თუთიყუშებში 372 სახეობაა გაერთიანებული, რომელთა სამშობლო ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებია.
სხეულის სიგრძე 9,5 სმ-იდან 1 მ-მდე მერყეობს, წონა 10 გ-იდან 1 კგ-ზე მეტი.
გარეგნულად: ძირითადად საკმაოდ მკვეთრი შეფერილობა, აქვთ კაუჭისებრი მასიური ნისკარტი, მოღუნულბრჭყალებიანი ღონიერი ფეხები და გრძელი ფრთები.
თუთიყუშების სამ ოჯახად ყოფენ:
“ნამდვილი” თუთიყუშები
თუთიყუშების ყველაზე დიდი ოჯახია და დაახლოებით 330-მდე სახეობას მოიცავს. მათ შორისაა: არა, ამაზონის თუთიყუში, ტალღოვანი, მოსიყვარულეები, ყელსაბმიანი თუთიყუშები, აფრიკულირუხი თუთიყუში (ჟაკო) და ა.შ.
გავრცელების არეალი: სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, აფრიკა და აზია.
კაკადუსებრნი
მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია თავზე ქოჩორი. კაკადუსებრთა წარმომადგენლები, “ნამდვილი” თუთიყუშებისაგან განსხვავებით ფერთა ზედმეტი სიჭრელით არ გამოირჩევიან.გავრცელების არეალი: ავსტრალია, ფილიპინები და ინდონეზია.
ახალი ზელანდიის თუთიყუშები
ეს თუთიყუშები ახალი ზელანდიისათვის ენდემური სახეობებია.
ახალი ზელანდიის თუთიყუშები კიდევ ორ ქვესახეობად იყოფიან.
1. Nestoridae – რომელთაც მიეკუთვნება კეა და კაკას რამოდენიმე სახეობა.
2. Strigopidae -ს წარმომადგენელი კაკაპოა. ყველასათვის ცნობილი როგორც ერთადერთი თუთიყუში, რომელიც არ დაფრინავს. კაკაპო დღესდღეობით გადაშენების პირასაა.
მაღალი ინტელექტის და ლაპარაკის უნარის გამო თუთიყუში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრინველია, რომელიც სახლის პირობებში ჰყავთ. სათანადო ყურადღების შემთხვევაში მათი გაწვრთნა და სხვადასხვა ილეთების შესწავლაც შეიძლება. ისინი ახლო კონტაქტში შემოდიან ადამიანთან და მათი დამეგობრება არც თუ ისე ძნელია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев