Предыдущая публикация
შემკრთალ ალიონს ვერ შეაშრა ღამის ცრემლები,
წვიმამ წვეთებად დაადინა ფანჯრის რაფაზე,
ლექსებში ვპოვებ კვლავ შვებას და არც კი ვნებდები,
თუმცა ისევე დამეფინა დარდი დაფაზე.
ფერშეცვლილ ზეცას მოვუყევი ჩემი სიზმარი,
თითქოს ვიყავი სიყვარულით გახარებული,
მას გავუმხილე ჩემი გრძნობა წრფელი სიმართლით,
იქ კი ყოფილა სინანულიც ჩასაფრებული.
ასე მეგონა ახდებოდა ნატვრა, ოცნება,
კვლავ გავივლიდი შენთან ერთად გზის ერთ ბილიკზე,
როგორ მინდოდა ამომეთქვა განცდა გრძნობებად
და არასოდეს არ მეფიქრა ვინმეს ქილიკზე.
დილის ცისკარმა დამაბრუნა ციდან მიწაზე,
გადამიმტვრია ასაფრენი ფრთები ძვლებამდე,
ცრემლი ადინა რეალობამ წვიმას მინაზე,
რომ არაფერი არ მეფიქრა წლების კლებამდე.
,,ეთო". აგვისტო.2024.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев