შენთან ერთად რომ დილას ვხვდებოდე,
ბაგიდან სუნთქვას რომ ვიტაცებდე,
და მერე მკერდში გეხუტებოდე!...
მშვიდად მძინარეს, ფრთხილად გკოცნიდე,
თან შენს სურნელში ვიკარგებოდე,
მხოლოდ ის მინდა, რომ შენს სიყვარულს,
ყოველ საღამოს ველოდებოდე!...იცი რა მინდა ყველაზე მეტად?
ისე გიყვარდე, არ გეთმობოდე,
და ყოველ დილით ამ სიყვარულის
გასაოცარი სუნთქვით ვთვრებოდე!...მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,
ჩემი ფიქრები ახლა შენია...
შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.
მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება, შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...
როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,
გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები,
ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად,
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები.
სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა,
მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს,
რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,
ამ გულის გარდა არავინ იცის...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев