თოვს,გურია გახვეულა თოვლში..
ცოტა დარჩა დასათოვლი სახლის.დგას გურული,გრძელი ნიჩბით თოვლს შლის
და ქარი თოვლს კვლავ,სახეში ახლის.
მთელ გურიას ხელისგულზე უდევს თოვლი თითქოს,ქვემოთ რომ გახედავ.რა სჯობს ახლა ბუხარს და თბილ ბუდეს?!
საკუთარ ჭერს რა სჯობია ნეტავ?!
ოჰ,გურია!საოცნებო მხარე..
როგორ იხდენს ზამთარს და ფერს იმ ცის!მომენატრა თოვლი,მოვიპარე.თებერვალმა მუდამ ასე იცის!
უკვალავში თოვლს მიღარღნის ვიღაც.გააბოლებს თუთუნს,ჩაახველებს,ღიღინებს.ჰა,მოსრიალებს ციგაც.დაათეთრა წიფლებსა და თელებს.
შაშვი ისევ შემოუჩნდა სუროს..
ბოლოშავამ დაიგულა ხურმა.
ნისლს უნდა,რომ მთები გადაბუროს.ლამის არის,ბარიც გადაბურა..
გუნდაობენ გოგონა და ბიჭი.
თმას უთეთრებთ ფანტელების ჩქერი.სიყვარულსაც უნდა მისი ნიჭი!ზურიკელა ჰქვია ბიჭს და გოგოს მერი.
ამუშავებს რეზოიე წისქვილს,
რამდენი აქვს აუ,ნაწვალები..
ჯაფამ ადრე დაბერება იცის..
მარცვალივით დაიფრქვევა წლები.
გადაჰყავხარ ზამთარს ზღაპრულ დროში.იწვის შეშა ბუხარში და თბები.თოვს,გურია გახვეულა თოვლში.რძისფერ ნისლით დაბურულა მთები.
მამუკა უნგიაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев