Предыдущая публикация
შენთვის გავითვალე ჩემი სიყვარული,
თუკი ვერ მოგწვდები… გულში ჩამიყვანე,
და იქ მომანიჭე სუნთქვის სიხარული…
მე რომ გვირილა ვარ, ფესვით... განმიცადე,
გრძნობას არ მომწყვიტო, გქონდეს სიბრალული...
შენთან გადამრგე და სულშიც - ამიყვანე...
რომ თვით უკვდავებაც იყოს განაბული...
მე რომ გვირილა ვარ, ცხადში დამინახე...
მიწის ყვავილი ვარ, ზეცით საცნაური...
შენი წყურვილისთვის... წყაროდ დავიბადე
და შენ მოგიძღვენი ჩემი სასწაული..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев