არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე
,,კატის ნაკაწრის” დაავადება - (კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი, არაბაქტერიული რეგიონალური ლიმფადენიტი) – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც წარმოიქმნება დაინფიცირებულ კატებთან კონტაქტის დროს – კბენის, გაკაწვრის, დანერწყვის დროს. ხასიათდება ცხლებით, რეგიონალური ლიმფადენიტით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ზოგჯერ პირველადი ეფექტითა და ეგზანთემით.
,,კატის ნაკაწრის” დაავადება – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევი მიეკუთვნება ქლამიდიებს; ანტიგენური თვისებებით ახლოსაა ორნიტოზის გამოწვევთან. ინფიცირებული კატები ჯანმრთელები რჩებიან.
,,კატის ნაკაწრის” დაავადება – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-დან 60 დღემდე (ხშირად 2-3 კვირა). დაავადება შესაძლოა დაიწყოს მცირე ზომის წყლულის ან პუსტულის გაჩენით ნაკაწრის (ნაკბენის) ადგილზე, საერთო მდგომარეობა რჩება დამაკმაყოფილებელი. დასნებოვნებიდან 15-30 დღის შემდეგ ვლინდება რეგიონალური ლიმფადენიტი – დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშანი. ხშირად დიდდება იღლიისქვეშა, იდაყვის, კისრის, იშვიათად სხვა ლიმფური კვანძები. ისინი აღწევენ 3-5 სმ-ს, მტკივნეულია პალპაციით, შეკავშირებული არიან გარემომცველ ქსოვილებთან. კვანძები შემთხვევათა 50%-ში ჩირქდება, მოყვითალო-მომწვანო ფერის სქელი ჩირქით. ერთდროულად ვლინდება საერთო ინტოქსიკაცია, ცხელება, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. ლიმფადენიტი შესაძლებელია შენარჩუნდეს რამდენიმე თვის განმავლობაში.
,,კატის ნაკაწრის” დაავადება – დიაგნოზს ადასტურებს კომპლემენტის შებოჭვის დადებითი რეაქცია ორნიტოზულ ანტიგენთან, თუმცა მრავალ ავადმყოფთან ეს რეაქცია რჩება უარყოფითი.
,,კატის ნაკაწრის” დაავადება – მკურნალობა.პრედნიზოლონი 20-30 მგ/დღეში 7-10 დღის განმავლობაში. დაჩირქების შემთხვევაში – პუნქცია ჩირქის ამოტუმბვით. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
გაფრთხილება
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
ინფექციური დაავადებები
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев