Chapter1
ცისფერ ფერს მოეცვა ცა,ჰორიზონტის ბოლოს კი კარგად მოჩანდა როგორ ყვითლდებოდა და ბოლოს როგორი ნარინჯისფერი ხდებოდა,ვარსკვლავებიც აქაიქ მიკრობოდნენ ცას.ვიცოდი ასეთ დროს სეირნობა კარგი რომ არ იყო,შიში ოხერია და ფეხაკრეფით გავემართე ჩემი სახლისკენ,მაგრამ რა, ჩემნაირი შარიანი თუ ვინმეა გთხოვთ გამაცანით,ჩასახვევში სადაც ჩემი სახლის გზა კარგად ჩანდა,ვიღაც უცნობი ამეკიდა,არ ვიცი რა უნდოდა,არაფერი მესმოდა, ერთადერთი რაც მინდოდა სწრაფად გავცლოდი მას.
-გოგონი,დამელოდე სად მირბიხარ? -გირჩევნია თავი დამანებო,თორემ.-მივუტრიალდი მას.
-თორემ რა.-გაეცინა.თუ ამას სიცილს დავარქმევთ,კაკანს გავდა ქათმისას.ქვა ძირიდან ავიღე.
-თორემ გესვრი.
-შიშისგან ამაკანკალა.რომ მივხვდი ტყუილი იყო ჩემი დაშინების მცდელობა,ისევ სწრაფად მოვძუძგე.ის მაინც მომყვებოდა.ლენ ესეც შენი ბედია რა.უფრო სწრაფად მივდიოდი.ის ქვემძრომი კი მაინც არ ყრიდა ფარხმალს და ჩემს დევნას აგრძელებდა.მაგრამ, უცებ ჰოპ და ჩემს წინ დავინახე. ვიღაც მობილურზე საუბრობდა,სილუეტით მივხვდი მამაკაცი იყო.არ ვიცი ეს მხოლოდ ფილმებშია ხოლმე მაგრამ მთვარის სინათლე სადაც ეცემოდა ზუსტად იქ დადგა და მაშინ გამოკვეთილად დავინახე მწვანე არცისე მუქი თვალები,მუქი წაბლისფერი თმა.თეთრი მაისურით და ჯინსით იყო.ის მეორე ვაჟბატონი კი ისევ რაღაცეების ძახილს აგრძელებდა,წინ მდგომს არ ვიცნობდი მაგრამ მოულოდნელად ალბათ ჩემა კნუტის თვალებმა გაჭრა და ისე რომ არაფერი მითხრა ჩემთან მოვიდა, წელზე შემომხვია ხელები,მე კისერზე შემოვაწყვე და ჩავეხუტე.რომ იცოდეთ იმ წამს როგორი შვება ვგრძენი აი ისეთი,ხანგრძლივი მოგზზაურობის შემდეგ სახლში რომ მიხვალ,არ იფიქროთ მისი მკლავები მომეჩვენა სახლად,თავად ის იქცა სულ ცოტახნით ჩემს სახლად.არ მადარდებდა იმ წამს,უკან მდევარი თუ ისევ იქ იყო.მოვშორდით ერთმანეთს და უკან მივიხედე ის ვიღაც წასულიყო.შვებით ამოვისუნთქე და უცნობს მივუტრიალდი. -მადლოთ,გადამარჩინეთ.ახლა გამახსენდა მე თქვენ გიცანით,დილითაც ხომ თქვენ გადამარჩინეთ.თვალები მოვჭუტე რომ უფრო კარგად გამეხსენებინა.კი,კი ზუსტად ის ხართ.საიდან სადაო,თუმცა ეს რა შუაში-ჩავიბურტყუნე,მან თავი გააქნია,დავინახე ჩაეცინა.ხელი სახეზე მოისვა.დილით ცუდად გამომივიდა,მაპატიეთ,დამშოკა პირდაპირ გველის სოფელში ნახვამ,თუმცა რა სოფელში თუ არა სხვაგან სად უნდა ნახო.სახლიდან გამოსვლა აღარ მინდოდა მეგონა გვლეს კიდევ გადავეყრებოდი,მაგრამ გველს არა და მის მსგავს კი გადავეყარე. -სასაცილო ვინმე ხარ.-იღიმოდა ის. -სულაც არა,კარგით მადლობა და ნახვამდის.გვერდი ავუარე და სახლისკენ გზას დავადექი.ჩემი და მისი შეხვედრა,მოხდა დილით,რომ იცოდეთ როგორ შემეშინდა,სახლის დალაგებას რომ მოვრჩი გარეთ გამოვისეირნე,და წინ გველი არ ამესვეტა?არადა როგორ მეშინია,მგონი ყველაფრის მეშინია,მაგრამ განსაკუთრებით გველის,ხოდა ვერ ვინძრეოდი,ისე მიყურებდა ცრემლებად ვიღვრებოდი,როგორ მინდოდა ვინმეს გამოეარა,მაგრამ სოფელია ბოლოს და ბოლოს,ბევრი ხალხი არ ცხოვრობს,მაგრამ ეგეც რომ არ იყოს ჩემს ჯინაზე გაწყდება ყველა როცა მჭირდება.ხოდა ასე ცრემლების ნიაღვარში რომ ვიყავი და ჩემს წინ გრძელი,მარლონ ბრანდოს გამოხედვიანი გველი რომ შემომციცინებდა,ამ მომენტში გვერდით ის დავინხე,მანიშნა არ გავნძრეულიყავი,გველი მოისროლა ჯოხით მეც უკან გამწია,მაშინ არაფერი მესმოდა,მადლობაც კი არ მითქვამს გიჟივით გამოვტრიალდი და სახლისკენ გავიქეცი.ისევ ახლანდელ დროს დავუბრუნდეთ,მივდივარ სახლისკენ და უკან ისევ ხმაური,მივტრიალდი და ჩემი ორ გზის გადამრჩენელი არ მოდისსს.ნუთუ ცუდია დაჩემგან რაღაც უნდა,მე მომყვება?რამდენი აზრი იფრქვეოდა ჩემს ტვინში.ფეხის აჩქარება კი მინდოდა,უკეთესიც გაქცევა,მაგრამ რაღაცს რომ წამოვკარი ფეხი და სახით დავენარცხე ბალახს ამის მეტი არაფერი მახსოვს.სახეში დარტყმამ გამომაფხიზლა,თვალები გავახილე და ის დავინახე,წამოვხტი,მაგრამ ფეხი მტკიოდა მას დავეყრდენი მომენტალურად.
-როგრო ხარ?
-უკეთესად,ამაზე მილიონჯერ უკეთესად ვყოფილვარ.რატომ მომყვებით?
-მე?საიდან მოიტანე აქეთ მაქვს გზა.
-კარგი.ხელი ავიღე მისი მხრიდან.
-დაიცადე-ხელი დამიჭირა-ხომ ხედავ ვერ დადიხარ
. -რას მთავაზობ.ჯინი ხარ და მფრინავ ხალიჩას გამიჩენ?წარბები ავუწიე
-ხომ ვთქვი სასაცილო ხარ-მეთქი.გაეცინა,უარყოფას ვაპირებდი როცა ხელში ამიყვანა.მე კი იდიოტივით გავიტრუნე.
-ასე აპირებ ჩემს სახლამდე მიყვანას? -
ალტერნატივა გვაქვს? -არა.მოდი სანამ მივალთ მომიყევი შენზე.-გავხალისდი თან უკან ვიყურებოდი სიბნელეში,მერე მას შევხედე,ურო სწორად როგროც შევძელი.მანაც შემომხედა. -ისა-საწყლად ამოვისლუკუნე -მე,მე მოვყვები მაშინ...
________________________________________
მოკლედ ეს იყო თავი პირველიი..შეიძლება არ მოგეწონოთ მაგრამ ეს თქვენი აზრი იქნებაა...დაალაიქეთ და დაელოდეთ შემდეგ თავს #Emma
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9