(10)
21-05-2013, 12:16. ავტორი: lullaby ***
ფოთლების შრიალმა გამომიყვანა ღრმა ძილიდან და თვალები გავახილე. თავი ხის ხავსიან ძირზე მედო და არაგეგას მკერდძე. გამიკვირდა ასე ღრმად ასეთ მდგომარეობაში როგორ მეძინათქო. წამოვიწიე და მოშორებით მდგარ გეგას შევავლე თვალი, რომელმაც ჩუმად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
გამეცინა და მზერა ჩემს ძმაზე გადავიტანე, რომელიც გულხელდაკრეფილი მიცქერდა.
- თქვენ გაღვიძებას ველოდით, თქვენო ბრწყინვალებავ. დროა გზა განვაგრძოთ. - მითხრა მან.
- ხო, აბა რა. - ჩავილაპარაკე, წამოვდექი და ხეს ავხედე. გვანცა და თეონა ქამრებს იხსნიდნენ.
- საერთოდ თუ გავაღწევთ ამ ტყიდან?! - თქვა გვანცამ.
- გავაღწევთ. მთავარაია, წრეზე არ წავიდეთ და პირდაპირ ვიაროთ. - უთხრა მას გეგამ.
გვანცა ხედან ჩამოხტა და ქამარი თედოს გაუწოდა. შემდეგ კი თეონა ჩამოხტა, მაგრამ ჩემს ძმას ხელი რომ არ შეეშველებინა, ალბათ წაიქცეოდა.
- რა მოგივიდა? - ჰკითხა დაბნეულმა თედომ.
- თავბრუ დამეხვა. - შუბლი მოისრისა გოგომ და რამდენიმე წამით ხეს მიეყრდნო.
- კარგად ხარ?
- შენს ხელებს თუ მომაშორებ გორილა, უკეთ ვიქნები.
- ომადურო! - მიაძახა თედომ, ხელი შეუშვა და ქამრის მორგებას შეუდგა. - ამის შემდეგ ცხოველიც რომ გგლეჯდეს, სტვენით ჩაგივლი გვერძე.
- კარგით, ნუ დაიწყებთ. - ვთქვი მე. - აჯობებს გზა განვაგრძოთ.
შევუდექით სიარულს, თუმცა არ მქონდა იმის იმედი, რომ იმ დღისით დავაღწევდით თავს ამ საშინელ ტყეს. ჟოლოსა და თხილის გარდა აქა-იქ მაყვლის ბუჩქებიც გვხვდებოდა. ხილს ვჭამდით, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ახლა ის წყალი უნდა გვეპოვნა, რომლის არსებობაც გუშინ გველმა გვაუწყა. რამდენად ახლოს უნდა ყოფილიყო ის, არ ვიცი, რადგან დაახლოებით ორი საათი ვიარეთ და არაფერი ჩანდა.
ცოტა ხნით შევისვენეთ. ჩვენს შორის ერთდერთი გვანცა იყო, რომელიც შიმშილს მეტნაკლებად უმკლავდებოდა. მას ხომ წლების გამოცდილება ჰქონდა ამ მხრივ? გამუდმებით დიეტას იცავდა და თითქმის არაფერს ჭამდა, ამიტომ ის ყველაზე ნაკლებს წუწუნებდა შიმშილის გამო.
შესვენება ცოტა ხნით გაგრძელდა. ორი წუთის გავლილი არ გვქონდა გზა, რომ ჩემს წინ მიმავალი თეონა მოულოდნელად ჩაიკეცა და დავარდა.
- თეო! - ვიყვირე შეშინებულმა და დავარდნილ სხეულს ვეცი.
- თეონა! თეონა! - წამოიყვირა თედომ, გოგო გადმოაბრუნა და გაფითრებულ სახეზე ხელები მოჰკიდა.
- ღმერთო ჩემო, რამე უშველეთ! - ჩვენსკენ დაიხარა გვანცა.
- ჰაერი სჭირდება, თავს ნუ დავეხვევით. - გვითხრა გეგამ და მე და გვანცა წამოგვაყენა.
- თეო, გონს მოდი გთხოვ, გონს მოდი… - ჩაიბუტბუტა ჩემმა ძმამ. გაოგნებული შევყურებდიმის შეშლილ სახეს, მის ხელებს, რომლებმაც აღარ იცოდნენ, რა მოემოქმედებინათ. ხან თითებს უზელდა გოგოს, ხან სახეზე ეფერებოდა. შემდეგ მხრებში ჩასჭიდა ხელები და ძლიერქად შეარხია. რამდენიმე წამში თეონამ ნელა გაახილა თვალები და ჩაწყვეტილი ხმით იკითხა:
- რა მოხდა, რა ლუციფერივით დამყურებ გორილა?
- კითხვაც კი არ ღირს “როგორ ხარ”, გეტყობა, რომ მშვენივრად გრძნობ თავს. - უთხრა ჩემმა ძმამ. - ადგომა არც კი სცადო. - თედომ ხელში აიყვანა სუსტი სხეული.
- ხელი გამიშვი რას აკეთებ?
- მოკეტე! ისიც გეყოს რომ გული გამიხეთქე შენი გულის წასვლით? - თქვა თედომ და თეონა შედარებით მოსახერხებელ ადგილას დასვა.
- მართლა? - გაეცინა თეონას. - ღირდა ამად გულის წასვლა.
- შხამიანო! - დასძახა ზემოდან თედომ.
- მოდით, თქვენ დარჩით. მე წავალ იქნებ სადმე ახლოს იყოს წყალი. - თქვა გეგამ. - თეონა დაისვენებს თქვენ კი მიხედავთ.
- გამოგყვები. - უთხრა მას გვანცამ.
- არა, გეგას მე გავყვები. - ჩავერიე მე. - გვანცა, შენ შეგიძლია ხილი დაკრიფო და ამ გალეულს აჭამო. - თვალით თეოზე ვანიშნე.
- კარგი. - მხრები აიჩეჩა მან.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (10)
***
მე და გეგას სულ ხუთი წუთის გავლილი არ გვქონდა გზა, რომ ბიჭი შედგა და სმენა დაზაბა. ვიპოვეთო, წამოიყვირა შემდეგ და ნაბიჯს აუჩქარა. დაახლოებით ოცდაათ მეტრში კი ჩვენს წინ ულამაზესი გარემო გადაიშალა.
ხავსმოდებულ კლდის ძირში კამკამა ნაკადული ჩამოდიოდა. ირგვლივ რამდენიმე ჯიშის სოკო ხარობდა. ნაკადულს თვალი გავაყოლე და დავინახე, რომ წყალი კლდიდან გადმოდიოდა. ბუნებრივი წყარო სასიამოვნოდ რაკრაკებდა. ტყისგან განსხვავებით გამხმარი ფოთლები აქ ბევრი არ იყო. მზე აცხუნებდა, მაგრამ წყლის გვერდით მის მწველ სხივებს ვერ ვგრძნობდი.სულ რამდენიმე წამი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ლამაზი გარემო აღმექვა და გამეანალიზებინა ის, რომ წყალი ვიპოვეთ. ადგილს მოვწყდი, რამდენიმე მეტრი გავირბინე და კლდიდან გადმოდენილ წყალს ორივე მუჭა შევუშვირე. გამომშრალ სხეულს ცივი სითხე ისე ეამა, რომ მაშინვე გამოფხიზლდა. წელში გავსწორდი. სველი პირიდან წვეთები ყელზე დასრიალდნენ, მკერდზე ჩაცურდნენ და სასიამოვნოდ მომელამუნნენ. გეგას გავხედე. ხელები თეძოებზე დაეწყო და გაღიმებული მიყურებდა.
- ცქერით იკამყოფილებ წყურვილს? - გამეცინა მე. - მოდი, რას ელოდები.
ადგილები გავცვალეთ. ხავსიან ლოდებზე გადმოვედი და გეგას დავუთმე ადგილი. ბიჭმა ჯერ წყალი დალია, თანაც ჩემზე საკმაოდ ბევრი, შემდეგ კი წყაროს თავი შეუშვირა და თმა დაისველა.
- გაგიჟდი? რას აკეთებ. წყალი ძალიან ცივია სამაგისოდ. - მისკენ წავიწიე მე.
- გეშინია, რომ გავცივდები? - გაიცინა მან. თავი რამდენჯერმე გაიქნია და სველ, პატარა თამზე ხელი გადაისვა.
- ჩვენ ყველა ისედაც სუსტად ვართ, შენი გაციება კი მდგომარეობას გაგირთულებს. წინდაუხედავი პოლიციელი. - თავი გადავიქნიე, ზურგი ვაქციე და ტყისკენ წავედი. - დავბრუნდეთ და ისინიც აქ მოვიყვანოთ. გაუხარდებათ. - ვთქვი მე და იმ წუთას ვიგრძენი, როგორ შემოეხვივნენ ჩემს მკლავს გეგას გრილი თითები და შემაჩერეს. მოვბრუნდი, ჩვენს ხელებს დავხედე და ვკითხე: - რა?
- რაღაც უნდა გკითხო. - მითხრა მან.
- სხვა დროს. ისინი გველოდებიან. - ვთქვი და წინ წასვლა დავაპირე, მაგრამ მან ხელი არ შემიშვა და ვერ მოვახერხე.
- წყალი არსად გაიქცევა.
- კარგი, გისმენ.
- რატომ არ მიეცი საშუალება გვანცას, გამომყოლოდა და რატომ წამოხვედი შენ? - გამიღიმა მან და თავი ოდნავ გვერდით გადახარა.
დავიბენი. ამ კითხვას არ ველოდი. ისიც არ მეგონა, რომ ამ ფაქტს ყურადღებას მიაქცევდა. ახლა კი არ ვიცოდი, რა მეპასუხა მისთვის. ხო, მე მის გვერდით მინდოდა ყოფნა, მაგრამ ჩემი მხრიდან ამის აღიარება უხერხული, უფრო მეტად კი შეუძლებელი იყო.
- რა მნიშველობა აქვს? - მხრები ავიჩეჩე მე, ხელი მისი თითებიდან გავინთავისუფლე და ისევ ტყისკენ წავედი, მაგრამ დამეწია, მომაბრუნა და მომაჩერდა ისეთი თვალებით, რომ გული რამის ამომივარდა. სუნთქვა შემეკვრა და უკან დავიხიე. ისიც მომყვა მანამ, სანამ ხეს არ ავეყუდე.
- გეგა, გეყოფა, რას აკეთებ?! - კოპები შევკარი მე და გაცლა დავაპირე, მაგრამ ხელები ხეს მიაყრდნო და გზა ჩამიკეტა.
- კითხვაზე არ მიპასუხე. - წარბები აზიდა მან
- არც გიპასუხებ.
- ასეთი რთულია?
- რატომ ამოიჩემე? - კითხვა შევუბრუნე მას.
გეგამ ხელები ჩამოსწია და უფრო ახლოს მოიწია ჩემთან. თითქმის მეხებოდა. ამჟანგბადით სავსე ადგილას ჰაერი აღარ მეყო. თითქოს ჩემს წინ მდგარი თითოეულ ჩასუნთქვას მართმევდა.
- როგორც ჩანს გულახდილობით არ გამოირჩევი. - ჩაილაპარაკა მან. მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ჰაერი ტუჩებზე მომელამუნა და მალევე გაიფანტა. - არაუშავს. სამაგიეროდ შენი ლამაზი, თაფლისფერი თვალები საკმაოდ გულწრფელები არიან და მათ მე ყველაფერი მითხრეს.
თითქოს დანაშაულზე წამასწრესო, ნერწყვი ჩაყლაპე და გვერდით გავიხედე. გეგამ ჩაიხითხითა, ლოყაზე თითები ჩამომისვა, ნიკაპი დამიჭირა და ისევ თავისკენ მიმახედა.
- თვალებს ნუ მაშორებ იმის გამო, რომ მათ გაგყიდეს. მე ხომ არაფერ შუაში ვარ. მე არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ისინი მომესყიდა. ასე, რომ საშუალება მომეცი ვუყურო მათ.
- და იქნებ ეს ორი გატყუებს? - ვთქვი მე.
ბიჭმა ტუჩები გაილოკა და ერთხანს ვითომდა ჩაფიქრდა. შემდეგ კი დარწმუნებულმა მითხრა:
- სამაგიეროდ შენი სხეული არ მატყუებს. შეხედე, შენთან ისე ახლოს ვარ, რომ მთლიანად შეგიგრძნობ, შენი გულის ფეთქვა, შენი სუნთქვა მესმის. არ გიჭერ, არ გაბრკოლებ, შენ კი უძრავად დგახარ დ არ გარბიხარ. იცი ეს რას ნიშნავს?
არაფერი ვუპასუხე. მან კი ჩემს მაგივრად თქვა:
- იმას, რომ ჩემს გვერდით ყოფნა გსიამოვნებს. არაა საჭირო ამაზე სიტყვიერად დათანხმება. შენი ქცევა ყველაფერზე მცემს პასუხს. - მითხრა მას და პასუხის გაცემაც კი არ მაცადა, მისმა ბაგეებმა გამოიწიეს და ჩემს ტუჩებს მხურვალედ დაეწაფნენ.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (10)
მუცელში რაღაც გავარვარდა, აფეთქდა და მთელს სხეულში გაიფანტა. გახურებულ სახეზე გეგას სველი თმიდან ჩამოდენილი წვეთები მეცემოდნენ და კანის დასველებასაც კი ვერ ასწრებდნენ, მაშინვე შრებოდნენ.
ბიჭს მთელი სხეულით მივეკარი და ვნებიან წამებს დაუფიქრებლად ავყევი.ამ წამებმა და გეგას ხელებმა, რომლებიც ჩემი მაისურის ქვეშ დაცურავდნენ, სრულიად დამავიწყეს, რომ იქვე ახლომახლოს ჩემი ძმა და ჩემი მეგობრები მელოდებოდნენ. მანამ სანამ მისი კოცნით და მოფერებით ვტკბებოდი, ირგვლივ ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. ერთხანს ისიც კი ვიფიქრე, სიზმარში ხომ არ ვარ მეთქი, მაგრამ ის, რომ გეგას თითოეულ შეხებას ვგრძნობდი, ამ ეჭვს მიქარწ*ლებდა.
გონება მეუბნებოდა, რომ ვნებას არ უნდა ავყოლოდი, თუმცა სხეული სულ სხვაგვარად აზროვნებდა. გაჩერებაზე არც კი ვფიქრობდი, მაგრამ მომიწია, როცა გეგას თავისი ბაგეები ჩემსას მოსწყდა. თვალები გავახილე და ბიჭს შევხედე, რომელიც ჩემს ზურგს უკან იყურებოდა.
- რა მოხ…
- ჩშშ! - პირზე მომადო თითები მან და გამაჩუმა.
თავი უკან მივაბრუნე და დავინახე, ჩვენგან დაახლოებით ოც მეტრში სამი მგელი იდგა.
***
- ღმერთო ჩემო, გეგა. - ჩავიჩურჩულე შეშინებულმა და ბიჭს მკლავებში ვწვდი.
- ჩუმად მეგი. შენ ხე გეფარება და ვერ დაგინახავენ. დაიხარე და ქვები აიღე, მიდი, სწარაფად.
ხეზე აყუდებული დაბლა ჩავცურდი. მოხერხებული და მოზრდილი სამი ქვა ავიღე და გეგას მივაჩეჩე ხელებში.
- ახლა კი რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცი ჩვენებისკენ და შორიდანვე გააგებინე, რომ ხეზე აძვრნენ და დაგეხმარონ.
- შენ? გეგა ერთად წავიდეთ, გთხოვ.
- აქ არ დავრჩები. გააკეთე რასაც გეუბნები, ჩემი ხომ გჯერა?
უსიტყვოდ დავუქნიე თავი, ლოყაზე მოვეფერე, ფრთხილად იყავითქო ვუთხარი და ადგილს ელვის უსწრაფესად მოვწყდი. სანამ მათ ძალიან დავშორდებოდი, უკან მივიხედე და დავინახე, გეგამ მგლებს ქვა ესროლა და საბედნიეროდ არ აუცილებია. იმედი მქონდა, რომ თავში მოხვედრილი ქვები ორ მგელს მაინც შეაყოვნებდა ცოტა ხნით. შორიდან დავინახე ჩემი ძმის და მეგობრების სილუეტები და მთელ ხმაზე ვიყვირე:
- თედო, ხეზე აძვერით სწრაფად, გესმით? ხეზე აძვერით!
რამდენიმე წამით უძრავად იდგნენ, შემდეგ ალბათ მიხვდნენ რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და დავინახე, რა სწრაფად დაიწყეს ხეზე ასვლა.
უკან გავიხედე, გეგა დაახლოებით ოცდაათ მეტრში მომყვებოდა. უკან კი დაახლოებით იგივე მანძილი იყო მასსა და მგლებს შორის.
უსწორმასწორო გზაზე სირბილმა ფეხები მატკინა, მაგრამ ახლა მოდუნების დრო არ იყო. სირბილი თავის გადასარჩენად ხშირად მიწევდა თედოსთვის მომზადებული ხრიკების გამო, მაგრამ ახლა თავდამსხმელი თედო არ იყო და მასსავით მოთვინიერებული ცოტა ხანში არ შემირიგდებოდა.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?! (10)
მივრბოდი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მიდუნდებოდა სხეული. ერთხანს მხედველობამაც კი მიმტყუნა და იმ გზის გარდა, რომელსაც ხემდე უნდა მივეყვანე ირგვლივ ყველაფერი გაფერმკრთალდა და ბურუსმა მოიცვა. სისწრაფისგან გაბრუებულმა იმის აღქმაც კი ვერ მოვასწარი, როგორ ავძვერი ხეზე, მაგრამ იმას კარგად ვხედავდი, როგორ მორბოდა გეგა და როგორ მოსდევდნენ დამშეული მგლები.
- სწრაფად გეგა. იჩქარე, იჩქარე! - ვყვიროდი მთელ ხმაზე.
გეგა თანდათან გვიახლოვდებოდა. თედოს მოხერხებულად ამოედო ხის ტოტის ქვეშ ფეხები, რომ სხეული კარგად დაეჭირა, ხელები დაბლა ჩაეწია და ბიჭის ამოსაყვანად ემზადებოდა. ამოხტა თუ არა გეგა, მგლებიც ხეს ეცნენ, კლანჭები ხის ქერქს ჩაარჭეს და ამოსვლის მცდელობაში სულ ააძრეს. გეგა სწრაფად რომ არ ამომძვრალიყო, ალბათ რომელიმე მათგანი თავის ბასრ ეშვებს ფეხში ჩაასობდა.
- ქვები ალბათ სუსტად მოხვდათ, თორემ უფრო მეტად ჩამოვიტოვებდი. - თქვა გეგამ. სირბილისგან სუნთქვაგახშირებული ლაპარაკობდა.
- ესენი აქედან არ წავლენ. ვახშამი დაიგულეს. - გაფითრებულმა ჩაიხედა დაბლა გვანცამ.
სამი რუხი მგელი ხახადაღებული შემოგვყურებდა. თვალები უელავდათ და გემრიელი ლუკმის მოლოდინში პირიდან ნერწყვი სდიოდათ. გამალებით სცემდნენ ბოლთას, იღრინებოდნენ და ხანდახან ისე ამოგვხედავდნენ, თითქოს გვემდუროდნენ, რომ ხეზე ავძვერით და მათი საჯიჯგნი არ გავხდით. ხეზე ამოსვლა რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ ტოტები მათთვის საკმაოდ მაღლა იყო და ვერ შეძლეს. ცდით რომ დაიღალნენ ხეს მოშორდნენ და რამდენიმე მეტრში მშვიდად დასხდნენ იმის მოლოდინში, რომ ბოლოსდაბოლოს დავიღლებოდით და ჩვენ თავად ვეახლებოდით.
- ესეც ასე, დარაჯებიც გვყავს. - ჩაილაპარაკათეონამ და ხის მსხვილ ტოტზე კომფორტულად მოკალათდა.
- შიმშილით დავიხოცებით. - დაიწუწუნა გვანცამ. - დღეს თითქმის არაფერი გვიჭამია.
- არა-და წყალი ვიპოვეთ. - ვთქვი მე დანანებით და გეგას გავხედე. ბიჭმა შეუმჩნევლად გაიღიმა და მგლებს ჩახედა. როგორღაც თავი შევიკავე, რომ მეც არ გამღიმებოდა. - საიდან გაჩნდნენ დღისით მგლები აქ?
- დაგავიწყდა, რომ შუა ტყეში ვართ დაკარგულნი? ხო, მგლები ღამით ჩადიან ბარში, დღისით კი იქ არიან სადაც გადაგვეყარნენ, ანუ სოფლისგან ძალიან შორს. - თქვა გეგამ.
- რა საშინელებაა! როდემდე უნდა ვიყოთ ამ უკაცრიელ ადგილას?! - წყობიდანგამოსულმა დაიყვირა გვანცამ და ჩვენმა “დარაჯებმაც” ყურები ცქვიტეს.
- ამის დედაც! მართლა დაუსრულებელი გახდა. ნუთუ ამ ტყეს თავი და ბოლო არ აქვს, რომ ან ერთი ვიპოვოთ ან მეორე?! - აჰყვა მას თედო.
- ჰაჰ! ვინ იყო მძევლების ოთახში მჯდარი ტყისკენ რომ მიილტვოდა? - დამცინავად შენიშნა თეონამ.
- მოკეტე ანკარა. გეტყობა შენ გსიამოვნებს ტყის სინესტე. შეგიძლია დარჩე კიდეც, მთელი დედამიწა დაისვენებს ხალხში რომ აღარ გაერევი.
- რა უნდა ვქნათ? - ვიკითხე მე და კიდევ ერთ საფრთხეს ჩავხედე.
- როგორმე უნდა დავაფრთხოთ, მაგრამ, როგორ? - თქვა ჩემმა ძმამ.
- მიკვირს გორილას შემხედვარე, აქამდე რომ არ დაფრთხნენ. - კვლავ ჩაგვერია საუბარში თეონა.
- არ მოგბეზრდა თითოეულ ჩემს სიტყვას რომ კომენტარს უკეთებ? - უღრიალა თედომ გოგოს. მგლები მაშინვე წამოხტნენ და ღრენას უმატეს.
თეონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
- ესე იგია არა. - თედო ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი თქვა: - თეონა, მიყვარხარ!
ყველამ ჩემს ძმას შევხედეთ, რომელიც მკაცრი და მომლოდინე სახით შეჰყურებდა სუსტ სხეულს.
- მაინტერესებს ამაზე რა კომენტარს გააკეთებ. - უთხრა მას.
თეონა რამდენიმე წამით ჩუმად იჯდა. ახლა მას მივაჩერდით ყველა. გოგომ ხელები გულზე დაიკრიბა და თედოს თვალი მოარიდა. აშკარად ეტყობოდა, რომ დაიბნა, თუმცა ვიცოდი, რომ თავს აუცილებლად დაიძვრენდა.
- იმას გეტყვი გორილა, რომ იუმორის ნიჭი არასოდეს გქონია, არც გაქვს და არც არასოდეს გექნება! - თავი დახარა თეონამ. მაგრამ მე კარგად დავინახე, როგორ იმოქმედა ჩემს მეგობარზე თედოს სიტყვებმა.
- რა თქმა უნდა. - თავი დაიქნია ჩემმა ძმამ. - იმის მაგივრად, რომ სერიოზულად გაგეცა პასუხი, ისევ მიკბინე. მაგრამ იცი რაა? ეს ისეთი მწარე აღარ იყო, როგორც მანამდე და ამის შემდეგ შენი ნაკბენი თანდათან განელდება და ნელ-ნელა ძალასაც დაკარგავს.
პირველად, თეონამ არაფერი უპასუხა თედოს. ეს მსოფლიო საოცრება იყო. ამან ჩემს ეჭვებს ხაზი გადაუსვა და სიმართლე დაარქვა. მაგრამ ალხა სასწრაფოდ უნდა შეგვეცვალა თემა და ჩვენს მთავარ პრობლემაზე გვეფიქრა, რომელიც ასე მოუგვარებლად გვეჩვენებოდა.
- თედო გეყოფა. აჯობებს იმაზე ვიფიქროთ, მგლებს რა ვუყოთ. - ვთქვი მე.
- ერთადერთი გამოსავალი არსებობს - ცეცხლი! - გვითხრა გეგამ. - მაგრამ არ ვიცი როგორ შევძლებთ ანთებას.
- კოცონს ნამდვილად ვერ დავანთებთ. იქნებ ხის ტოტებს მოვუკიდოთ? სანთებელა ხომ მაქვს, სავსეა, ახალი ნაყიდია. - თქვა თედომ.
- კი, მაგრამ შეხედე, - გეგა ტოტებს გადასწვდა და ერთი მათგანი მოტეხა. - ნედლია, არ მოეკიდება.
- მე ვიცი რასაც მოპეკიდება. - ჩემმა ძმამ მაისური გაიხადა და მკლავები მოახია. ხეს კიდევ რამდენიმე ტოტი მოატეხა და ყველას ერთად ნაპირზე შემოახვია ნაჭრები. - აბა, კიდევ ვინ გაიმეტებს მაისურის მკლავებს? - იკითხა მან.
***
გეგამ თქვა აჯობებს ცოტა ხნით შებინდებას დაველოდოთ, რომ ცეცხლს ეფექტი ჰქონდესო და ჩვენც ვისხედით ჩაჩუმებულნი. ვინ რაზე ფიქრობდა ღმერთმა უწყის, მაგრამ მე თავიდან არ ამომდიოდა რამდენიმე საათის წინ განცდილი გრძნობა მასზე ფიქრში ვირც კი გავიგე, როგორ ჩამოღამდა.
თეონა ხმას არ იღებდა. ჯერ კიდევ გაოცებული ვიყავი ჩემი ძმის საქციელით. რა თქმა უნდა მაშინ არ დავუჯერე, როცა მითხრა თეონას სურათს არ ვუყურებდიო, მაგრამ საქმე თუ ასე შორს იქნებოდა წასული, ნამდვილად არ მეგონა. იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე საჯაროდ გამოუტყდებოდა თედო ჩემს მეგობარს სიყვარულში.
გვანცა კი ღმერთს ეკითხებოდა: რისთვის დავისაჯე ასე, ამას რომ მოვესწარიო.
სამი დამშეული ცხოველი კი კვლავ არ გვანებებდა თავს. ვახშმის მოლოდინში რუხი ბალანი აჯაგვროდათ, პირი დაეღოთ და თეთრი ალესილი ეშვებით გვაშინებდნენ. ნეტავ თუ გაჭრიდა გეგას გეგმა? მეშინოდა, საშინლად მეშინოდა, რამე რომ დამართვნოდათ.
ჩემი, თედოს და გეგას მაისურის მკლავები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ცეცხლი ორ ჩირაღდანზე გაჩაღებულიყო და ტოტებსაც წაჰკიდებოდათ. თედომ შეუნთო თუ არა სანთებელა, ჩირაღდნები მაშინვე აალდნენ. ამ დროს დავინახე გეგას გაყინული სახე. ცეცხლს მიშტერებოდა და რამდენიმე წამით თვალი არ მოუშორებია. შემდეგ განზე გაიხედა, დაოფლილი შუბლი ხელის გულით მოიწმინდა და მე შემომხედა. როცა მიხვდა, რომ ვუყურებდი, თვალები დახარა და მზერა მაშინვე მომარიდა.
ყველა დაძაბული ვისხედით და მივჩერებოდით მგლებს, რომლებიც მოშორებით ბოლთას სცემდნენ და თან თვალს არ გვაშორებდნენ. დაინახეს თუ არა, რომ გეგამ და თედომ ხიდან ჩასვლა დაიწყეს, რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგეს. ბიჭები უცბად ჩახტნენ, წელში ოდნავ მოიხარნენ და აალებული ხის ტოტები წინ გასწიეს.
- ახლა მოდით, თუ მამაცები ხართ! - ჩაილაპარაკა გეგამ და ნელ-ნელა წინ წაიწია. მგლებმა ღრენას უმატეს და ბიჭებისკენ დააპირეს გადმოხტომა, მაგრამ მათ ცეცხლი აუქნიეს და ცხოველები შეჩერდნენ.
- ფრთხილად იყავით, გთხოვთ! - ჩავძახე მაღლიდან. ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მაინც შიშს ვყავდი ატანილი. გული ამოვარდნას მქონდა. აშკარად ვხედავდი, რომ ცეცხლმა, რომელიც მგლებს უახლოვდებოდა და მათ თვალებში ირეკლებოდა, ცხოველები დააფრთხო. თანდათან უკან იხევდნენ, მაგრამ საკვების დატოვება უძნელდებოდათ და იერიშზე გადმოსვლას ცდილობდნენ. ბიჭებს ამ დროს ცეცხლი უფრო ახლოს მიჰქონდათ მათთან და ჩირაღდნებს ცხვირწინ უქნევდნენ. ცხოველები საზარლად იღრინებოდნენ და ალესილ ეშვებს წამდაუწუმ იწმენდდნენ.
თუმცა მგლებს ბევრი აღარ უფიქრიათ, როდესაც ბიჭები პირდაპირ მათკენ გაიქცნენ და ცეცხლი რამის ყბებში უთავაზეს. ცხოველები ადგილს მოსწყდნენ და უკანმოუხედავად გავარდნენ. ბიჭები რამდენიმე მეტრს მისდევდნენ, მაგრამ როცა მგლები საკმაოდ შორს წავიდნენ, უკან დაბრუნდნენ. დაღლილმა გეგამ დაბლიდან ამოგვხედა ხეზე მსხდართ და გვითხრა:
- ჩამოდით, წყალი დავლიოთ და ისევ აქ დავბრუნდეთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев