Предыдущая публикация
შემომხედა და თავი დახარა,
მერე თვალებში ცრემლი მოადგა,
თავი ჩაჰკიდა,არ დამანახა.
კითხვა მეორედ ვეღარ შევბედე,
აღარ ავტეხე დავიდარაბა,
თავადვე მიხვდა და მიპასუხა:
გაჰქრა,წავიდა,წარსულს ჩაბარდა...
გულის კუნჭულში ტკივილი ვიგრძენ,
რად შევახსენე,ღირდა ამადა?!.
უეცრად ქარმა წამოუქროლა,
ფატა მოჰგლიჯა და დაანარცხა.
უკანასკნელად ამოიგმინა,
ცრემლები ექცა ნიაღვარადა,
დავბრუნდებიო,ჩაიჩურჩულა
თვალი მილულა და ძირს დავარდა!..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев