კატების მეშვეობით მკურნალობას ჰიპოკრატეც კი მოიხსენიებდა. თანამედროვე მედიცინა ამგვარ მეთოდებს დიდხანს უყურებდა სკეპტიკურად, თუმცა, ლონდონის სამკურნალო მეთოდების ზეგავლენის ინსტიტუტში მომხდარმა უჩვეულმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა.ლაბორატორიაში ექსპერიმენტის ჩატარების დროს კატა, სახელად მარტა შევიდა. დაბალი სიხშირის დენის გენერატორების ყველა სენსორმა მაქსიმალური მონაცემი უჩვენა. თავიდან მეცნიერებს ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევა ეგონათ. მაგრამ ამგვარი სცენა მეორდებოდა ყოველთვის, როდესაც ცხოველი ლაბორატორიაში იმყოფებოდა. სპეციალისტებმა კატის ელექტრომაგნიტური ველის გაზომვა გადაწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ მარტა ყველაზე ძვირადღირებულ გენერატორზე ძლიერ ველს გამოიმუშავებდა.როგორც ჩანს, კატებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ ხუთამდე დაბალსიხშირიანი გენერატორი, რომლის დახმარებითაც მკურნალობენ ანთებებს, აჩქარებენ ჭრილობების შეხორცებას და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას.სამკურნალო აღმოჩნდა კატების კრუტუნის ხმაც, რომელიც ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. ამ შინაური ცხოველის გამოცემული ბგერების დიაპაზონი კი, თურმე, ძვლებს ამაგრებს. ე. წ. ფელინოთერაპია ამჟამად ოსტეოპოროზის პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოიყენება. ბერლინის გერონტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა კი დაადგინეს, რომ კატების პატრონები სხვებთან შედარებით 10 წლით მეტხანს ცოცხლობენ.მკვლევარები დარწმუნდნენ, რომ ამ ცხოველების სამკურნალო თვისებები მათ ენერგეტიკას უკავშირდება. კატებს ძალიან მოსწონთ მაცივრებზე, ტელევიზორებსა თუ პერსონალურ კომპიუტერებზე წამოწოლა. ეს ხელსაწყოები კი უარყოფით ელექტრომაგნიტურ რხევებს გამოასხივებს. რაც უფრო მაღალია რხევის ამპლიტუდა, მით უფრო სიამოვნებს ის კატებს, რადგან მათ ენერგეტიკულ სისტემას სწორედ უარყოფითი გამოსხივება სჭირდება.ამგვარი გამოსხივება ადამიანის ორგანიზმის იმ ადგილში ჩნდება, სადაც პათოლოგიური პროცესები ვითარდება. კატები ხშირად აწვებიან პატრონს მტკივან ადგილზე და მათთვის სასურველი ენერგიით “იკვებებიან”. - See more at: http://newsday.ge/index.php?newsid=459#sthash.cRKJ3lxu.dpuf კატები პატრონებს სიცოცხლეს 10 წლით უხანგრძლივებენ » NewsDay.ge - საინფორმაციო სააგენტო
კატების მეშვეობით მკურნალობას ჰიპოკრატეც კი მოიხსენიებდა. თანამედროვე მედიცინა ამგვარ მეთოდებს დიდხანს უყურებდა სკეპტიკურად, თუმცა, ლონდონის სამკურნალო მეთოდების ზეგავლენის ინსტიტუტში მომხდა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев