Предыдущая публикация
თუმცა მესამე დღეს – კვირას მწუხარება სიხარულმა შეცვალა და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.
ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღს გაზაფხულის ბუნიობის მიხედვით ითვლიან. ბუნიობის შემდეგ, სავსე მთვარის მომდევნო კვირას მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ. გთავაზობთ ისტორიას, საიდან მოდის აღდგომის აღნიშვნის ტრადიცია წითელი კვერცხით, პასკით და ჯეჯილით
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5
ტრადიცია: რატომ წითელი კვერცხი, ჯეჯილი და პასკა
წითელი კვერცხი:
გადმოცემის მიხედვით, მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა, რათა ადამიანებისთვის იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ ეხარებინა. მაგდალინელი რომის იმპერატორს წარუდგინეს. იმ დროისთვის არსებობდა ასეთი წესი, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა! – „ქრისტე აღდგა? ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება“ – ჩაიღიმა იმპერატორმა. ურწმუნო იმპერატორს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ… კვერცხი გაწითლდა.
გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ნაზარეველის ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე.
კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. წითლად შეღებილი კვერცხ
...Ещёტრადიცია: რატომ წითელი კვერცხი, ჯეჯილი და პასკა
წითელი კვერცხი:
გადმოცემის მიხედვით, მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა, რათა ადამიანებისთვის იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ ეხარებინა. მაგდალინელი რომის იმპერატორს წარუდგინეს. იმ დროისთვის არსებობდა ასეთი წესი, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა! – „ქრისტე აღდგა? ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება“ – ჩაიღიმა იმპერატორმა. ურწმუნო იმპერატორს სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ… კვერცხი გაწითლდა.
გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ნაზარეველის ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე.
კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. წითლად შეღებილი კვერცხი კი ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის არსებობას ახსენებს. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა სიმბოლურად ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ და დღესაც სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება
პ ა ს კ ა
პასკას ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად. იგი არის იმ მთის სიმბოლო, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. პასკა აგრეთვე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა.პასკა ტკბილი პურია. უფალი ამბობს: „მე ვარ პური ზეცით გადმოსული". საზიარებელი ღვინო და პური, ღვთის მადლად იკურთხება და უფლის სისხლად და ხორცად გარდაისახება. აღდგომის სიხარულთან ერთად პასკა ასევე ზეციური საზრდოს სიმბოლოა ადამიანის სულისთვის.
ჯ ე ჯ ი ლ ი
ჯეჯილი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიჭა. მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. ბზობის კვირას ძველი ქრისტიანული ჩვეულების, მიხედვით, ხორბალს თესენ. ხორბალი ღვივდება და ჯეჯილად იზრდება.
…და იწყება გალობა „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი: "
აწითელი პარასკევი - ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობის ისტორიაში.
ეკლესია ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენიებს
საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. გ...Ещёამ დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა... სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა
საკუთარი ხალხისაგან უარყოფილი სამყაროს მეუფე ჯვარზედ აღესრულა; ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით; ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით. რა ჩააცხრობდა ზეციური მამის მრისხანებას, როგორი ღვაწლი გამოისყიდდა კაცობრიობის ამ ახალი ცოდვით დაცემას. რას წარმოადგენდა მთელი სამყარო და თვით ზეციური ძალები ძე ღმრთისას დანთხეული სისხლის თუნდაც ერთი წვეთის წინაშე?.. გოლგოთიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა. ნათელი იყო ყოველივე და სამყარო განაჩენს ელოდა. განაჩენი წარმოითქვა ნაგვემი, შეურაცხყოფილი, ტანჯული ძე კაცისას მიერ: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.
აღსრულდა რაღაც დიადი, განუზომლად მნიშვნელოვანი და იდუმალი. მოხდა დაცემული ადამის აღდგინება, ქრისტეში ადამიანის ღმერთთან შეერთება, ცოდვების წარხოცვა, სიცოცხლის განახლება. მამის მიერ მოცემული საქმე აღასრულა ძემ. მამისადმი სრული მორჩილების გზა ბოლომდე განვლო. აღსრულდა ადამიანური სიმართლეც: ის სიყვარული, რაც ერთმა შეიძლება ყველას მისცეს, მიეცა ქვეყანას; ის ბოროტება, როგორიც შეიძლება ამ სოფელმა ერთს დაატეხოს, ქრისტეს ხვედრი შეიქნა. კაცობრიობამ გოლგოთაზე გაასამართლა ქრისტე, მაგრამ გოლგოთაზევე გასამართლდა კაცობრიობაც. გოლგოთაზევე დასრულდა ადამის მოდგმის ქრისტიანობამდელი ისტორია. მართალია, იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი აღმოყვანის გზად აღიარა. ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე, ჯვარცმისას, ჯვართან მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. დამარცხება, ასე რომ სწყუროდათ ბოროტებისა და ძალადობის გარემოცვაში მცხოვრებ სიმართლის მაძიებელთ.
ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა, კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა. გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი ამა სოფლის თავადთან.
და ქრისტემ სძლია ამ სოფელს