(6)
13-05-2013, 16:37. ავტორი: lullaby ***
საბარგულს, სადაც ექვსი მძევალი და სამი შეიარაღებული ბანდიტი ვიჯექით, მხოლოდ სახურავზე ამოჭრილი მომცრო ფანჯრიდან შემოსული დღის შუქი ანათებდა. ეს არც ისე საკმარისი იყო იმისთვის, რომ ნებისმიერი წვრილმანი გაგვერჩია და დაგვენახა. მძღოლის კაბინა გამოყოფილი იყო, მანქანის წინა ნაწილში მყოფ ორ ბანდიტს ვერ ვხედავდით.
გული გამალებით მისემდა და ჩემი პულსის რიტმზე დაჭრილი ბიჭის კვნესაც მოქმედებდა. გეგა კუთხეში იჯდა და მის სახეს ვერ ვხედავდი. მის გვერდით კი თედო და ორი ბანდიტი იჯდა, რომლებსაც უკვე ნიღბები მოეხსნათ, მესამე კი კარებს მიყრდნობოდა. გვანცა და თეონა ჩემს გვედრით ისხდნენ. ერთადერთი, რასაც ყველა ნათლად ხედავდა, დაჭრილი ბიჭის დასისხლიანებული მხარი იყო, რადგან სახურავიდან შემოსული სინათლე პირდაპირ მას ეცემოდა. ბიჭი იატაკზე უღონოდ ეგდო, ხელს მხარზე იჭერდა და ვერ მოძრაობდა. ფურგონში სისხლის გულისამრევი სუნი იდგა. ვეღარ მოვითმინე და ვთქვი:
- რამით დაეხმარეთ! ვერ ხედავთ, სისხლისგან იცლება!
- აუცილებლად დავეხმარებით, ცოტაც მოითმინე. - ჩაიცინა ერთ-ერთმა და იარაღი მუხლებზე დაიდო.
- პოლიციას ვერ გაექცევით. - ჩაილაპარაკა თედომ.
- უკვე დიდი ხანია გავექეცით. - ისევ გაიცინა იგივე კაცმა, რომელიც დაახლოებით 32 წლის იქნებოდა და რომელიც ზალიან ჰქავდა მის გვერდით მჯდომს. შემდეგ საზურგეზე დააბრახუნა და დაიყვირა: - სად ვართ?
- მალე ადგილზე ვიქნები! - უპასუხეს.
დაახლოებით ორმოცი წუთი სრულ სიჩუმეში ვიარეთ. გზა სწორი იყო. დაზაბული ატმოსფერო ყველაზე მოქმედებდა, განსაკუთრებით კი გვანცას ეტყობოდა. თეთრი ხელები მოკეცილ ფეხებზე შემოეხვია, ნიკაპი მუხლებში ჩაემალა და შეშინებული მალულად უყურებდა უცნობ ბიჭს, რომელიც საშინლად მებრალებოდა და მის დასახმარებლად ვერავინ ვერაფერს აკეთებდა.
მანქანა მთელი დროის მანძილზე საკმაოდ სწრაფად მიდიოდა.
- მოემზადეთ, ორ წუთში ჩავალთ!
კართან მჯდარმა კუთხიდან ჩანტა აიღო და იქიდან პატარა, სავი ტომრები ამოალაგა.
- მხოლოდ ოთხია. - თქვა და თვალი მოგვავლო. ტომრები თავისიანებს ესროლა, ერთი მათგანი კი თავისთვის დაიტოვა და თეონასკენ თავზე ჩამოსაცმევად გაიწია.
- შენს boyfriend-ს ჩამოაცვითავზე, შე ნეგავო! - გამოსცრა თეონამ, ხელი მთელი ზალით მოიქნია და რკინის ბეჭდებიანი მუშტი სახეში დაარტყა. კაცი წაბორძიკდა და რომ არ წაქცეულიყო, კარებს მიეყრდნო. სახეზე ხელი ჩამოისვა, “შე პატარა ძუკნაო” იყვირა და სილა გააწნა.
- შე ! - წამოიწია გაცოფებული თედო, მაგრამ მის მკერდს მაშინვე იარაღის ლულა მიებჯინა.
- გამოქომაგებას არ გირჩევ, მით უმეტეს, რომ ამის დრო საერთოდ არ გვაქვს! - უთხრა ლოყააწითლებულმა კაცმა ჩემს ძმას და ხელები ყველას ბაწრით შეგვიკრა. - ერთი ტომრის გარეშე რჩება, ერთს საერთოდ არ სჭირდება, ამიტომ ერთ-ერთს ცოტა ხნით ძილი მოუწევს. - ის ისევ ჩანტას დასწვდა და იქიდან პატარა ნაჭერი და რაღაც ბოთლი ამოიღო. მაშინვე მივხვდი რაც იყო. საბარგულში ნიშადურის მწვავე სუნი დადგა.
- რა საჭიროა ეს ყველაფერი, თქვენ ხომ მაინც არ აპირებთ ჩვენს ცოცხლად დატოვებას? - თქვა სახეშეკრულმა გეგამ.
- ჯერ-ჯერობით ცოცხლები გვჭირდებით. - ჩაილაპარაკა კაცმა და გოგოებს თვალი შეგვევლო. - მოდით, ვისაც ყველაზე მეტად ეშინია, ის დავაძინოთ.
გვანცამ მუხლებიდან თავი აიღო და კაცს დამფრთხალმა შეხედა.
- არა, არა გთხოვთ, არ გინდათ. - თავი გაიქნია მან და კედელს აეკრო. ჩვენ კი ვერაფერს გავხდით, რადგან თითოეული მოძრაობა იარაღის სხეულზე მოდიბით და მუქარით სრულდებოდა.
გვანცამ სულ სამი წამით გაუწია კაცს წინააღმდეგობა და სემდეგ გონება დაკარგა. შემშურდა კიდეც მისი. რამდენიმე საათით ყოველივე იმისგან, რაც წინ გველოდა, შორს იქნებოდა. მისთვის ასე სჯობდა. შემდეგ ტომრები ჩამოგვაცვეს თავებზე და რამდენიმე წამში ფურგონიც გაჩერდა. კარის საკეტის ხმა გაისმა და სხეულს გრილი ჰაერი ეცა. სათითაოდ ჩამოგვსხეს და ცოტა ხნით ერთ ადგილას გაგავაჩერეს. მოშორებით ფოთლების შრიალი ისმოდა, შემდეგ რამდენჯერმე მანქანის კარების დახურვის ხმა განმეორდა. მძარცველები რაღაცას ლაპარაკობდნენ, მაგრამ სიტყვები ჩვენამდე ვერ აღწევდა.
- რა ხდება? - ჩავიჩურჩულე მე.
- ტრანსპორტს ცვლიან. - მომესმა გეგას ხმა.
- ნეტავ დაჭრილს რას უპირებენ? იმედია წამოიყვანენ. - ჩაილაპარაკა თედომ და იმავე წამს იარაღის ორჯერ გასროლის ხმა გაისმა. შევხტი და შევკივლე.
- ღმერთო ჩემო თედო, მოკლეს! ის ბიჭი მოკლეს! - წამოვიყვირე მე და ავცახცახდი. ჩემს თვალწინ დღეს უკვე მესამე მკვლელობა მეტისმეტი იყო.
- ჩუმად! - მომესმა ხმა.
- ეს რატომ გააკეთეთ?! ხომ თქვით, რომ დაეხმარებოდით, რატომ მოკალით, რატომ?
- ხო-და დავეხმარე კიდეც. - თქვა იგივე ხმამ. ვიგრძენი, როგორ მომიახლოვდა,მხარში ხელი ჩამავლო და სადღაც წამათრია. - ტავი დახარე და ჩაჯექი. - მითხრა და მანქანაში ჩამსვა.
მთელი გზა არავის ხმა არ ამოუღია, არც ტომრები მოუხსნიათ თავებიდან ჩვენთვის. გვანცას ბედი ვიკითხე მხოლოდ და მითხრეს, რომ ჩემს ფეხებთან მშვიდად ეძინა. დაახლოებით ერთი საათი ვიარეთ. მანქანის ცაწეული ფანჯრებიდან გრილი ჰაერი შემოდიოდა და სხეულზე ცივ ეკალს მაყრიდა. ამ ერთი საათის შემდეგ სწორი გზა ქვა-ღორღილმა შეცვალა და მანქანამაც სიჩქარეს უკლო. ამ უსწორმასწორო გზაზეც დაახლოებით ერთი საათი ვიარეთ, შემდეგ კი მანქანა გაჩერდა და აქამდე ჩუმად მყოფი ბოხი ხმა მოგვესმა:
- ესეც ასე, მოვედით!
***
სიბნელიდან სინათლეზე თვალების გახელა პირველიე წამს ვერ მოვახერხე და დავხუჭე. როცა მხედველობა დღის შუქს შეეჩვია და თვალები თამამად გავახილე, მძევლები ერთ საშუალო ზომის ოთახში ვიყავით. იატაკზე ერთადერთი მატრასი ეგდო, ხელ-ფეხ შეკრული გვანცა მასზე იწვა და მშვიდად ეძინა. ჩვენ კი ხის იატაკზე ვისხედით. ხელები ზურგს უკან ბაწრებით გვქონდა დაბმული. ასე მეგონა, რომ ხელებიდან სისხლი მდიოდა, იმდენად მაწუხებდა ბაწარი. თეონა ჯერ კიდევ განრისხებული უცქერდა კაცს, რომელსაც დაარტყა და ხელები რომ თავისუფალი ჰქონოდა, დაუფიქრებლად გაიმეორებდა იგივეს.
ლოყაჩალურჯებულმა მძარცველმა ერთხანს გვათვალიერა,, შემდეგ ოთახი გადაამოწმა და გავიდა. კარს იქით თვალი მოვკარი იმ ორ ბანდიტს, ერთმანეთს რომ ჰგავდნენ და სიტყვებიც მომესმა - “კართან მე დავრჩები.”
ოთახში მარტო დარჩენილებმა ერთმანეთს გადავხედეთ. მატრასის მხრიდან კვნესა მოგვესმა და გვანცას შვხედე, წამოვდექი და გავნცას გვერდით ჩამოვჯექი.
- გვანცა, კარგად ხარ? - ვკითხე.
- არა. - მითხრა ჩაწყვეტილი ხმით და თვალები გაჭირვებით გაახილა. - სად ვართ?
- არ ვიცი, სადღაც სახლში. შეკრული ხარ, ტყუილად ცდილობ წამოდგომას.
- ჯანდაბა! - წამოიძახა მან და გვერდძე გადაბრუნდა. - რა ხდება ჩვენს თავს? ჩემები გადაირევიან.
- ყველა ინერვიულებს. ვიმედოვნოთ, რომ ცოცხლებს გაგვიშვებენ. - თქვა თედომ.
- არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ ამის იმედი ნუ გექნებათ. - ჩაილაპარაკა გეგამ.
ყველამ მას შევხედეთ.
- გაიცანით, ეს გეგაა. - ვთქვი მე და თავი გავიქნიე მისი გამოსვლით უკმაყოფილომ. ჩემებმა ახლა მე შემომხედეს.
- კი, მაგრამ, საიდან იცნობ? - დაასწრო კითხვა გვანცამ თედოს და თეონას.
- რომ გითხარი მანქანა დამეჯახათქო, არ დამიჯერე. სწორედ ეს იყო.
- კარგი, და რატომ გგონია, რომ ჩაგავაძაღლებენ? - უნდობლად შეხედა გეგას თეონამ.
- იმიტომ, რომ მათი სახეები ვნახეთ. გარდა ამისა, ვიცი ვინც არიან, მათ “საქმეს” ვიცნობ. მხოლოდ ერთი არ ვიცი ვინაა, ალბათ ახალია. ასე, რომ თუ ჩვენ არ ვცადეთ თავის დაღწევა, შეიძლება ჩვენს გვამებსაც ვერ მიაგნონ.
- რაა? - წამოწევა სცადა გვანცამ. - ბრმა ხარ? ოთახს შეხედე! ფანჯარაც კი არაა, რომ გარეთ გავიხედოთ.
- არა მგონია აქ დიდხანს გაგავაჩერონ.
- ხო პოლიციელო, “ბაითში” გადაგვიყვანენ შენი ხათრით. - აგდებულად თქვა თეონამ.
- დაახლოებით მაინც რომ ვიცოდეთ სად ვართ… - ჩაილაპარაკა თედომ.
- დარწმუნებული ვარ, ტყეში ვართ. სთხოვე შენს მეგობრებს და ხეებზე ხტუნვის საშუალებას მოგცემენ, გორილა. - სერიოზულად თქვა თეონამ.
- ახლა მაინც გააჩერე ენა! - დაუბღვირა მას ჩემმა ძმამ. - ნერვებზე ტამაშობ შეუფერებელ ადგილას!
- შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ!
- თქვენ რა, გადაირიეთ?! - წყობიდან გამოვიდა გვანცა. - ჯერ კიდევ ვერ ხვდებით მგონი სად ვართ და რა გველის. მანამ არ მორჩებით ამ უაზრო კამათს, სანამ იარაღს არ მოგადებენ შუბლზე?! გირჩევნიათ იმაზე იფიქროთ, როგორ დავაღწიოთ თავი სიკვდილს.
ეს არც ისე იოლი იყო, მით უმეტეს, რომ ხელებშეკრულნი ვისხედით. ოთახი მთლიანად ხის იყო. მგონი თეონა მართალი იყო და ჩვენ ტყეში ვიყავით. ეს ხის ოთახი კი ალბათ ქოხს ეკუთვნოდა, ქოხი კი - მეტყევეს.
რამდენიმე საათი გავიდა და გარეთ ალბათ დაღამდებოდა კიდეც. დედა, თეოს, გვანცას და გეგას ნათესავები კი გაიგებდნენ მომხდარს და ღმერთმა იცის, როგორ განიცდიდნენ. მათ ხომ არანაირი ინფორმაცია არ ექნებოდათ ჩვენს შესახებ, არც ცოცხლებზე და არც მკვდრებზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი, თუ ვერაფრით მოვახერხებდით გაქცევას, ჩვენს ცხედრებს აღმოაჩენდნენ სადმე და ოჯახებს ცივად აცნობებდნენ ამ ამბავს. თუმცა ისიც შესაძლებელი იყო მძარცველებს ჩვენი გვამები დაემარხათ. ასე სამუდამოდ დაკარგულებად ცავითვლებოდით და ჩვენი ამბავი, გარდა ოჯახებისა, ყველას მალევე მიავიწყდებოდა.
რატომღაც სულ ცუდზე ვფიქრობდი. მიჭირდა, მაგრამ, მერჩივნა წინასწარ შევგუებოდი იმას, რაც მელოდა. თუ მართლა ვერ გადავრჩებოდით ცოცხლები, არ დავუშვებდი მეყურებინა იმ ადამიანების სიკვდილი, რომლებთან ერთადაც ახლა ვიყავი გამოკეტილი ერთ პატარა ოთახში.
დავიღალე. მხრები, მკლავები და ზურგი მტკიოდა. თეონა გვანცას გვერდით მატრასზე მიწოლილიყო და მგონი სთვლემდა. თედო ჩემს გვერდით იატაკზე იჯდა, თავი მის მხარზე მედო და ჩუმად ვუთვალთვალებდი ოთახის მოპირდაპირე მხარეს, კართან მჯდარ გეგას, რომელსაც თავი კედელზე მიედო. სიჩუმეს ვუსმენდით. მისი დაძაბული, ჩაფიქრებული სახე იმედისმომცემად მეჩვენებოდა, მაგრამ მხოლოდ ამ ერთ ადამიანს რა შეეძლო გაეკეთებინა ჩვენმთვის და საკუთარი თავისთვის? მერე რა, რომ ის ჩვენზე მეტად გამოცდილი იყო?
ოთახის გარედან კარის დახურვის და რამდენიმე წამიანი დიალოგის ხმა მოგვესმა, რასაც ნაბიჯების ხმა მოჰყვა. გეგა გვერდით მიიჩოჩა. სწორედ მაშინ გაიღო კარი და ოთახში ის კაცი შემოვიდა, ბანკიდან ფურგონში მოლაპარაკეს რომ მოვკარი თვალი. ჭაღარაშერეული თმა და ცისფერი თვალები ფქონდა, მარცხენა ლოყაზე კი დაახლოებით სამი მილიმეტრის სიგრძის ნაიარევი. ხელში წყლის ბოთლები და შავი პარკი ეკავა.
- საღამომშვიდობისათ, სტუმრებო! - გაგვიღიმა მან და ნივთები იატაკზე დააწყო. - იმედია კომფორტულად მოეწყვეთ. - თქვა და გეგას შეხედა.
- საღამომშვიდობისა “ურო”! - ქვემოდან ახედა პოლიციელმა შემოსულს.
- როგორც ჩანს აქ ვიღაცა მიცნობს. - შუბლი შეკრა მან.
- ყოველ შემთხვევაში ვიცი, ბაქოში ორი წლის წინანდელი და ბათუმში ერთი წლის წინანდელი ბანკის გაძარცვის და ციხიდან გაქცევის გამო რომ იძებნები.
- მე ეს არ მაწუხებს, მით უმეტეს, რომ მალე საქართველოდან საერთოდ წავალ. წინ დიდი მომავალი მაქვს, მსოფილოს ბანკები მელიან. - ჩაიცინა კაცმა. - ეს წყალი და ვაშლია. ორი დღე უნდა იმყოფინოთ. - თქვა მან.
- ხელებს გაგვიხსნი, თუ უნდა ვუყუროთ და ნერწყვი ვყლაპოთ? - იკითხა თეონამ და შავად შეღებილი თვალები ნაიარევიანს დაუბრიალა.
- რა თქმა უნდა. - კაცმა ჩამოიარა და დანით ბაწარი გადაჭრა. - იმედია უკვე ნმიხვდით, რომ ერთი ადამიანით მეტი სიკვდილი ჩემს სულს არ დაამძიმებს, ასე, რომ ჭკვიანად ყოფნას გირჩევთ. - თქვა მან და გავიდა.
მკლავები მოვისრისე, წყლის ბოთლები ავიღე და თეონას და გვანცას მივუტანე. პარკში დიდი, წითელი ვაშლები ეწყო. ერთი ავიღე და ჩავკბიჩე.
- ესე იგი მათ იცნობ? - ვკითხე გეგას, რომელიც ჩემს მოძრაობებს ადევნებდა თვალს.
- მსმენია მათზე. - თქვა მან. - მათი ბანდა დიდი ხნის წინ შეიქმნა. ადრე ექვსნი იყვნენ. ორი მათგანი ბაქოში ბანკის ძარცვის დროს დაიღუპა. დღესკი, როგორც დავინახე ხუთნი არიან, ალბათ ერთი დაიმატეს. - ამოიოხრა მან. – “უროს” სინამდვილეში მამუკა სალია ჰქვია. ორჯერ იჯდა ციხეში. პირველად 19 წლისა - მაღაზიიდან პროდუქტის მოპარვისთვის. მეორედ 30 წლისა,მკვლელობისთვის. დღესდღეობით კი როგორც ხედავთ დიდი ბიზნესი აქვთ.
- დანარჩენები? - ჰკითხა თედომ.
- ერთი მათგანი, თეონამ რომ უთავაზა სახეში, ციხეში პირველად ჯდომისას გაიცნო, სოსო ჰქვია. ორნი კი ძები არიან. მათი სახელები არ ვიცი, ისე კი ტყუპებს ეძახიან. მეხუთეს კი არ ვიცნობ, როგორც ვთქვი ალბათ ახალია.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა.
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი თავს ასეთ სიტუაციაში. - თავი გაიქნია გვანცამ და კედელს მიეყრდნო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев