–––––––
სულიწმიდა — მესამე პირი წმიდა სამებისა, არის ისეთივე ჭეშმარიტი და ყოვლადძლიერი ღმერთი, როგორიც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. საღმრთო წერილი ამოწმებს სულიწმიდის ღვთაებრიობას, როცა მიაწერს მას ღვთიურ თვისებებს — ყოვლისმეცნიერებას, ყოვლისშემძლეობას, ყველგანმყოფობას, ღვთიურ სახელს, ღვთიურ მოქმედებას.
პიროვნული თვისება სულიწმიდისა არის წინა საუკუნეთა მამისაგან გამომავლობა. ეს პიროვნული თვისება სულიწმიდისა ცხადად გამოხატა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით:„რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ• 15, 26)
–––––––
რილის მონასტერი. ფრესკა (ბულგარეთი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев