Предыдущая публикация
ამ დღეს,ამ წამებს,
ჩემს ფიქრს და სევდას-
გავანდობ დედას.
ამ გულს და სხეულს,
ღამეებს გრძნეულს,
აპრილის გემოს,
შენ განდობ,ჩემო.
ჩემს ამაყ თვალებს და
ზურგის ქარებს,
პოეტურ კილოს,
შენ გიძღვნი,შვილო.
...და შენ კი,მთვარევ,
გიტოვებ თვალებს,
ვით გმირი მაჯას-
უცვეთელ აბჯარს...
-----------------------
ჩემო მამაო,
მო ჩემთანაო,
მომეც დღენიო...
ძალა შენიო!
(ბექა მარგიშვილი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев