Предыдущая публикация
და წლების სევდა დაჰკრავს საღამოს.
ოჰ, ერთხელ მაინც....
ოჰ, ერთხელ მაინც....
მინდა, რომ ჩემზე
ფიქრმა დაგღალოს.
ახლა არა არის ჟამი მახსრობის,
ეს ღმერთმა უწყის, ვინ რას მიწოდებს,
და ფერხთით გიგდებ
ერთი გასროლით,
ბრაუნინგივით
დაცლილ სიცოცხლეს.
რომ მისტიური მესმას ძახილი
და მერე, ჩემზე გლოვამ დაგღალოს,
მე ავიჩემე
შენი სახელი,
დაე, ის ერქვას
ყველა საღამოს!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев