(9)
18-05-2013, 21:11. ავტორი: lullaby ***
- თედო, ჯერ შენ ჩადი, რომ გოგოებს დაეხმარო, მხოლოდ ფრთხილად. - თქვა გეგამ.
თედო ფანჯარაზე აძვრა, თოკს ჩაებღაუჭა და ნელა დაეშვა ქვემოთ. რამდენიმე წამში აივანზე დახტა და ხელით გვანიშანა ჩამოდითო. თოკი მთლად გრძელი არ იყო და დაახლოებით ორი მეტრი აშორებდა მიწას. თედოს შემდეგ გვანცა ჩავიდა, შემდეგ კი თეონა. ვფრთხილობდით, არ გვინდოდა, რომ ხმაური გამოგვეწვია.
მე და გეგა ფანჯარასთან ნახევრად შიშვლები ვიდექით და ზემოდან ვუცქერდით, როგორ ჩადიოდა თოკზე თეონა. როცა ის ჩახტა, გეგამ გადმომხედა:
- მიდი, შენი ჯერია წითელთმიანო.
ფანჯარაზე ავედი და სანამ დაბლა დავიწყებდი ჩასვლას, დავინახე, როგორ დააკაკუნა ფრთხილად გეგამ კარზე და მაშინ მივხვდი ყველაფერს.
აივანზა ჩავხტი თუ არა, საშინელი თავბრუსხვევა ვიგრძენი და თედოს დავეყრდენი.
- კარგად ხარ? - მკითხა ჩემმა ძმამ.
- ხო. - დავუქნიე თავი. შიმშილი თავისას აკეთებდა, საშინლად ვიყავი დასუსტებული და ისიც მაკვირვებდა, აქამდე ფეხზე როგორ ვიდექი. ჩახტომისას თეონას ფეხი უტკენია და მოაჯირს ეყრდნობოდა.
- ძალიან გტკივა? - ვკითხე მე.
- არც ისე.
- არაუშავს, დაგეხმარებით.
- პრობლემად ვიქეცი. - ჩაილაპარაკა მან.
- შენ ისედაც ყოველთვის პრობლემა იყავი. დაგეხმარებით, აქ რისთვის ვართ. - დაგაულაპარაკა მას თედომ.
გეგაც მალევე ჩამოხტა და აივანზე ჩამწკრივებული მოზრდილ ქოთნებში ჩარგული ბუჩქების უკან დავიმალეთ. სახლს ეზო წინა მხარეს ჰქონდა, ჩვენ გვერდით ვიყავით. იმ აივნის უკან კი, სადაც ჩვენ ვიმალებოდით, ტყე იყო.
ფანჯარას ავხედეთ და რამდენიმე წამში იქ ჯარჯი დავინახეთ, რომელიც ცოტა ხნით რაფას დაეყრდნო, სიგარეტს მოუკიდა და პირიდან კვამლი გამოუშვა. ბიჭი ფანჯარას მალე მოშორდა და დავინახეთ, როგორ დაეშვა ჩვენი ტანსაცმლით შექმნილი თოკი აივანზე. თედო წელში მოხრილი გაძვრა ბუჩქებიდან, თოკი აიღო და ჩვენთან დაბრუნდა. ნასკვები გავხსენით და სწარაფად ჩავიცვით ტანსაცმელი, აივნიდან გადავხტით და ერთხანს შევყოვნდით.
მზე ჩასული იყო და მალე სულ დაღამდებოდა. ჩვენ კი არც მობილური გვქონდა და არც ფანარი, რომ სიბნელეში გზა გაგვეკვლია. თედოს შარვლის მიყრუებულ ჯიბეში სანთებელა აღმოაჩნდა, მაგრამ ის დიდხანს არ გვეყოფოდა, ამიტომ სანამ მთლად დაბნელდებოდა, უნდა გვერბინა, რომ სახლს საკმაო მანძილით დავშორებოდით. თუმცა აქ პრობლემა იყო.
ტყის ზედაპირზე ბალახი არ იყო, ამიტომ სიარულის დროს თავისუფლად დარჩებოდა ნაკვალევი და როდესაც “ურო” ძებნას დაგვიწყებდა, ჩვენს კვალს სულ მარტივად დაადგებოდა. როგორმე კვალიც უნდა დაგვეფარა და მათთვისაც აგვერია თავგზა.
- ერთი წუთით. - თქვა გეგამ და დაფიქრდა. - უნდა გავიყოთ ცოტა ხნით.
- რატომ? - ვიკითხე მე.
- შეხედეთ! - ხელი წინ გაიშვირა მან. - ხედავთ აი იქ მსხვილი ხე რომ დგას?
თანხმობის ნიშნად ყველამ თავი დავუქნიეთ.
- როგორც აქედან ვხედავ, მაგ ხის იქით ტყის ზედაპირი ფოთლებითაა დაფარული. ახლა ჩვენ ნაკვალევის წაშლით დროს ვერ დავკარგავთ. თედო, შენ გვანცა და თეონა მარცხნივ წადით, მე და მეგი მარჯვნივ. როგორც კი ბალახი შეგხვდებათ, აქეთ გადმოუხვიეთ. ერთმანეთს იმ ხესთან შევხვდებით, შემდეგ კი პირდაპირ წავალთ. იმედია ეს ხერხი კვალის ასარევად საკმარისი იქნება. თეონა, სიარულს შეძლებ?
- გორილას ნაბიჯებს ვერ დავეწევი. რამდენიმე წუთი მჭირდება, რომ ფეხმა გამიაროს.
- მე წაგიყვან. - უთხრა თედომ და თეოსკენ გაიწია.
- იცოდე არ შემეხო. - დაუბღვირა გოგომ მას.
- ახლა ამის დრო არაა, ხომ ხედავ, რომ ახლა ერთადერთი შენი გამოსავალი მე ვარ. - თქვა ჩემმა ძმამ, თეონა ხელში აიტაცა და გვანცას ანიშნა, მომყევიო.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო? (9)
***
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ხესთან შევხვდით ერთმანეთს. თედო, გვანცა და თეონა ჩვენზე ადრე მისულან. თეონა ფეხს იზელდა და სირბილს შევძლებო, ამბობდა. ხო-და ჩვენც აღარ დაგვიყოვნებია.
რამდენადაც შეგვეძლო, იმდენად სწარაფად გავრბოდით. მალ-მალე ვიღლებოდით და ვისვენებდით, რადგან ყველა დასუსტებული ვიყავით. დიდხანს სირბილის შემდეგ თავბრუ გვესხმოდა და იძულებულნი ვიყავით გავჩერებულიყავით. დაახლოებით 5 კილომეტრი გავიარეთ და შემდეგ სირბილიც შევწყვიტეთ, რადგან დაღამდა და გზას მხოლოდ მთვარის ცუცტი შუქი გვინათებდა. რა თქმა უნდა წარმოდგენაც კი არ გვქონდა, სად მივდიოდით. ირგვლივ არაფერი მიგვანიშნებდა იმაზე, რომ ახლომახლო შეიძლებოდა გზისპირი ყოფილიყო. თუმცა გზაზე გასვლა ჯერ-ჯერობით სახიფათო იქნებოდა. “ურო” ალბათ საგულდაგულოდ შეამოწმებდა მთელ გზისპირს.
გაჩერებულებმა ჩვენს გარშემო გარემო მოვათვალიერეთ. ირგვლივ ბუჩქები იყო. ორ ხეს შორის კი წაქცეული ხე და სწორედ მასზე ჩამოვსხედით.
თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ალბათ სირბილმა მშიერი და დასუსტებული ორგანიზმი მთლიანად დაღალა და გულის რევის შეგრძნება მაწუხებდა. ტყეში ციოდა და ხის მორზე მობუზულნი ვისხედით. თეონა და გვანცა ერთმანეთს ეხუტებოდნენ, მე კი ჩემს ძმას და ჩუმად ვუთვალთვალებდი გეგას, რომელიც ჩვენგან განმარტოვებით იჯდა, ხელები მუხლებსა და მუცელს შუა მოექცია. ბნელოდა, თუმცა მთვარე ხეებს შორის ისე ჩამდგარიყო, რომ მისი შუქი გეგას ეცემოდა. სიბნელე კი ხელს მიწყობდა გაბედულად მეთვალიერებინა მისი ჩაფიქრებული, ლამაზი სახე.
გულის რევის შეგრძნება კი არ მასვენებდა. თვალებს ვხუჭავდი, ვცდილობდი იქნებ ჩამძინებოდა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
- როგორც ჩანს სიცივეში მოგვიწევს ღამის გათევა. - სიჩუმე დაარღვია გვანცამ.
- არ მითხრა, რომ ამას ხვალ დილით სიკვდილი გერჩივნა. - ჩაიფხუკუნა თეონამ. მისი ხმის ტემბრით მივხვდი, რომ გვანცაზე ჩახუტებულს სთვლემდა.
- არა, რა თქმა უნდა. ჩვენს თავისუფლებას მძღოლს უნდა ვუმადლოდეთ. - შედარებით ჩუმად თქვა გვანცამ ბოლო სიტყვები. გამეღიმა. - ხო, მართლა, აქედან რომ გავალთ მას რას უპირებ, გეგა?
- ჯარჯის შევპირდი, რომ მის ვინაობას საფლავში ჩავიტანდი, ასეც მოვიქცევი. - ჩაილაპარაკა პოლიციელმა. - არა მარტო იმიტომ, რომ დაგვეხმარა.
- მგონი ვიღაცას გულში გაუელვა: ნეტავ ჯარჯის სხვა სიტუაციაში შევხვედროდიო. - ჩავერიე მათ საუბარში საკმაოდ გამომწვევი წინადადებით. რეაქციამაც არ დააყოვნა.
- მგონი ფანჯრიდან ჩამოხტომისას, ფეხებით კი არა - თავით დაეცი, მეგი! - მომესმა გვანცას გაბრაზებული ხმა.
ყველას გაეცინა.
- მე კი ასე არ… - წინადადება ვეღარ დავასრულე, რადგან ყელში რაღაც მომაწვა. ჩემი ძმის მკერდიდან თავი ავიღე, მაშინვე წამოვხტი და მოშორებით ხესთან მივირბინე.
გული ამერია. საშინლად შემრცხვა. ყველა ადგილიდან წამოხტა და კითხვები მომაყარეს:
- მეგი, რა მოგივიდა?
- კარგად ხარ?
- დაგეხმარო?
- არ მოხვიდეთ და ნუ მიყურებთ! - ვთქვი მე, წელში მოხრილი ხეს მივეყრდენი და სულის მოთქმა დავიწყე. - ნუ მიყურებთ მეთქი!
გულის რევის შეგრძნებამ მაშინვე გადამიარა, წელში გავსწორდი და ხელები ხეს მოვხვიე.
- როგორ ხარ დაიკო? - მომიახლოვდა თედო.
- უკეთ. - ჩავილაპარაკე მე.
- შიმშილის ბრალია. - თქვა გეგამ. - ეს ღამე როგორმე გაილიოს და გათენდება თუ არა, რაიმე ხილს მოვძებნი, დარწმუნებული ვარ იქნება.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო? (9)
- მადლობ. - თავი დავიქნიე მე. - და ბოდიშით. მეზიზღება ჩემი თავი ამის გამო. - მათ მოვშორდი, რამდენიმე მეტრში ხის გვერდით ჩამოვჯექი და ხელები მოკეცილ მუხლებს მოვხვიე. თვალები დავხუჭე და თავი ხეს მივადე. მუცელი ამტკივდა, გული ამიჩქარდა და ძილი მომერია. ამ წუთას ვიგრძენი, როგორ გამომეცალა ძალა. გოგოებმა და თედომ იცოდნენ ჩემი ხასიათი და მარტო ყოფნაში ხელს არ მიშლიდნენ. გეგა კი რამდენიმე წუთის შემდეგ გვერდით მომიჯდა. ერთხანს ჩუმად ვისხედით, შემდეგ კი მითხრა:
- ასე ნუ იქევი მეგი. ხვალ ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს ეს. ახლა ერთმანეთი გვჭირდება. გპირდები, აქედან აუცილებლად გავაღწევთ, ჩემი ხომ გჯერა?
გავხედე. მართალია ბნელოდა და აღარც მთვარე უნათებდა სახეს, მაგრამ ის იმდენად ახლოს იყო, რომ მის მზერას ვგრძნობი.
- მჯერა. - ჩავჩურჩულე მე.
- ძალიან კარგი. ახლა დამშვიდდი. გპირდები ხვალ დილით აუცილებლად ვისაუზმებთ ხილით. - მითხრა მან, მხარზე ხელი დამადო და თითები ოდნავ მომიჭირა. მისმა საოცრად მშვიდმა და იმედისმომცემმა ხმამ დამამშვიდა და ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. შორიდან მგლის ყმუილი მოგვესმა.
***
პრობლემა ის იყო, რომ ყვლას ძალიან გვეძინებოდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ შედარებით მოსახერხებელი ხე ვიპოვეთ, ავძვერით და ვისხედით ბუებივით. ჩვენს სიტუაციაში მგლის დაფრთხობა მხოლოდ ცეცხლით შეგვეძლო, მაგრამ ახლა ცეცხლის დანთება “უროს” ხალხისთვის ჩვენი ადგილსამყოფელის კარნახის ტოლფასი იყო. ეს ღამე როგორმე უნდა გადაგვეგორებინა და მეორე დღეს შედარებით უსაფრთხო ადგილი მოგვენახა, თუ რა თქმა უნდა სამშვიდობოს ვერ გავიდოდით.
გეგამ და თედომ შარვლის ქამრები მოიხსნეს და ძილის განრიგი დავაწესეთ. პირველად თედო და გვანცა მიებვნენ ხის ტოტებს და დაახლოებით ოთხი საათი ეძინათ. შემდეგ კი ქამრებმა მე და თეონას გვაჩუქეს რამდენიმე საათიანი ძილი, თუ რა თქმა უნდა ამას ძილი ერქვა. გეგასაც ჩვენთან ერთად დაუძინია, მხოლოდ ქამრის გარეშე. ხის ორ ტოტზე, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ, კომფორტულად იყო მიყრდნობილი, ასე, რომ გადავარდნის შანსი არ ჰქონდა.
ღამე ტყეში ყოფნა საშინელება იყო. განსაკუთრებით კი ამ ტყეში, სადაც ცხოველები ბინადრობდნენ და იმის შიშით, რომ რომელიმე მათგანი თავის ეშვებს ჩაგვასობდა, თითს ვერ ვყოფდით ხიდან. განსაკუთრებით მოქმედებდა ნერვებზე ის ფაქტი, როდესაც სამარისებულ სიჩუმეში სადღაც ახლოს რაიმე რომ გაიფაჩუნებდა და მალევე მიწყნარდებოდა. რამდენჯერაც გავიგებდით მგლის ყმუილს, იმდენჯერ გვესმოდა გვანცას სიტყვები “სახლში მინდა”, და თეონას შენიშვნა “მოკეტე”.
გვანცა ჩვენზე ბრაზობდა, თითქოს რაიმეში ვყოფილიყავით დამნაშავენი, ამ საზარელ ხმას ასე მშვიდად როგორ უსმენთო. ერთხელაც გეგამ უთხრა:
- სიმართლე გითხრა ამის მოსმენას “Nightwish”-ის მოსმენა მირჩევნია, მაგრამ სხვა გზა რომ არ მაქვს რა ვქნა?
ახსენა თუ არა გეგამ ეს როკ-ჯგუფი, თეონა მაშინვე აღფრთოვანებამ აალაპარაკა. თურმე ჩვენი პოლიციელი გეგა როკის მოყვარული ყოფილა.
***
- მეგი! თედო! - ჩამესმა ძილ-ბურანში მყოფს ძახილი და თვალები გავახილე. ხის ტოტს, რომელსაც ვეხვეოდი, ხელები გავუშვი და ქვემოთ ჩავიხედე. - ჩამოდით, ისაუზმეთ.
დაბლა გეგა და გვანცა იდგნენ. მაისურები წინ წამოეწიათ და ქვემოდან გვიცქერდნენ.
- ეგ რა არის? - ჩასძახა მათ თეონამ თვალების ფშვნეტით.
- მანამ თქვენ გეძინათ, მე და გვანცამ ჟოლო და თხილი ვიპოვეთ. პანტაც ვნახეთ მაგრამ მკვახე იყო და არ წამოვიღეთ.
- პიცა ან სენდვიჩი არსად ესხა? - ჩაიბუტბუტა თეონამ, ქამარი შეიხსნა და დაბლა ჩახტა. მეც მას მივბაძე.
- არა. - გაეცინა გეგას. - სამაგიეროდ ტყეში ძალინ ბევრი სოკოა, მაგრამ სამწუხაროდ შხამიანის და საჭმელის ერთმანეთისგან გარჩევა არ ვიცი. თქვენ?
- გორილას ეცოდინება. - ჩაიფხუკუნა “მშირემა” და გვანცას მაისურიდან მუჭით თხილი ამოიღო. მე ჟოლო ვარჩიე და მოურიდებლად შევიყარე პირში. ისეთი ტკბილი და წვლიანი იყო, რომ ვეღარ ვჩერდებოდი.
- უკაცრავად, მაგრამ ზალიან მშია. - თავი ვიმართლე მე.
- ნუ გერიდება, მე და გვანცა უკვე საკმაოდ დავნაყრდით. - მითხრა გეგამ.
- მეც თუ დამიტოვებ რამეს დაიკო, მადლობელი დაგრჩები. - გადმომხედა თედომ და “ჩემი თეფშიდან” დაიწყო ჭამა.
საუზმე დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩვენი “სძინებელი” მალევე დავტოვეთ და გზა განვაგრძეთ.
საშინელება იყო ფოთლით დაფარულ ტყეში სიარული. ყველგან ნეშომპალას სუნი იდგა. გეგა ნატრობდა, ნეტავ იწვიმოს, თუ სადმე ჩენი კვალი არსებობს, ყველაფერი წაიშლებაო, მაგრამ მზე ისე აცხუნებდა და ცა ისეთი სუფთა იყო, რომ ამინდი სისველეს სულაც არ გვამცნობდა. გზადაგზა ხნადახან ჟოლოს ბუჩქები გვხვდებოდა და ჩვენც უარს არ ვამბობდით წახემსებაზე, მაგრამ წყურვილი ხუთივეს გვაწუხებდა და ეს იყო ჩვენი დიდი პრობლემა. ხშირად ვისვენებდით, რადგან ტყის ზედაპირი ძალიან უსწორმასწორო იყო და სიარული გვიჭირდა.
უკვე მოსაღამოვებული იყო, რომ ცა კიდევ ერთხელ შევისვენეთ.რამდენიმე წუთიც და ალბათ უკვე ახალი მოსახერხებელი ხის ძებნას შევუდგებოდით ღამის გასათევად.
ნეტავ კიდევ რამდენი ხნით მოგვიწევდა ტყეში ყოფნა? დავდიოდით და გზას ბოლო არ უჩანდა. ასე დიდხანს ვერ გავძლებდით. თხილი და ჟოლო ხშირად გვხვდებოდა, მაგრამ ჩვენს დასუსტებულ ორგანიზმს ეს არ ჰყოფნიდა. გარდა ამისა საშინლად გვწყუროდა და წყლის ნაკლებობდა საშინლად ფიქტავდა ჩვენს ორგანიზმს.
სირბილს დიდი ხნის წინ ვუკლეთ რადგან ჩქარა სიარულიც კი აღარ შეგვეძლო. თავს ძალას ვატანდით, რომ გვევლო და შესვენებისთვის ნაკლები დრო დაგვეთმო, მაგრამ ეს იშვიათად გამოგვდიოდა.
ძირს ჩამოვჯექი, თავი ხეს მივადე და თვალები დავხუჭე.
მხოლოდ ახლა დავუფიქრდი იმ ფაქტს, რომ სიკვდილს ერთ ნაბიჯზე გამოვასწარით. როცა ეს გავიაზრე, ტანში საშინლად გამცარა და სხეულზე ეკალმა დამაყარა. ორი კვირა ვცდილობდი შევგუებოდიბიმ აზრს, რომ შუბლში ტყვიას დამახლიდნენ და ჩემს გვამს ტყეში ცხოველების საჯიჯგნად მიაგდებდნენ. ყველაზე სულის შემძვრელი და აუტანელი კი ის იყო, რომ იგივე ელოდათ თედოს, გვანცას და თეონას. როდესაც ოთახში გამოკეტილი მათ სახეებს ვუყურებდი, ვამჩნევდი რა იმალებოდა მოჩვენებითი ოპტიმიზმის მიღმა და იმ წუთებში იმაზე მეტად მიყვარდა ისინი, ვიდრე მანამდე ვგრძნობდი ამას.
გეგა კი სულ სხვა შემთხვევა იყო. მისი იმედი მქონდა. შეიძლება დაუჯერებელი იყო, მაგრამ შემეძლო როგორც თედოსთვის, თეოსთვის ან გვანცასთვის, ისე მისთვისაც დამეთმო სიცოცხლე. ეს კი ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება იყო და რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას სერიოზული მიზეზიც უნდა ჰქონოდა. აი აქ კი მიჭირდა გარკვევა. გეგა მომწონდა. ხო, მე ის პირველივე დღესვე მომეწონა, მაშინ, როცა მის მანქანაში ვიჯექი და ვუსმენდი. ამაში ჩემს თავს მაშინვე გამოვუტყდი. მაგრამ ამჯერად გონებაში ბევრი რამე ირეოდა და დალაგება არც ისე მარტივი იყო.
მაოცებდა და მახარებდა ის, რომ გეგასგან სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდი, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემდამი ასეთი დამოკიდებულება სიტუაციიდან გამომდინარე არ ჰქონდა. გარდა ამისა, კარგად მახსოვდა მისი გადაკრული სიტყვები, ქცევები და გამოხედვები, რომლებიც მარწმუნებდა, რომ გეგას მოვწონდი. ეს მსიამოვნებდა. მიუხედავად ამისა, არ ვიცოდი რა მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ტყიდან გავაღწევდით.
უცბად სუსტი შრიალი მომესმა და თვალები გავახილე. ირგვლივ არავინ იყო. ნეტავ სად წავიდნენ მეთქი გავიფიქრე და მოშორებით ოთხივეს მოვკარი თვალი ერთ-ერთ ხესთან იდგნენ და ხის ტოტებს ათვალიერებდნენ. შრიალი ისევ განმეორდა. როგორც კი წამოვიწიე ასადგომად და ჩემებთან მისასვლელად, შემთხვევით ძირს დაყრილი ფოთლების მასას შევავლე თვალი და ადგილს მივეყინე.
ჩემს წინ, ორ მეტრში ნახევარი მეტრის სიგრძის გველი მოსრიალებდა. ხეს ავეკარი და ქვეწარმავალს მივაშტერდი. ჟანგისფერ ფოთლებზე მისი მოშავო-მონაცრისფრო ტყავი ლაპლატებდა. ჩვენს შორის საკმარისი მანძილი იყო იმისთვის, რომ გველისგან თავი დამეღწია, მაგრამ მისდამი აუტანელი შიშის გრძნობამ კუნთები გამითიშა. საერთოდაც ხომ ასეა - როდესაც საუკეთესო შანსი გაქვს გაქცევის, სწორედ მაშინ არ იძვრი ადგილიდან.
- გეგა! - დავიყვირე მთელი ხმით, მაგრამ ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემს ხმას არც ამოუღწევია პირიდან. თვალს ვერ ვაშორებდი საზარელ არსებას, რომელიც თანდათან მიახლოვდებოდა.
- გეგა! თედო! - ვიყვირე კიდევ ერთხელ. არც ამჯერად გამოქცეულა არავინ ჩემს დასახმარებლად. კი, მაგრამ ჩემი რატომ არ ესმოდათ? ჯანდაბა, რა სჭირდა ყველას?!
სხეული ამიკანკალდა და ვიგრძენი, როგორ დამიბუჟდა საფეთქლები. გველი დაახლოებით ერთ მეტრში იყო ჩემგან. ფოთლებიდან თავი მაღლა აეღო, მშვიდად მიცქერდა და საზიზღარ ენას ასისინებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მას ჩემი გულის თითოეული დარტყმა ესმოდა და მისი გამალებული ძგერით ერთობოდა.
ცოტაც და პანიკა შემიპყრობდა. თვალები მაგრად დავხუჭე. არ მინდოდა დამენახა, როდის მეცემოდა და როგორ ჩამარჭობდა თავის შხამიან ეშვებს სხეულში. არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვიყავი, უცბად თედოს ხმა ჩამესმა:
- მეგი, თვალები გაახილე, შემომხედე! - ამბობდა ის და თავზე მეფერებოდა.
- არა… არა… აღარ მინდა მისი დანახვა! - ვბუტბუტებდი მე.
- მეგი, თვალი გაახილე, ყველაფერი რიგზეა. - მითხრა თედომ მშვიდი ხმით და მეც ცოტა მოვდუნდი. თვალები ნელა გავახილე და ჩემს ძმას შევხედე. - კარგად ხარ? - მკითხა დამფრთხალმა.
- ჰო. - თავი დავუქნიე მე და იმ ადგილს გავხედე, საიდანაც ცოტა ხნის წინ გველი მიცქერდა. იქვე ახლოს გეგა ჩაცუცქულიყო და გამომწვევად იღიმოდა. როცა მზერა მისი ხელებისაკენ გადავიტანე, ისევ შევხტი და თედოს მივეკარი.
- ამის როგორ უნდა შეგეშინდეს? - იკითხა გეგამ ისე, თითქოს მხოლოდ თავის თავს ელაპარაკებაო და გველს დახედა, რომლის თავიც თითებში მოექცია ისე, რომ ქვეწარმავალს პირის გაღების საშუალება არ ჰქონდა. მისი დანარჩენი სხეული კი გეგას მკლავზე ოთხ რკალად იყო შემოხვეული. შორიდან შავ, მსხვილ პრუჟინას ჰგავდა.
- ღმერთო ჩემო, მოაშორე ეგ არსება აქედან გეგა! ისედაც თავბრუ მეხვევა და ერთხელაც რომ შევხედო, ალბათ ცუდად გავხდები. - სახე დამანჭა გვანცამ, მომიახლოვდა და წამოდგომაში დამეხმარა.
- რატომ? შეხედეთ როგორი საყვარელია. თან რა ლამაზი ფერია, რუხი და პრიალა. - ჩაიხითხითა პოლიციელმა და თავის ხელზე დახვეულ პრუჟინას მოეფერა. - მოდი, ხელი მოკიდე, საბრალო ანკარაა, შხამიანიც კი არაა.
- გეგა, ნერვებზე ნუ თამაშობ! - დაუბღვირა მას თეონამ.
- სულაც არა. ის რომ არა, ჩვენ ვერ გავიგებდით, რომ აქვე ახლოს წყალია. - თქვა ბიჭმა და წამოდგა.
- რაა?
- ხო, ანკარა წყლის გველია და ნესტიან ადგილებში ბინადრობს. ის, რომ ეს მომხიბვლელი და ბრძენი არსება აქ ვნახეთ, იმას ნიშნავს, რომ ახლო-მახლო წყალია. ასე, რომ ბოდიში მოუხადეთ შეურაცყოფისათვის და მადლობა უთხარით. - ისევ გაიცინა გეგამ.
- მადლობა. - ვთქვი მე, სანამ ვინმე რამეს იტყოდა. ამ საზიზღარი ქვეწარმავლის ყურება აღარ მინდოდა. - მაგრამ გეგა, გთხოვ, წაიყვანე აქედან.
გეგამ შემომხედა. მისმა მწვანე თვალებმა ალბათ ყველაფერი წაიკითხეს ჩემი გამომეტყველებიდან. თავი დამიქნია და მითხრა:
- კარგი, ნუ გეშინია. - და წავიდა.
არ ვიცი გეგამ რა მოუხერხა იმ წყეულს, რომლის გამოც ჯერ კიდევ დაზაფრული ვიყავი, როცა დაბრუნდა უკვე იმდენად იყო მოსაღამოვებული, რომ გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა და იქვე, იმ ხეზე დავიდეთ ბინა, რომელსაც ბიჭები ათვალიერებდნენ. არ ვიცოდი იმ ღამით საერთოდ მოვხუჭავდი თუ არა თვალს. გარანტია არ მქონდა, რომ ის საყვარელი არსება მარტო დასრიალებდა, სანამ არ დაიჭერდნენ. თუ ჩვენთან ახლოს წყალი იყო და ისიც აქ ბუდობდა, მაშინ წყალთან ახლოს მისნაირი კიდევ იქნებოდა
წყლის მოძებნა კი სიბნელის გამო მეორე დღისთვის გადავდეთ.
***
დავხუჭავდი თუ არა თვალს, მაშინვე ანკარა ჩნდებოდა და ჩემსკენ მოიწევდა. უკვე შუა ღამე იყო. ცვლა შეიცვალა და ახლა თეოსბ და თედოს ეძინაძთ. გვანცა კი თავისუფალი მოქალაქის როლს ირგებდა და არ მორიგეობდა. გეგამ მითხრა, თუ გინდა დარჩიო ხეზე და სცადე, იქნებ დაგეძინოსო, თვითონ კი დაბლა ჩავიდა და ხის ძირში დაჯდა.
ვცადე, მაგრამ შიში ვერაფრით დავძლიე, თითოეული თვალის დახუჭვისას მეჩვენებოდა, რომ ჩემს სხეულზე რაღაც ცივი და პრიალა დასრიალებდა. მაშინვე ვახელდი თვალს და გულში გველივით წყეულ იმ ბოშას ვლანძღავდი, რომელმაც გზაში შემაყოვნა და რომლის გამოც აღმოვჩნდი აქ. აი მისი ნაწირნასწარმეტყველები ბედნიერი მომავალი!
ხედან ჩუმად ჩამოვძვერი და გეგას მივუჯექი გვერდით. დაძინების ცდას ეს ბევრად მერჩივნა. არა-და თავს ძლივს ვაკონტროლებდი, ისე მეძინებოდა. ტყის უკუნ სიბნელეში მთვარის შუქი უმნიშვნელოდ აღწევდა, მაგრამ იმისთვის სრულიად საკმარისი იყო, რომ ბიჭის სილუეტი დამენახა. ირგვლივ საზარელი სიჩუმე იყო, რომელსაც ხანდახან შორიდან წამოსული მგლის ყმული არღვევდა.
- მშიშარა. - ჩაიჩურჩულა გეგამ.
გამეღიმა და მის სილუეტს უფრო დაკვირვებით შევხედე, რომ უკეთ გამერჩია ლამაზი ბაგეები, რომლებმაც საოცარი ხმით თქვეს ეს ერთი სიტყვა.
- ოფიდოფობია მჭირს. - ჩურჩულითვე ვუპასუხე მე.
- მივხვდი. გველს ისე უყურებდი, თითქოს ურჩხული ყოფილიყოს.
- თითქოს?! - შევიცხადე მე.
- როგორც ვიცი ფობიები განკურნებადია.
- ვითომ? - წარბები ავზიდე. - შენ არ გაქვს ფობია?
- კი, ცეცხლის მეშინია.
- მერე როგორ ფიქრობ, დაძლევადია შენი ფობია?
- მთავარია მონდომება და ალბათ დაძლევადია. ხომ დაინახე, რომ დამჭირდა არც კი დავფიქრდი, ისე მოვკიდე ცეცხლს ხელი.
- მაგრამ ისიც დავინახე, როგორი სახე გქონდა მაშინ. თანაც, მე არაფერში დამჭირდება გველისთვის ხელის მოკიდება. მე ვერასოდეს მოვახერხებ ამ ფობიის დაძლევას. - გადაჭრით ვთქვი. - კარგია, რომ ვერ მხედავ, ახლაც კი ხელები მიცახცახებს.
გავიგე როგორ ჩაეცინა და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ ჩვენი სუნთქვის ხმა არღვევდა. შემდეგ გეგა ჩემსკენ მობრუნდა. ძლივს შესამჩნევად დავინახე, როგორ ასწია ხელი და იმ წუთას ლოყაზე მისი თითების შეხება ვიგრძენი. ჩემს გულსაც სწორედ ეს უნდოდა, მაშინვე გამალებით აძგერდა.
- სინამდვილეში შენ არაფრის გეშინია, მეგი. - ჩაიჩურჩულა მან. მისი ხელი ლოყადან ჩამოცურდა, ყელს ჩამოუყვა და გულთან შეჩერდა. - ეს გულის ცემა, რომელსაც ახლა ჩემი თითები გრძნობენ შიშისგან არაა გამოწვეული. - თქვა მან. ჩემი თითები ხელებში მოიქცია და იმდენად ახლოს მოიწია, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი. - შენ ძალიან ძლიერი და გონიერი ხარ. ყველაფერი, რაც აქამდე შენს თავს ხდებოდა, ისე აიტანე, როგორც საჭირო იყო. მომწონდა ის, რომ ყველაფერს ცივი გონებით ნსჯიდი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვხედავდი რაც ხდებოდა სინამდვილეში შენს გულში. მტკიცე ხასიათი გაქვს და უგრძნობი, უგულო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, მაგრამ ვიცი, რომ საოცრად თბილი ხარ და დარწმუნებული ვარ დიდი სიყვარული შეგიძლია ყველას მიმართ, ვინც ამას იმსახურებს. ერთადერთი რისიც შენ შეიძლება გეშინოდეს, სწორედ მათი დაკარგვაა, ვინც გიყვარს. მინდა იცოდე, რომ სანამ აქ გზააბნეულები დავდივართ და სიკვდილს გავურბივართ, მე არ დავუშვებ, გესმის მეგი? მე არ დავუშვებ, რომ შენ ან ნებისმიერ ჩვენთაგანს რაიმე დაუშავდეს. შენ ხომ მენდობი მეგი? - მითხრა მან, მომაცქერდა და ხელები თითებზე ოდანავ მომიჭირა.
ვინ თქვა ბოშები ტყუიანო? (9)
რა მოხდა? არ ვიცი, მაგრამ დავმშვიდდი, ისე, თითქოს არც არასოდეს ვყოფილვარ აღელვებული და შეშინებული. აღარც ხელები მიცახცახებდა, მხოლოდ გული მიცემდა გამალებით, მაგრამ ამჯერად ეს სასიამოვნოც კი იყო. მისი ხელებიდან სითბო და დადებითი ენერგია გადმოდიოდა და ჩემს სხეულში დიდ ბუდეს იკეთებდა. არ ვიცი რა მომივიდა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე, თითები გავინთავისუფლე, გეგას მთელი ძალით მოვეხვიე და თვალები დავხუჭე. ბიჭმა ხელები მომხვია და თავზე მაკოცა. იმდენად მჭიდროდ ვიყავით მიკრულნი, რომ მკერდით მის გულის ფეთქვას ვგრძნობდი. ასეთი რამ არასოდეს გამიკეთებია. არ ვნანობდი, პირიქით, არ მინდოდა მისი გაშვება და ღონიერ მხრებს ვებღაუჭებოდი.
ჩემში რაღაც იცვლებოდა კატასტროფული სიჩქარით და ვცდილობდი გამერკვია რა იყო ეს.
თუ ორადორი კვირა საკმარისი იყო იმსთვის, რომ ჩემი ფიქრები დამეთმო იმ ადამიანისთვის, რომელსაც მხოლოდ 14 დღე იყო რაც ვიცნობდი… თუ ორი კვირა საკმარისი იყო იმისთვის, რომ მისდამი ნდობა გამჩენოდა და მისთვის სიცოცხლეც კი დამეთმო… თუ ეს დღეები საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემს თავში ცვლილებები აღმომეჩინა მის გამო… და თუ 14 დღე და ყოველივე ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩემს გულში სიყვარულს აეხილა თვალი, მაშინ შემეძლო მეთქვა, რომ მე გეგა მიყვარდა. ყოველ შემთხვევაში ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანმა ჩემში ის სიცარიელე შეასო, რომელსაც აქამდე განვიცდიდი.
მსიამოვნებდა ის, რომ არც გეგა მიშვებდა ხელებს… მაგრამ ოდნავ მოვდუნდი და დაბლა ჩავცურდი, თავის მის მკერდზე დავდე, მოვიკუნტე და როგორც პირველად, მძევლების ოთახში, ისე ვკითხე:
- შეიძლება? ძალიან მეძინება.
ბიჭს ჩაეცინა დ ამაშინდელივით მიპასუხა:
- რა თქმა უნდა, შეიძლება. - ხელები წელზე მომხვია და მიმიხუტა. თვალები დავხუჭე და მისი სუნთქვის რიტმს ავყევი, მაგრამ ღამემ და ძილის სურვილმა თავისი გაიტანეს და ალბათ მალევე ჩამეძინა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев