მოდი დახატე ეს ჩემი სახე და,მსურს სარკეში წამს ჩავიხედო, დახატე ისე, როგორც ყინული,რომ სხივი მზისა არ მიეკაროს. მოდი დახატე ეს ჩემი გული, თუმცა კი ვშიშობ შიგ რომ ჩახედო, და გრძნობა თბილი, იქ მოყოლილი, არა,არა მსურს ნათლად რომ ნახო. მოდი დახატე ჩემი ღიმილი, ღიმილის უკან სევდა რომ ბუდობს,ვდგევარ მე შენს წინ ვით ქანდაკება,და ჩემს გრძნობებსაც ისევე ათოვს. მოდი დახატე ჩემი თვალები, თვალები მუდამ უამრავს ამბობს, და ალბათ ბოლოს ჩემო მხატვარო, შეგიყვარდები და აღარ დამთმობ. მოდი დახატე ეს ჩემი სული, ბავშვივით თბილი ისევა ცელქობს,ისევე გულის სიღრმეში ცრემლავს, ისევე თითებს ბაგეზე ითბობს. ჩემო მხატვარო მგონი ვერ მხატავ,და ეგ თვალები სხვა რამეს ამბობს, მე მსურდა შენი სულის დახატვა, მაგრამ, რა ვქნა რომ წასვლის დრო ჩქარობს.!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4