Предыдущая публикация
ძლივს გავათხოვე მე ეს მარტი , ვით შინაბერა.
აპრილი ნაზად მომეფრქვია , როგორც სუნამო.
ამ სურნელებამ დღე და ღამე , ნეტავ , სულ მნამოს.
აპრილი კვირტებს კერტებივით დახეთქ - დაბერავს.
დაცხრება ვნება ამ კვირტების . მერე სულ ვნანობ.
დავხვდები დილას მეწამული ფუნჯის ნაფერავს.
გადი- გამოდი ამ ხნულებში , გულო გუთანო!
ეს აპრილია , ზღაპარია , თუ აღმაფრენა!?
ჩიტებს კვირტებთან გაუმართავთ დილის საარი.
ფეთქავს ნაღმები ყვავილებად , მწვანე ფოთლებად.
აპრილის მიწის ოხშივარი კი სულ სხვა არი
და მე მოვფანტე ყველაფერი , ეს , საოცრებად!
ეპატარავა მიწის სახლი. - ზეცად აჭრილა.
მთელი სამყარო გადაიქცა ფერად აპრილად!
ალეკო ჩინჩალაძე . 01 . 04 . 15 .
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1