Предыдущая публикация
”დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,
სადა, უბრალო სიტყვებით ნათქვამს
ალბათ მიხვდები, ყველაზე კარგად...
მეგობარს ნამდვილს, მეგობარს უცხოს,
მაგრამ უამრავ ნაცნობზე ახლოს
გისურვებ ლამაზ სიცოცხლეს მარად,
მაისის ფერთაგამებისთანას...
ბედნიერებას-ულევს, უსაზღვროს...
წარმატებების მწვერვალზე ასვლას...
სიყვარულს-სპეტაკს, ერთგულს, წამლეკავს,
ამ გაზაფხულის წვიმების მსგავსად.
ნათელს, უღრუბლოს, თბილს და მხიარულს
აყვავებული ვაშლების მაგვარს...
დაბადების დღის საჩუქრის ნაცვლად,
ლექსის ბწკარებს, რომ გიგზავნი ახლა,
ვბედავ ვიფიქრო და იმედი მაქვს,
ჩემგან სახსოვრად დაგრჩება მარად
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1