რომ გაუნძრევლად იდოს და იდოს,
ადამიანმა იცის, თუ როდის
დაიტბოროს და როდის იდინოს.
ადამიანი არც მდინარეა,
ქარებს მიანდოს ტალღის ძახილი,
ქვეყნად თუ სადმე არჩევანია
ჩვენითვე უნდა იქნეს გავლილი.
ადამიანი არ არის სევდა,
ცრემლი იდინოს მხოლოდ სახეზე,
ადამიანში ცხრა გული ფეთქავს,
ცხრავე სხვადასხვა ბილიკს დაეძებს.
ადამიანი?! არც სიხარული!
ბედნიერებას უაზროდ ფლანგავს,
სიძულვილია, თუ სიყვარული
ცხოვრების გზაზე ურცხვენლად ქარგავს.
ადამიანი არ არის ზეცა,
დღისით ინათოს, ღამით ბნელოდეს,
რომ მთვარის შუქმა აქციოს მხეცად
და მზემ ადაროს ცის ანგელოზებს.
ადამიანი არ არის მიწა,
და არც იქნება სიკვდილის მერე...
გარდაცვალებით ადამიანი
სულს დაუბევებს სამოთხის ბგერებს...
ადამიანი არ არის ცუდი
იპაროს, მოკლას, იცრუოს მხოლოდ,
იბილწ-სიტყვაოს, იმრუშოს ქვეყნად,
არ ანაღვლებდეს, რა ელის ბოლოდ.
ადამიანი არ არის კარგი,
და არც მართალი საკუთარ თავთან,
გამოცვლილი აქვს ასი ნიღაბი,
კრავია მგელთან და მგელი – კრავთან.
ადამიანი არის სულ ყველა,
ლოდი, მდინარე, უშრეტი სევდა ,
და სიხარულიც, კარგიც და ცუდიც,
ადამიანი? – მიწაც და ცეზაც.
ადამიანი ოდნავ უტვინო,
ადამიანი ოდნავ ჭკვიანი,
შევძლებთ კი ოდეს კიდევ ვიხილოთ
ადამიანში ადამიანი?
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев