დღევანდელ სამყაროში შინაური ცხოველებისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი რამის ყიდვა სახლიდან დაწყებული აქსესუარებით დამთავრებული. თუ თქვენ აპირებთ შეიძინოთ მყუდრო ადგილი თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის გაითვალისწინეთ რჩევები რომლებსაც მე მოგცემთ.
პირველ რიგში ძაღლს უნდა აწყობდეს ის სახლი რომელშიც უნდა იცხოვროს. მისთვის მნიშვნელოვანია ჭილობი იყოს რბილი და ნატურალური მასალებისგან დამზადებული. მას უნდა ქონდეს საკმარისი ადგილი იმისათვის რომ კომფორტულად დაწვეს. საჭიროა ხარისხიანი სახურავი და კედლები იმისათვის რომ ის მარტო დარჩეს როდესაც ეს მოუნდება.
სახლის ფორმა ცხოველის საყვარელი პოზის მიხედვით უნდა დადგინდეს. თუ ის მოკუნტულ პოზაში იძინებს მას კვადრატის ფორმის სახლი შეეფერება. თუ ის ჩვეულებრივად წევს მართკუთხედის ფორმის სახლი ჯობია.
სახლის კარკასი დამზადებული უნდა იყოს შემდეგი მასალისგან: ხე, სქელი მუყაო, დაპრესილი ნახერხისგან დამზადებული დაფა, პლასტმასი. კედლებს არ უნდა ქონდეს ბეწვიანი და ფუმფულა გადასაკრავი. მითუმეტეს თუ ძაღლს დიდი ბეწვი აქვს.
სახლის ყველა იმ ნაწილის მოხსნა უნდა შეიძლებოდეს რომელსაც აქვს ქსოვილი. იმისათვის რომ მათი გარეცხვა და გაწმენდვა ადვილი იყოს. არ არის საჭირო შეიძინოთ ძაღლის სახლი. მისი დამოუკიდებლად აშენებაც შეიძლება. ჩემი რჩევების გათვალისწინებით, მაგრამ თუ ძაღლს თავისი საცხოვრებელი არ მოეწონება მარტო სასწაული თუ შეძლებს ძაღლის იქ შეყვანას.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев