Предыдущая публикация
უგულოდ დავდივარ ცრემლიან თვალებით
და ასე მგონია ცხოვრება დამენგრა.
გული სისხლის ცრემლებს ვეღარ მორევია,
ჩემი სიცოცხლის ბორბალი დაიმსხვრა.
სულს ვღაფავ, თითქოსდა ჰაერი არ მყოფნის,
ჩემს გულის იარებს მიშუშებს ვერცა რა.
ვერაფერს ვერ ვშველი, მინდა ვიღრიალო,
ცხოვრებამ ნეტავი ასე რად გამწირა.
დღეები უღონოდ ტირილში გადის და
სული იხუთება, სიცოცხლე არ უნდა.
ფერები გახუნდა, სიცოცხლე დასრულდა
და ბედნიერებაც უკვალოდ გამიქრა...
რამდენსღა გავუძლო უფალო შემინდე,
მომეცი ძალა რომ კვლავ რწმენით ვიარო.
მეც დავიფერფლე ფენიქსის მსგავსად და
ალბათ მეც რწმენით აღვსდგები უფალო...
14.09.2024
მზია კაპანაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1