ყოველ სიზმარში შენ გელოდები
რადგან ერთმანეთს ჩვენ ვეღარ ვხვდებით
ალბათ ასეთი არს ნება ღმერთის
შენ გავხარ მზეს ცის მანატობელს
ცაში რომ არის და ზედ დაგვნათებს
მე მეყვარები სწორედ მანამდე
სანამ არ წავალ იმ ქვეყანაზე
რასაც ვიცოცხლებ შენთვის ვიცოცხლებ
და თუ მოვკვდები შენთვის მოვკვდები
ამ პატარა გულს ნეტა იცოდე
როგორ უყვარხარ ჩემო სიცოცხლე
ეს სიყვარული არასდროს მიდის
ეს ოცნებებიც არასდროს ქრება
მოველი წუთებს როდესაც გვეტყვის
მოძღვარი იგი : „გეცხოვროთ ერთად“
მე შენთან ერთად სიმღერა მინდა
მე შენთან ერთად ცხოვრება მინდა
და გადვისახავ მას შემდეგ პირჯვარს
და მე ვინატრებ ეს ესე ითქვას:
რომ მე მიყვარდა ლამაზი ქალი
რომ მე ვიყავი ოცნებით მთვრალი
ლექსების წერა დავიწყე მაშინ
რომ შემიყვარდა ის სათნო ქალი
მარად დარჩები ჩემს ოცნებებში
ყოველ სიზმარში შენ გელოდები
რადგან ერთმანეთს ჩვენ ვეღარ ვხვდებით
ალბათ ასეთი არს ნება ღმერთის
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев