(5)
7-05-2013, 13:55. ავტორი: lullaby ერთ-ერთი მათგანი მეცა, თავისკენ მიმათრია და კისერზე იარაღი მომადო. დამფრთხალმა თეონამ არ იცოდა რა მოემოქმედებინა და ინსტიქტურად ხელში მწვდა, მაგრამ სხვა ბანდიტი ეცა და იატაკზე დაოლა აიძულა. ორმა მათგანმა ბანკში განთავსებულ სხვა კაბინეტებს მიაშურა, რამდენიმე წამში იქ მომუშავე პერსონალი თავზეხელებშეწყობილი გამოიყავან და მუხლებზე დააყენა. ის ნიღბიანი კი, რომელსაც მე ვყავდი, იმდენად მაგრად მიჭერდა, რომ ტკივილისგან სუნთქვა შემეკვრა. იყვირა თუ არა კაცმა, შავებში ჩაცმული იარაღმომარჯვებულნი ოთახში გაიფანტნენ და ხალხი აიძულეს იატაკზე დაწოლილიყვნენ. გვანცამ ისტერიული კივილი მორთო, გამოგნებული თეონა მის დაწყნარებას ცდილობდა, თედომ კი გამოიწია თუ არა ჩემსკენ, ჩემს ტავზე მოდებულმა იარაღის ლულამ მაშინვე მისკენ გადაინაცვლა.
- შესვენების საათს ვაცხადებ! - ხმამაღლა თქვა ერთ-ერთმა და სალაროზე ჩანთები დააწყვეს. - აბა ლამაზებო, - მიმართა სამუშაო სკამებზე მიყინოლ თანამშრომელ გოგონებს კაცმა, რომელსაც ცალ ხელში ვყავდი მომწყვდეული. - თქვენი ბანკიდან უვადო სესხის გატანას ვაპირებ. ფულის დათვლა საჭირო არ არის, აი, ამ ჩანთაში ჩააწყვეთ.
გოგონები არც კი დაფიქრებულან, ისე დაიწყეს სალაროებიდან ფულის გამოღება. თვალი ლამაზთვალება მარიამისკენ გავაპარე და დავინახე, როგორ ჩააცურა ხელი დახლის ქვეშ. მივხვდი, ის საგანგაშო ღილაკს ეძებდა და ცოტაოდენი სიმშვიდე ვიგრძენი, მაგრამ სულ ტყუილად.
- წასულია შენი საქმე! - იყვირა კაცმა და იმავე წამს ავტომატის რამდენჯერმე გასროლის და დამცავი შუშის მსხვრევის ხმა გაისმა. გოგონას სხეული კი უღონოდ დაეცა იატაკზე. სროლას ხალხის კივილის ხმაც მოჰყვა. კარის მხრიდან ჩუმი ქვითინს ხმაც ისმოდა. ოთახი შიშმა მოიცვა.
გვანცას, თეონას და თედოს ვერ ვხედავდი, მათგან ზურგით ვიდექი, მაგრამ წარმომედგინა რას გრძნობდა ახლა თითოეული მათგანი. რით დამთავრდებოდა ყოველივე ეს? მართალია მსხვრპლი უკვე იყო, თანაც ასეთი ახალგაზრდა და ლამაზი, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებდი, რომ ეს ბანდიტები მეტს არარავის შეიწირავდნენ, ფულს აიღებდნენ და გაქრებოდნენ.
- თქვენი საქმე გააგრძელეთ! - უბრძანა თანამშრომლის სიკვდილის გამო ატირებულ მოლარეებს ერთ-ერთმა მათგანმა და ჩემს უკან მდგარს შეხედა: - როგორ გგონია, მოასწრო პოლიციის გამოძახება?
- მგონია კი არა, მოასწრო და დროზე უნდა დავახვიოთ აქედან! ღილაკზე თითის დაჭერას სულ ერთი წამი სჭირდება.
ღმერთო ჩემო, ახლა რომ პოლიცია გამოჩნდეს, ესენი მძევლებს აიყვანენ!
- შეიძლება მეც იატაკზე დავწვე? - ვიკითხე სრულიად შეუფერებელ დროს და ჩემს მეგობრებს გავხედე. მძარცველებისგან შორს ყოფნა მინდოდა, სულაც არ ვნატრობდი მძევლობას.
- ახლა შეიძლება, მაგრამ თუ საჭირო გახდება ჩემი ჯავშანჟილეტი იქნები. - მითხრა კაცმა, ხელი გამიშვა, იარაღით მიბიძგა და თვალი არ მომაშორა მანამ, სანამ თედოს გვერდით, იატაკზე არ დავწექი. თედომ ხელი ჩამჭიდა და მაგრად მომიჭირა.
- რა მოხდება ნეტავ? - ჩავჩურჩულე მას.
- პოლიციას უნდა დაველოდოთ, ჩვენ ვერაფერს გავხდებით. მთავარია არ გაღიზიანდნენ, რომ ხალხს არაფერი დაუშავონ. - ჩურჩულითვე მიპასუხა მან.
- ღმერთო ჩემო თედო, იცინი ცივსისხლიანები არიან. ისე ესროლა იმ გოგოს არც კი დაფიქრებულა, ხელიც არ აჰკანკალებია.
- დამშვიდდი, არ დავუშვებ რამე დაგისავდეს! - მითხრა თედომ. მისმა სიტყვებმა გული შემიკუმშა.
გოგოებს გავხედე. გვანცას სახეზე ეწერა, რომ ისტერიული შიში სტანჯავდა, მაგრამ თავის შეკავებას ცდილობდა და გარეგნულად მაინცდამაინც არ იმჩნევდა. თეონაც ღელავდა, მაგრამ მის შავად შეღბილ ნაცრისფერ თვალებში მაინც იმედი ენთო.
მოლარე გოგონებს გავხედე, რომლებიც სწრაფად ყრიდნენ მსხვილ კუპიურებს სპორტულ ჩანთებში და თან ღაწვებზე ცრემლები სდიოდათ.
***
რამდენიმე წუთში პოლიციის მანქანების სირენების ხმა გაისმა. ოთახში ხალხი აჩოჩქოლდა და იმ წუთას გაისმა “ხელმძღვანელის” ღრიალი:
- წყნარად!
ცოტა ხანში კი გარედან მოგვესმა მეგაფონში ნათქვამი კატეგორიული სიტყვები:
- დაყარეთ იარაღი და ჩაგვბარდით! აქედან გაღწევის შანსი არ გაქვთ!
- თვითონ არ ეცინებათ ამ სიტყვებს რომ ამბობენ? - თქვა ერთმა და სიცილით თავი გაიქნია. - როგორ გავაგებინო ამ გულად სამართალდამცველებს, რომ იარაღის დაყრას და დანებებას არ ვაპირებ? - მიმართა ამჯერად კითხვით ხალხს. არავის ხმა არ ამოუღია. - სწორია, მათთან ლაპარაკი სრული უაზრობაა. რა ხდება მანდ?
- მორჩა. - თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, ოთხი მოზრდილი სპორტული ჩანთა შეკრა და დანარჩენ სამს მისცა. ფულით სავსე ჩანთები ზურგზე მოიგდეს და ერთმანეთს გადახედეს.
- ვიმეორებ! - კიდევ ერთხელ გავიგეთ მეგაფონის ხმა. - იარაღი დაყარეთ და ჩაგვბარდით! რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაგვიწევთ, მით უფრო დაზარალდებით!
ერთხანს გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა. გულმა საჩინლად იწყო აჩქარება. ყველა ელოდა, რა მოხდებოდა, ამავდროულად ყველა დარწმუნებული იყო, რომ მძარცველები დანებებას არ აპირებდნენ. უმოქმედობა კი ყველას ნებისყოფაზე მოქმედებდა. სიჩუმეში ნიღბიანის ბოხი ხმა გაისმა:
- დროა მძევლები ავიყვანოთ და აქედან დავახვიოთ
ტანზე ცივმა ეკალმა დამაყარა. შავებში ჩაცმულებს თვალი მოვაცილე და ჩემებს შევხედე.
- მოიცადე, უნდა დავფიქრდეთ. - შეაჩერა ის თანამზრახველმა. - კარგად არიან შეიარაღებულნი. გაიხედე: იქით, იქით და კიდევ აგერ, იქით, სნაიპერები ყავთ. გასვლა და ფურგონამდე მისვლა იოლი არ იქნება.
- სწორედ ამიტომაა საჭირო მძევლები და კიდევ ერთი ჭკუის სასწავლებელი გასროლა.
იმწუთას ოთახში ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყველამ იქით გაიხედა, საიდანაც ხმა მოდიოდა. ბოროტმოქმედმა მძიმე ნაბიჯები გადადგა და ტელეფონი აიღო:
- ყურადღებით გისმენთ! - ცინიკურად თქვა მან.
როგორც მისი საუბრიდან მივხვდი, გარედან პოლიცია რეკავდა. რამდენიმე წამით მოსაუბრეს ლაპარაკი აცადა. შემდეგ კი თქვა:
- გირჩევნიათ თავად დაყაროთ იარაღი და აორთქლდეთ აქედან. იცოდეთ, ამისთვის ნახევარ საათს გაძლევთ. თუ ნახევარი საათის შემდეგ ქუჩაში, ბანკთან ახლოს ერთ ლურჯფორმიანს, ან სახურავზე ერთ სნაიპერს მაინც შევნიშნავ, კარგად უსმინე… - თქვა მან, იარაღი ჩემგან ოდნავ მოშორებით მუხლებზე მდგარ შუახნის კაცს დაუმიზნა და ესროლა. კაცმა გულზე იატაცა ხელი და იატაკზე უსულოდ დავარდა. შევხტი და თედოს ხელი მოვუჭირე. ყელში რაღაც გამეჩხირა, თვალები ამიწ*ლიანდა. გასროლას კიდევ ერთხელ მოჰყვა ქალების კივილის ხმა. - აი ეს ხმა კიდევ ერთხელ, ორჯერს, სამჯერ ან რამდენჯერაც მომინდება, იმდენჯერ განმეორდება. წამზომი ჩაირთო! - იყვირა მან, ყურმილი დაკიდა და მაჯაზე საათს დახედა.
***
ეს იყო ყველაზე დაძაბული ნახევარი საათი ჩემს ცხოვრებაში. ახლა მხოლოდ ჩემს თავზე არ ვფიქრობდი: გვერდით მყავდა ის სამი ადამიანი, რომლებითაც ვსუნთქავდი და იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ მათ რამე დაუსავდებოდათ. ახლა ერთადერთი გამოსავალი მძარცველების სურვილის შესრულება იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, პოლიცია ყველაფერს მოიმოქმედებდა ამის გარდა.
ჩანთები ყველას მოეხსნათ და იატაკზე დაეყარათ. ბანკის მოგრძო, გრილ ოთახში “ხელმძღვანელი” გამძვინვარებული დააბიჯებდა და იგინებოდა. ნახევარ საათს 2-3 წუთი იყო გადაცილებული და ის იარაღს ამზადებდა კიდევ ერთი გასროლისთვის, რომ ტელეფონმა ისევ დარეკა. ნიღბიანმა უპასუხა და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ თქვა:
- კარგი, მაგრამ ჭკვიანად! - და სანამ ყურმილს დაკიდებდა, დაამატა: - თუ ჩემს მძღოლს რამე მოუვა, ჩათვალე, რომ მთელი ბანკი გვამებით აივსება. იცი, რომ არ ვხუმრობ.
ტელეფონის გათიშვის შემდეგ ხალხისკენ მობრუნდა და განაცხადა:
- ჰგონიათ, რომ ჩემთან შეთანხმებას მიაღწევენ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ პოლიციელის მძევლობა,ჩემი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. - ჩაიცინა მან, თავი გაიქნია და სავარძლის სახელურზე ნახევრად ჩამოჯდა.
ღმერთო ჩემო, ესე იგი შანსი არაა, რომ ამ ძარცვამ მშვიდობით ჩაიაროს. მძევალი გარდაუვალია. ბანკში მყოფ რომელიმე ჩვენგანს და იმ პოლიციელს, რომელიც აქ მოდის მოსალაპარაკებლად, ეს საშინელება არ ასცდება. როგორც ჩანს მძარცველებისთვის აზრი არ აქვს, რა წიანადადებას შესთავაზებს პოლიცია მათ, მაგრამ ეს წინადადება ხომ შეიოძლება იმდენად სარფიანი აღმოჩნდეს მათთვის, რომ მძევლების აყვანა გადაიფიქრონ?
პოლიციელის მოლოდინში კიდევ ერთხელ შევათვალიერე შეშინებული ხალხი, ჩამსხვრეული სალარო, რომლის მიღმაც ჯერ კიდევ თბილი, მაგრამ უსულო ახალგაზრდა სხეული ეგდო ცივ, შუშის ნამსხვრევებით სავსე იატაკზე. დანარჩენი მოლარე გოგონები მთავარ ოთახში გამოეყვანათ. მათ ჯერ კიდევ ცრემლებით უსველდებოდათ ლოყები. საცოდაობა იყო მათთვის ცქერა. ნიღბიანები კი ცივად დააბიჯებდნენ ოთახში და რატომღაც არ ეტყობოდათ, რომ ღელავდნენ. აშკარად პროფესიონალები იყვნენ ამ საქმის და იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. თედოს და გოგოებს გადავხედე და ვუჩურჩულე:
- იმედია პოლიცია რამეს გააწყობს.
- იმედია. - სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა გვანცამ.
- დამშვიდდით გოგოებო. ყველაფერი კარგად იქნება. - თქვა თედომ. ნეტავ თავად რამდენად სჯეროდა საკუთარი სიტყვების?
გარედან, სადაც პოლიციის მანქანები შეგროვებულიყვნენ, ხმაური მოგვესმა. რამდენიმე ადამიანი ხმამაღლა კამათობდა, მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია ამისთვის, რადგან ნიღბიანის დივანიდან წამოდგომამ მზერა ინსტიქტურად მასზე გადამატანინა. შემდეგ მის ნაბიჯებს გავაყოლე თვალი და შუშის კარს შევხედე, რომლის მიღმაც ნაცნობი სილუეტი ხელებაწეული იდგა და ელოდა, როდის მისცემდნენ ბანკში შესვლის უფლებას.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев