♫ ყოველწლიურად ამერიკაში 10 მილიარდი დონატი იყიდება.
♫ მისი მომზადება კი სახლშიც შეგიძლიათ
ინგრედიენტები:
• 250 მლ კეფირი
• 1 კვერცხი
• 5 ს.კ. შაქარი
• 1 მწიკვი მარილი
• 1 ჩ.კ. სოდა
• 3 ს.კ. ზეთი
• 500-600 გ ფქვილი
• ზეთი დონატების შესაწვავად
მომზადების წესი:
ჯამში მოათავსეთ კეფირი, შაქარი და მარილი. ჩაახალეთ კვერცხი და მოთქვიფეთ. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ სოდა და 3 ს.კ. ზეთი და მოურიეთ. ნელ-ნელა ჩაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი და არ უნდა ეწებებოდეს ხელს.
ცომი გაყავით ორად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 7-8 მილიმეტრის სისქეზე.
გამოჭერით რგოლები ცომისგან, რგოლებს შუაში კიდევ გაუკეთეთ პატარა რგოლი (მაგ. არყის პატარა ჭიქით. დარჩენილი ცომი ხელახალა გააბრტყელეთ და გამოიყენეთ დონატების გასაკეთებლად.
ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი (2 სანტიმეტრის სიმაღლეზე). აადუღეთ და დაიწყეთ დონატების ჩაყრა მცირე პორციებად.
დაბრაწული დონატები ამოიღეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ ზეთი ჩამოიწუროს. გადაიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!
♫ რომელი დონატია თქვენი ფავორიტი?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев