივდა. ჩემს თავს რაღაც გაუგებარი ხდებოდა და მე აუცილებლად უნდა გამერკვია, რა იყო ეს. ღრმად ჩავისუნთქე და მის გამოწვდილ მარჯვენა ხელს ჩემი თითები მივაგებე. მასაც გეგასავით აბრეშუმივით კანი ჰქონდა. “გეგასავით”-მასაც ხომ გეგა ერქვა. ამდენი დამთხვევა ერთად!
ბიჭი თვალს არ მაშორებდა და ეს კიდევ უფრო მაბნევდა. გვიან მივხვდი, რომ ამდენი ხანი გარეთ დავაყენე და რომ მის წინ საღამურებით ვიდექი.
- მაპატიე, რაღაც…იცი კარგად არ ვარ. იქნებ შემოხვიდე, გამოვიცვლი და შემდეგ ამიხსენი ვინ ხარ და რატომ არ უნდა მესიამოვნოს შენი გაცნობა. - მივაყარე ერთმანეთს სიტყვები. ბიჭი შემოვიპატიჟე და მისაღებამდე მივაცილე. დივანი შევთავაზე დასაჯდომად და ვთხოვე დამელოდეთქო.
როგორც შემეძლო, ისე სწრაფად გამოვედი, აბაზანაში შევედი და გახურებულ სახეზე რამდენჯერმე შევისხი ცივი წყალი. ჩემს გონებაში არაფერი იყო ამ წუთას გარდა გაოგნებისა და გაურკვევლობისა. უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში. მე ერთი ჩვეულებრივი, რეალისტი ადამიანი ვიყავი და დამთხვევების, სასწაულების და ამდაგვარი სისულელეების არ მჯეროდა. ახლა ცივი გონებით უნდა მეაზროვნა. თუ საჭირო გახდებოდა, პატარა ცდებსაც ჩავატარებდი ჩემი თავის იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს იყო ან არიყო დამთხვევა, თუ სასწაული. მართლა იყო ის ჩემი გეგა თუ არა. ყოველ შემთხვევაში მას უნდა მოვქცეოდი ისე, როგორც გამვლელს, უცხო, პირველად ნანახ ადამიანს და არ უნდა შემემჩნია, რომ მე მისი სახელის და გარეგნობის არარეალური ადამიანი მიყვარდა.
ჩემს ოთახში შევედი, ჩავიცვი, თმა დავივარცხნე და მალე დავბრუნდი მასთან. მოჩვენებითი სიმშვიდით ჩამოვჯექი მის წინ სავარძელზე.
- აბა,მეტყვი ვინ ხარ?-ვკითხე მე და გავუღიმე.
მან თავი დამიქნია.
- მე დაგეჯახე მანქანით.
კიდევ ერთი გულის ძლიერი დარტყმა. გაოცება არ უნდა შემემჩნია.
- აჰ, გასაგებია! - ჩავიცინე და ვიმედოვნე, რომ ბუნებრივად გამომივიდა.- მე ვერაფერში გაგამტყუნებ. დამნაშავე ხომ თავად ვიყავი. ეს უკვე ამიხსნეს.
- ხო, მოულოდნელად გამოჩნდი გზაზე, ვერაფერს გავხდი.
- ალბათ შეგაშინე.
- თან როგორ! მინდოდა მომეკითხე, გამეგო როგორ იყავი. აქამდე ეს ვერ მოვახერხე, საქმეების ბრალი იყო.
- მადლობ, უკეთ ვარ. ოდნავ ტკივილს ვგრძნობ მუხლებში, მაგრამ ვარჯიშების წყალობით მალე გამოვჯანმრთელდები. როგორც გაიგე ჩემი მისამართი?
- მდივანს გამოვართვი საავადმყოფოში.
- კი, მაგრამ ისინი ხომ პაციენტების შესახებ ინფორმაციას არ იძლევიან? - გამიკვირდა.
- როცა მდივანი ახალგაზდა გოგოა და შანსი ეძლევა თავისი საოცნებო საცვლები იყიდოს “მეცამეტე ხელფასს” აუცილებლად დათანხმდება. - გაიღიმა მან.
ჩამეცინა.
- საავადმყოფოში მოსვლა რატომ ვერ მოახერხე? - ვკითხე.
- ჟურნალისტი ვარ. შენ რომ დაგეჯახე, იმ დღისით საზღვარგარეთ მივდიოდი მივლინებით. გადადება არ შეიძლებოდა, მაგრამ ორი დღით როგორღაც გადამივადეს, მანამ, სანამ დაამტკიცებდნენ ჩემს უდანაშაულობას. შემდეგ კი უკრაინაში წავედი და გუშინ ჩამოვედი.
ჟურნალისტი - რადიკალურად განსხვავებული პროფესია პოლიციელისგან. ესეც პირველი არდამთხვევა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. უხერხულობის დასარღვევად წამოვდექი.
- ყავას მოვამზადებ, მეც არ დამილევია. - ვთქვი და შებრუნებას ვაპირებდი, რომ გეგამ შემაჩერა. იმ წამს ერთი იდეა დამებადა და სანამ ის რამეს მეტყოდა, მე ვკითხე: - იცი შავი ჩაიც მაქვს, მგონი ყავას გირჩევნია, არა?
- იცი… ხო, მეც ამის თქმას ვაპირებდი, მაგრამ… შენ ამას როგორ მიხვდი? - გაკვირვება და ღიმილი ერეოდა სახეზე მას… და არა მარტო მას.
- სიზმარში ვნახე. - ჩავილაპარაკე ჩემთვის. - ახლავე მოვალ. - ვუთხარი და სამზარეულოში გავედი.
ნუთუ უნდა დამეჯერებინა, რომ ეს ჩემი გეგა იყო, ახლა სხვა ცხოვრებაში შევხვდი და ჩაიზე ვეპატიჟებოდი? ეს ხომ ჩვენი შეთანხმება იყო იქ, სიზმარში. არა, ახლა არაფერზე ფიქრი არ მინდოდა. ჩაის დაყენება დავასრულე, ფინჯნები ავიღე და მასთან გავედი.
- გამომართვი. - ვუთხარი და ჩაი გავუწოდე.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (14)
ფინჯნის გამოსართმევად გამოწვდილ მის ხელებს დავხედე და კიდევ ერთი ძლიერი ბიძგი ვიგრძენი შიგნიდან. ჩაი გამომართვა და ადგილოს დაუბრუნდა. მეც დავჯექი, ჩემს ყავის ფინჯანს თითები შემოვხვიე და გეგას ვკითხე:
- ეგ… ეგ რა ფრინველია? - თვალით ვანიშნე მკლავზე მოხატულ ტატუზე.
- ეეს? - ამოაბრუნა მან ხელი. - ეს ფენიქსია.
მოვისმინე თუ არა ეს სიტყვები, ტანზე ერთიანად დამბურძგლა. იმ წამს ბოშას სიტყვები გამახსენდა: “ფენიქსი რის ფენიქსია, თუ არ განახლდა მისი არსებობა?!”
თავი გავიქნიე “შემდეგ იფიქრე მეგითქო” თავს შევუძახე და ბიჭს შევხედე.
- ძალიან გემრიელია. - თქვა ჩაიზე.
მადლობთქო ვუთხარი და შემდეგ ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ვუყურებდი ჩემს წინ მჯდარს, რომელიც ყოველგვარი მორიდებულობის გარეშე მიირთმევდა შავ ჩაის. ვაკვირდებოდი მის ნაკვთებს, მის მიმიკებს, რომლებიც ჩემი გეგას ნაკვთების და მიმიკების იდენტური იყო და რა უნდა მეფიქრა არ ვიცოდი. არა, მე გეგა არასდროს მინახავს, მაშინაც კი არ მომიკრავს თვალი, როდესაც დამეჯახა, გამომდინარე აქედან მის სახეს ჩემი ქვეცნობიერი ვერ დააფიქსირებდა. ახლა კი ის ჩემს სახლში, დივანზე იჯდა. ნუთუ ეს ის იყო, ვინც მე მიყვარდა? მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვხვდებოდი. რატომ მისი ტატუ არ მახსოვდა? რატომ ვერ ვნახე ის სიზმარში?
არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი მის ცქერაში, მაგრამ ალბათ შემნიშნა იდიოტივით რომ მივშტერებოდი. ბიჭმა თავი ოდნავ გვერდით გადახარა, გამიღიმა და მკითხა:
- რაო მეგი?
არა, ეს დეჟა-ვუ კი არა, განმეორება იყო. ასეთი სახე, ღიმილი და შეკითხვა ერთხელ უკვე ვნახე კომაში ყოფნისას. მაშინაც ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო.
- არაფერი, - გამეღიმა მეც და თავი გავიქნიე. - რაღაც მინდა გკითხო. - ვთქვი და ცოტა ხნით შევყოვნდი. - იმ დღისით, როცა დამეჯახე, მარცხენა ხელზე სამაჯური გეკეთა?
ასეც ვიცოდი. ბიჭს გაუკვირდა. დააბნია ჩემმა შეკითხვამ და რამდენიმე წამით გაოცებული შემომყურებდა. შემდეგ დაფიქრდა და მითხრა:
- კი, შავი სამაჯური მეკეთე. - თავი დაიქნია მან. - მაგრამ, შენ როგორ…
- დაივიწყე, კარგი? - გავაწყვეტინე მას. აი თურმე რატომ არ მახსოვდა და რატომ ვერ ვხედავდი მის ტატუს, შავი სამაჯური ფარავდა მას.
- ასეთ შეკითხვას შენ დაივიწყებდი? - ფინჯანი მაგიდაზე დადო მან და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო.
- არა, მაგრამ შენ უნდა დაივიწყო. - არ მინდოდა, რომ ჩამციებოდა, როგორ უნდა ამეხსნა? - შენს ტატუზე მითხარი რამე. ვიცი, რომ ყველა ტატუს თავისი ახსნა აქვს.
ბიჭი ერთხანს გამომცდელად მიცქერდა. მისი მზერა აშკარად მეუბნენოდა “ნუ გგონია დავივიწყეო.” შემდეგ ისევ დივანს მიეყრდნო, ხელი გადმოაბრუნა და თითები ტატუს ჩამოუსვა.
- ფენიქსი უკვდავების და მარადისობის სიმბოლოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიკვდილის ან სიბერის მეშინია. ფენიქსის სიმბოლიკა უფრო ჩემს ხასიათს და ბუნებას ემთხვევა.
- ალბათ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხარ არა? - კიდევ ერთი კითხვა დავსვი, რომ ეს გეგა ჩემი გეგასთვის შემედარებინა. თანაც საუბარი მგონი აქეთ მიჰყავდა.
- ზუსტად მაგის თქმა მინდოდა. - დამეთანხმა ის. გამეღიმა. - როცა რაღაც არ გამომდის, ფარ-ხმალს არ ვყრი. გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ვფიქრობ, რომ ყველაფერს თუ გავაკონტროლებ, სირთულეს დავძლევ. ამიტომაცაა, რომ უმეტეს შემთხვევაში წარმატებას ვაღწევ. სხვათა შორის, ფენიქსი წარმატების სიმბოლოცაა. მოკლედ, ბევრი მიზეზი მქონდა, რომ სწორედ ეს მითიური ფრინველი დამეხატა და არა სხვა რომელიმე სიმბოლო, თუმცა, რა დროს ამაზე საუბარია. მითხარი, ხომ არაფრით შემიძლია, რომ დაგეხმარო?
- მადლობ. ისიც საკმარისი იყო, რომ საავადმყოფოს ხარჯები შენ დაფარე. არ იყო საჭირო.
- თავს ვალდებულად ვგრძნობდი. სანამ საზღვარგარეთ წავიდოდი, გავიგე, რომ კომაში იყავი. ძალიან ვინერვიულე. მინდოდა, რომ დავრჩენილიყავი და შენს გონზე მოსვლას დავლოდებოდი, მაგრამ სამსახურმა უფლება არ მომცა. - ხელი ჩაიქნია მან.
- ბუნებრივია. რომ მოვმკვდარიყავი, ალბათ ცხოვრებას გაგირთულებდი. სხვათა შორის კომაში ყოფნა ბევრად სჯობდა იმ დღეებს, რომლებიც გონზე მოსვლის შემდეგ გამოვიარე. - ჩავილაპარაკე მე.
- ამას რატომ ამბობ? - გაუკვირდა მას.
- ყურადღებას ნუ მომაქცევ, ბოლო დროს რაღაც უცნაურობები დამჩემდა. - თავი დავიძვრინე პასუხის გაცემისგან. გეგა კი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ უცბად მისი მობილურის ზარის ხმა გაისმა.
- ხო, - უპასუხა მან. - არ მცალია… არა, მანდეთ არ ვარ… გითხარი არ მცალიათქო… კი, მაგრამ სხვა ვერავინ მოაგვარებს?... კარგი, ნახევარ საათში მანდ ვიქნები. - თქვა ბიჭმა, ტელეფონი გათიშა და შემომხედა. - ბოდიში, უნდა წავიდე, სამსახური არაფერს მაცდის. - წამოდგა ის.
- მობოდიშება სულაც არაა საჭირო. - მეც წამოვდექი. არ მინდოდა, რომ წასულიყო. ის, რომ ეს გეგა ჩემს გეგას საოცრად ჰგავდა და მინდოდა მეფიქრა, რომ ის იყო, მაღელვებდა და მასთან ახლოს ყოფნის სურვილს მიღვიძებდა. არ ვიცოდი მისი მეორედ ნახვის შანსი თუ მომეცემოდა.
- მადლობა გემრიელი ჩაისთვის. - გამიღიმა და კარისკენ წავიდა. მეც მივყევი.
- მადლობა ყურადღებისთვის.
- იმედია გამართულად სიარულს მალე შეძლებ.
- უკვე გამართულად დავდივარ. უბრალოდ მიჩვევა მჭირდება. ტკივილები უმნიშვნელოდ მაწუხებს. ალბათ ერთ კვირაში სრულიად გამოვჯანმრთელდები.
- ძალიან კარგი. მაშინ ერთ კვირაში კიდევ შევხვდებით, თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გაქვს. - დაამატა სიცილით ბოლოს.
ამის სურვილი იმაზე დიდი და ძლიერი იყო, ვიდრე მას ეგონა.
- მოვიფიქრებ. - გამეცინა მე და კარი გავაღე. გეგამ ზღურბლს გადააბიჯა, შემომხედა და მითხრა:
- აბა, რას იტყვი მეგი? - და ხელი გამომიწოდა.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, გეგა. - ვუთხარი და მის გამოწვდილ ხელს ჩემი თითები შეევაგებე. შევეხე თუ არა, თითქოს ელექტროდენმა გაიარა ხელში, მხარს აუყვა, მთელს სხეულში გაიშალა, დამმუხტა და რამის ჩემს წინ მდგარს მაგნიტივით მიმაწება.
- ჩემთვისაც ასევე, წითელთმიანო. - მითხრა მან და თვალი ჩამიკრა. გამეცინა მის ამ საქციელზე და ერთი წამით თავი დავხარე. რატომღაც არ ვუთხარი, ნუთუ შენც არ მოგწონს ჩემი თმათქო, რადგან დარწმუნებული ვიყავი, მეტყოდა, რომ მოსწონდა. - მომავალ კვირამდე, მეგი. - თქვა გეგამ და კიბეებს ჩაუყვა. თვალი არ მოვაშორე, მანამ, სანამ არ გაუჩინარდა.
კარი დავხურე, ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე მივწექი. მე ის ვნახე, შევეხე და ვესაუბრე ისევე, როგორც კომაში ყოფნის დროს, მაგრამ ამჯერად ეს არ იყო ლამაზი სიზმარი, ეს ულამაზესი რეალობა იყო.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (14)
***
დავფიქრდი, ყველაფერი ავწონ-დავწონე, შედარებები გადავამოწმე, დამთხვევები გავაანალიზე და ბოლოს ჩემთვის ჩავიბუტბუტე:
- ხო, ეს გეგა იყო, ჩემი გეგა.
მიუხედავად მისი დანახვისას გამოწვეული პირველი რეაქციისა და ეჭვებისა, ის მაინც ჩემს გეგად მივიჩნიე. არ დაემთხვა პროფესია, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი, ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. სამაგიეროდ დაემთხვა გარეგნობა და ხასიათი, რაც უპირველესი იყო, შემდეგ კი ჩაის მოყვარულობა და სამაჯური. ეს არც ისე ცოტა იყო. გარდა ამისა, კიდევ მქონდა სათადარიგო საგამოცდო საკითხები, რასაც აუცილებლად გადავამოწმებდი.
უჯრიდან სურათი ამოვიღე, საწოლზე დავდე და ზემოდან დავხედე. ისევ გამეცინა, მაგრამ ამჯერად ხალისით და არა ნაღვლიანად. გადიოდა წუთები და ვგრძნობდი, როგორ მისდევდა მათ თან ჩემი ტკივილიც.
ფანჯრისკენ წავედი, სურათიც თან წავიღე და რაფაზე ჩამოვდე. “გამოფენის” შესასვლელს გავხედე, იმ ადგილს, სადაც ბოშას ველეპარაკე. “ფენიქსი რის ფენიქსია, თუ არ განახლდა მისი არსებობა?!” გამახსენდა ეს სიტყვები და ბოშას ეშმაკური ღიმილი, მაშინ როდესაც მითხრა, დარწმუნებული ვარ ვერაფერი გაიგეო. მაგრამ ახლა მივხვდი, ხო, ახლა მივხვდი ყველაფერს. მან თქვა, რომ ჩემი ბედნიერი მომავალი, ანუ ბედი სულ ერთ ნაბიჯში იყო, და ორ წუთში გეგაც დამეჯახა მანქანით. შემდეგ დაიწყო კომა და იმ დაბრკოლებების გადალახვა, რომლებიც მართლაც არარეალურად მეჩვენებოდა და რომელთა დაძლევაშიც გეგა მეხმარებოდა. ხო, როგორც ასევე ბოშამ თქვა, აღმოვაჩინე, რომ მე ეს ადამიანი შემიყვარდა და ის ცარიელი ადგილი შეავსო ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც მანამდე განვიცდიდი. თუმცა მალევე მართლაც ყველაფერი გაქრა და ნაცრისფერ რეალობასთან შეგუება ტკივილამდე მიჭირდა, მაგრამ გეგა ისევ გამოჩნდა, რეალურად გამოჩნდა და ჩვენი ნაცნობობა ფენიქსივით ხელახლა დაიბადა.
ნუთუ მეორედ მქონდა ლამაზ ბოშასთან მოსახდელი ბოდიში? ამის დაჯერებაც კი არ მინდოდა. თუმცა ეს ჩემთვის რთული არ იყო. ახლა ერთადერთი რამ მაფიქრებდა. გვექნებოდა კი რეალურადაც ისეთივე ურთიერთობა, როგორც ეს სიზმარში იყო? მოცდა მომიწევდა, ალბათ ძალიან დიდი ხნითაც კი, რომ ამ კითხვაზე პასუხი მქონოდა.
***
საათს გავხედე - საღამოს შვიდი ხდებოდა. ჩემში ჯერ კიდევ ფეთქავდა ფეიერვერკი და ემოციებისაგან დაცლა მჭირდებოდა. მობილურს ვწვდი და თეონას დავურეკე, შენ და გვანცა სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდითქო.
საუბარი ახალი დამთავრებული მქონდა სახლში დედა და თედო რომ დაბრუნდნენ. ნანამ მომიკითხა, “პატაკი” ჩაიბარა და იმდენად იყო ძალაგამოცლილი მგზავრობისგან და სიცხისგან, რომ არც კი უსადილია, ისე ადრე წავიდა დასაძინებლად. თედომაც თავის ოთახს მიაშურა, სასწრაფოდ აბაზანა მჭირდებაო.
გოგოები მალე მოვიდნენ. ჩემს ოთახში შევიყვანე, ფუმფულა პუფებში ჩავსხი და მეც მათ წინ ჩამოვჯექი.
- რა გჭირს? - მკითხა სასიამოვნოდ გაკვირვებულმა გვანცამ, ალბათ თვალები მბრწყინავდა სიხარულისგან.
- მე გეტყვი. - თქვა თეომ. - ამან ალბათ ის ბოშა ნახა და ჩააძაღლა.
- ბოშაზე ასე ნუ ლაპარაკობ! - წარბები ავზიდე მე.
გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.
- იტყვი რა მოხდა, თუ ვიმკითხაოთ? - დამიბღვირა თეომ
- ვიტყვი. - ღრმად ჩავისუნთქე. - გეგა ვნახე.
- მოკლედ ეგ ბიჭი შენი სიზმრების მუზა გახდა. - თავი გაიქნია გვანცამ უკმაყოფილოდ.
- არა, მე ის რეალურად ვნახე! - ვთქვი ეს თუ არა, ორი წყვილი თვალი ახსნის მოლოდინში მომაშტერდა. - ასე ნუ მიყურებთ, მართლა ვნახე, აქ იყო.
გვანცა დაფრთხა, თეონას შეშინებული მიეკრო და ოთახი მოათვალიერა.
- ოო, ბარბი, ნუ სულელობ რაა! - შეუბღვირა თეონამ მას და მე შემომხედა. - მეგი, მიდი, გისმენ!
- არ გატყუებთ, არ ვბოდავ, არც მოწეული მაქვს რამე! მართლა გეუბნებით. ჩემი რექცია უნდა გენახათ, კარი რომ გავაღე და ის დავინახე. საშინლად დავიძაბე და კიდევ როგორ გავუმკლავდი მასთან გატარებულ რამდენიმე წუთს მარტომ, ახლაც მიკვირს. ზუსტად ისეთი ლამაზი იყო, ისეთივე ეშმაკური და… ბოლოს, როცა წასვლა დააპირა, არ ვიცი როგორ შევიკავე თავი, რომ არ მოვეხვიე. - ცოტა ხნით გავჩუმდი და შემდეგ გოგოებს შევხედე. - სხვათა შორის, ჩემზე ადრე თქვენ გქონდათ მისი ნახვის შანსი.
- რაა? ეგ როგორ?
- სწორედ ის დამეჯახა მანქანით!
- არა! - პირზე აიფარა ხელი გვანცამ.
- მაგარია! - ხმამაღლა გაიცინა გაოცებულმა თეონამ. - აი მესმის სიზმრის ახდენა. მეგი, ხომ იცი გენდობი, მაგრამ მაინც… ის-ღა დაგრჩენია დამიმტკიცო.
- კი, მაგრამ როგორ?
- როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა მან.
ჩავფიქრდი. ფინჯანი, რომლითაც გეგამ ჩაი დალია, უკვე გარეცხილი იდო თაროზე. მხოლოდ სიტყვიერად თქმა არაფერში დამეხმარებოდა. შემდეგ კი უცბად მომაფიქრდა, წამოვდექი, მათთან ჩემი ნოუთბუქი მივიტანე და facebook-ზე სევედი, საძიებელში გეგა ონიანი ჩავწერე და შედეგებს დაველოდე.
არც ისე ბევრი გეგა ონიანი იყო და ისიც მალევე ვიპოვე. სურათი გავადიდე და ნოუთბუქი გოგოებისკენ შევაბრუნე.
- არ არსებობს! - თვალები დააჭყიტა გვანცამ და ნოუთბუქი ხელიდან გამომგლიჯა. - მართლაც ისაა მეგი!
- რას ლაპარაკობ?! - გავიცინე მე.
- ახლა კი, ჩამოფქვი, რაზე ილაპარაკეთ?! - მკითხა თეონამ.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (14)
***
თეოს და გვანცას ყველაფერი მოვუყევი. იმ დამთხვევებზეც ვუამბე, რომლებიც სიზმრისეულ გეგასა და რეალურ გეგას შორის აღმოვაჩინე. გოგოები გაოგნებულნი მისმენდნენ. ჩემგან განსხვავებით ჯერ კიდევ არ ეჯერათ, რომ ეს ყველაფერი ჩემს ტავს ხდებოდა.
გეგას რამდენიმე წუთიანი სტუმრობა ჩემთვის ყველაფერი იყო. არვიცოდი შემდეგ რა იქნებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩემი გეგა მარლაც არსებობდა, ეს უკვე ბევრს ნიშნავდა.
მოყოლა რომ დავასრულე, გოგოები თავიანთ აზრებს და შეხედულებებს მიზიარებდნენ, რომ ჩემი ოთახის კარზე დააკაკუნეს.
- დაიკო, შეიძლება? - მომესმა თედოს ხმა.
- ხო თედო, მოდი. - გავძახე მე.
ჩემი ძმა ოთახში შემოვიდა, ხელში პერანგი ეკავა.
- ღილი ამიწყდა და დამიკერე რა, დედა აღარ გავაღვიძე, შემეცოდა. - მთხოპვა მან.
- დამიტოვე და დილით გამოგიტან. - ვუთხარი, პერანგი გამოვართვი და სკამზე გადავკიდე.
- ვა, გორილამ კერვა არ იცის? - ხელოვნურად გაიკვირვა თეონამ.
კარისკენ მიმავალი თედო მობრუნდ ადა პუფში მჯდარი ანგელოზის გამომეტყველების თავდამსხმელი უნდობლად შეათვალიერა. თვალით ვანიშნე არ აყვეთქო.
- არა თეონა, შენ წარმოიდგინე, არ ვიცი. - გაიღიმა ჩემმა ძმამ დაცალი ხელით სკამის საზურგეს დაეყრდნო.
- ოჰო! როდის აქეთ მომმართავ სახელით? - გაიოცა ჩემმა მეგობარმა.
- მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ შენი მწარე ენა წყობიდან ვეღარასოდეს გამომიყვანს.
- შენ რა, ნერვები ლატარიაში მოიგე? ვერ წარმოვიდგენდი, თუ გორილებს ასე უმართლებთ. - გადაიკისკისა თეონამ.
- ჰო, არა? იმას თუ წარმოიდგენ, რომ შეიძლება გორილას ზომბი შეუყვარდეს? - მშვიდად და სერიოზულად იკითხა თედომ.
მე და გვანცამ ჩუმად გადავხედეთ ერთმანეთს და ვეცადეთ რომ არ გაგვღიმებოდა.
თეონა ჩემი ძმის ნათქვამს გვიან მიხვდა. კისკისი შეწყვიტა, უცბად დასერიოზულდა და შუბლშეკრულმა თქვა:
- რა თქვი?
თედო მისკენ წავიდა, დაიხარა და თითები შავსამაჯურებიან ხელში ჩასჭიდა.
- ხელი გამიშვი გორილა, თორემ დაგერხევა! - შეუბღვირა მას ჩემმა მეგობარმა.
- ჯერ კიდევ საკითხავია, ვის დაერხევა, თუ არ ადგები ახლა და არ გამომყვები!
- მეგი, შენი ძმა მგონი ავადაა! - გამომხედა თეონამ.
მხრები ავიჩეჩე და თვკითხე:
- თედო, ავად ხარ?
- ავად ვარ, მაგრამ არა ისე, როგორც ამ მახინჯს ჰგონია. - თქვა თედომ და გოგო ძალით წამოაყენა. - სალაპარაკო გვაქვს თეონა. უფრო სწორედ მე მაქვს შენთან სალაპარაკო და იმედი მაქვს, რომ ნებით გამომყვები.
ჩემი მეგობარი რამდენიმე წამით ჩუმად იდგა და გამოუვალი სიტუაციით აღელვებული შავი ფანქრით შეღებილ თვალებს აცეცებდა. გაცრეცილი ტუჩები მაგრად მოემუწა და მის მკლავზე ცაჭიდებულ თედოს თითებს დაჰყურებდა.
- კარგი… - თქვა ბოლოს. - მაგრამ შენი ტორი გასწიე, გორილა!
თედომ ხელი გაუშვა მას და გზა დაუთმო წინ წასასვლელად. ჩემმა ძმამ გამომხედა, მე თვალი ცავუკარი და მუშტის შეკვრით ვანიშნე, მკაცრი პოზიცია გეჭიროსთქო. მისი თქმის არ იყოს - ჩემი მეგობარი მართლაც რთული შემთხვევა იყო. ჩემი ოთახიდან ორივე გავიდა.
გვანცას გავხედე და მისი სიზმრისეული სიტყვებით ვკითხე ისე, თითქოს მხოლოდ ახლა ამომეცნო მისი სახედან ფიქრები:
- ასეთი რა დააშავე, რომ ამას მოესწარი, არა?
- აბა?! ზუსტად მაგას ვფიქრობდი. - თავი დამიქნია ჯერ კიდევ ფიქრებში მყოფმა გვანცამ.
საათზე მეტი იყო გასული, თეონა რომ ჩემს ოთახში დაბრუნდა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა და რამდენიმე წამის შემდეგ მკითხა:
- მითხარი მეგი, შენს სიზმარში იმ იდიოტური სიყვარულის ახსნის შემდეგ, სახეზე მაინც არ მეტყობოდა, რომ შენი ძმის ჩაძაღლება მინდოდა?
- არა, და არც ახლა გეტყობა.
- ვიცი, და სწორედ ეგაა, რომ ნერვებზე მშლის!
გამეცინა. თეოს ამით ყველაფერი ნათქვამი ჰქონდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев