Предыдущая публикация
ღამეა და აწრიალებს ქარი ტოტებს,
ჩემს გულში კი, ბევრი წელი დათარეშობს,
მალე ერთად თავს მოუყრის დაყრილ ფოთლებს,
ვით ჩემს ფიქრებს სევდით სავსეს, რადგან მმეტობს.
კვნესის, გმინავს გარეთ ბინდში მთელი ძალით,
მგონი, სახლში შემოჭრასაც ლამობს თითქოს,
კედლებს სითბო ეფინება ცეცხლის ალით
და მარტოსულს თვალში ცრემლებს მატყობს თითოს.
არ მაქვს ძალა გავუმკლავდე, რაც მაქვს ბედით,
,,ობლის კვერი არ გამოცხვა", წლები მიდის,
დავნებდი და მოვიხადე ახლა ქედიც,
ვერსად მივხვდი...რაში შევცდი...
დღე კი მიმდის
თავს მახსენებს ძველი სევდით სავსე ფიქრი,
თითქოს ქარიც სილას მაწნავს მძლავრი ხელით,
ვერას გავხდი, დამეფინა თმაზე ფიფქი,
დრო გადის და მემატება დარდი მწველი.
,,ეთო".სექტემბერი. 2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев