✿თქვენ თუ გაგისინჯავთ უკრაინული ბორში ან თუ გიცდიათ მისი მომზადება ?
✿ თუ ჯერ კიდევ რეცეპტის ძიებაში ხართ, დღეს ჩვენ დაგეხმარებით კლასიკური უკრაინული ბორშის მომზადებაში.
✿ მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები:
• ხორცი 500 გრ
• კომბოსტო 400 გრ
• ჭარხალი 1 ცალი
• კარტოფილი 4 ცალი
• ტომატის პასტა ½ჭიქა
• ხახვი 1 ცალი
• მარილი გემოვნებით
✿ მომზადების წესი:
1. ხორცი ჩავდოთ წყლიან ქვაბში, დავუმატოთ მარილი და მოვამზადოთ ბულიონი.
2. კარტოფილი დავჭრათ მსხვილად, ჩავყაროთ ქვაბში და დავამატოთ დაჭრილი კომბოსტო.
3. გავხეხოთ ჭარხალი და მოვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში.
4. გავხეხოთ სტაფილო და მოვშუშოთ ხახვთან ერთად ზეთში.
5.როცა კარტოფილი მოიხარშება, დავამატოთ მოშუშული ჭარხალი, ხახვი და სტაფილო. დავამატოთ ტომატის პასტა და ვხარშავთ 10 წუთი.
✿ ბორშს შეგიძლიათ დაუმატოთ არაჟანი ან ნიორი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1