ბზობა, ბაიაობა, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. მოძრავია, მოდის აღდგომის წინა კვირა დღეზე. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესცლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, თან "ოსანას" შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთზებენ, გალობენ "ოსანას" და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ეწევა (აქედან ქართული "ბზობა"), რუსეთში - ტირიფი
ბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შებრძანება იერუსალიმში მოძრავი დღესასწაულია და აღინიშნება დიდმარხვის მეექვსე კვირას, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე.
არსებობდა წინასწარმეტყველება ზაქარიასი, რომ მხსნელი დიდებით მოვიდოდა იერუსალიმში: ”ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“! ეს წინასწარმეტყველება ახდა, როდესაც იესო იერუსალიმში შებრძანდა. ამისთვის წინასწარ მან გააგზავნო მოწაფეები და მოჰგვარეს ვირის ჩოჩორი, რომელზეც ჯერ ადამიანი არ ამხედრებულიყო.
ებრაელები პასექის დღესასწაულს ზეიმობდნენ. იმ დროს უამრავი ადამიანი იყო იერუსალიმში შეკრებილი. მათ იცოდნენ, რომ იესო უნდა მობრძანებულიყო და დიდი სიხარულით ეგებებოდნენ მას.
იოანე მახარებელი მოგვითხრობს: „ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ, მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებე...Ещёბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შებრძანება იერუსალიმში მოძრავი დღესასწაულია და აღინიშნება დიდმარხვის მეექვსე კვირას, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე.

იოანე მახარებელი მოგვითხრობს: „ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ, მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!“
უბრალო ადამიანები დიდი სიყვარულითა და აღტაცებით ეგებებოდნენ იესოს. ზოგი სამოსს იხდიდა და მის სახედარს უგებდა ფეხქვეშ, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, გალობდნენ „ოსანას“ - „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9)
ასეთი სიყვარულით და ასეთი გულწრფელი პატივით არავის არ შეხვედრიან არსად. „და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით, ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ“. ამ დროს ადამიანები, ხსნას ეგებებოდნენ - ეგებებოდნენ მაცხოვარს.
აი რას წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:
„ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არცერთი მეფისა და არცერთი კეისრისათვის არ მოუწყვიათ. ხალხი არა მხოლოდ მწვანე რტოებს, არამედ სამოსელსაც იხდიდა და იმ სახედარს უფენდა, რომელზეც უფალი იჯდა. ბზის ტოტები, რომელნიც თქვენ... გიჭირავთ ხელში, იმის მომასწავებელია, რომ თქვენც სიხარულით ხვდებით უფალს, რომელიც ჩვენთან მოდის და ჩვენთან დარჩება, უკეთუ ამას ჩვენ თვითონ მოვინდომებთ, რადგან სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა“.
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო , რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
ტროპარი:
დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
კონდაკი:
ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ისევ ატირდა სამშობლო გლოვის ზარებმა ჩამოჰკრა მეორედ მოსვლის ჟამია ღმერთო შეგვინდე რა მოხდა. ისევ ატირდნენ დედები რამდენი ცრემლი იღვრება რამდენს გაუძლოს ამ გულმა თვალები სისხლით ივსება. ჩვენ ვერ ვაჩერებთ სტიქიას ამდენი ძალა არ გვყოფნის ყველა დაღუპულს გაუღე უფალო კარი სამოთხის.
Комментарии 5
ბზობა - უფლის დიდებით შებრძანება იერუსალიმში
არსებობდა წინასწარმეტყველება ზაქარიასი, რომ მხსნელი დიდებით მოვიდოდა იერუსალიმში: ”ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“! ეს წინასწარმეტყველება ახდა, როდესაც იესო იერუსალიმში შებრძანდა. ამისთვის წინასწარ მან გააგზავნო მოწაფეები და მოჰგვარეს ვირის ჩოჩორი, რომელზეც ჯერ ადამიანი არ ამხედრებულიყო.
ებრაელები პასექის დღესასწაულს ზეიმობდნენ. იმ დროს უამრავი ადამიანი იყო იერუსალიმში შეკრებილი. მათ იცოდნენ, რომ იესო უნდა მობრძანებულიყო და დიდი სიხარულით ეგებებოდნენ მას.
იოანე მახარებელი მოგვითხრობს: „ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ, მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებე...Ещёბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შებრძანება იერუსალიმში მოძრავი დღესასწაულია და აღინიშნება დიდმარხვის მეექვსე კვირას, უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე.
არსებობდა წინასწარმეტყველება ზაქარიასი, რომ მხსნელი დიდებით მოვიდოდა იერუსალიმში: ”ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“! ეს წინასწარმეტყველება ახდა, როდესაც იესო იერუსალიმში შებრძანდა. ამისთვის წინასწარ მან გააგზავნო მოწაფეები და მოჰგვარეს ვირის ჩოჩორი, რომელზეც ჯერ ადამიანი არ ამხედრებულიყო.
ებრაელები პასექის დღესასწაულს ზეიმობდნენ. იმ დროს უამრავი ადამიანი იყო იერუსალიმში შეკრებილი. მათ იცოდნენ, რომ იესო უნდა მობრძანებულიყო და დიდი სიხარულით ეგებებოდნენ მას.
იოანე მახარებელი მოგვითხრობს: „ერი მრავალი რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესუ მოვალს იერუსალჱმდ, მოიღეს რტოები დანაკისკუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!“
უბრალო ადამიანები დიდი სიყვარულითა და აღტაცებით ეგებებოდნენ იესოს. ზოგი სამოსს იხდიდა და მის სახედარს უგებდა ფეხქვეშ, ზოგი პალმის ტოტებს - ბაიას უფენდა, გალობდნენ „ოსანას“ - „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9)
ასეთი სიყვარულით და ასეთი გულწრფელი პატივით არავის არ შეხვედრიან არსად. „და ეწამებოდა მას ერი იგი, რომელი იყო მისთანა, რაჟამს ლაზარეს უწოდა საფლავით და აღადგინა იგი მკუდრეთით, ამისთჳსცა მიეგებვოდა მას ერი იგი, რამეთუ ესმინა, ვითარმედ ესე სასწაული ქმნა იესუ“. ამ დროს ადამიანები, ხსნას ეგებებოდნენ - ეგებებოდნენ მაცხოვარს.
აი რას წერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:
„ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არცერთი მეფისა და არცერთი კეისრისათვის არ მოუწყვიათ. ხალხი არა მხოლოდ მწვანე რტოებს, არამედ სამოსელსაც იხდიდა და იმ სახედარს უფენდა, რომელზეც უფალი იჯდა. ბზის ტოტები, რომელნიც თქვენ... გიჭირავთ ხელში, იმის მომასწავებელია, რომ თქვენც სიხარულით ხვდებით უფალს, რომელიც ჩვენთან მოდის და ჩვენთან დარჩება, უკეთუ ამას ჩვენ თვითონ მოვინდომებთ, რადგან სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა“.ტროპარი
ყოველსა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო , რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დასთრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
ტროპარი:დაფლულნი შენ თანა ნათლისღებითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, უკვდავსა ცხოვრებასა ღირს ვიქმნენით აღდგომითა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებთ: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
კონდაკი:
ზეცათა შინა საყდართა, კიცუსა ქუეყანასა ზედა მჯდომარემან, ქრისტე ღმერთო ჩუენო, ანგელოზთა ქებაი დღეს და ყრმათა გალობაი ზოგად შეიწირე, რომელნი გალობდეს: კურთხეულ ხარ, რომელი მოხუედ ცხორებად და განახლებად, მხსნელო ადამისო, ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ.
ვულოცავთ სრულიად საქართველოს ბზობის - უფლის იერუსალიმში დიდებით შებრძანების დღესასწაულს!