მჯერა, თუ ახლა ამას გაიგებ, ბევრ უაზრო ტკივილსა და პრობლემას აიცილებ თავიდან.
არავინაა შენს მიმართ ვალდებული. ეს ნიშნავს, რომ არავინ ცხოვრობს შენთვის.ეს ნიშნავს, რომ არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე. თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ შენში რაიმე განსაკუთრებული და უნიკალურია და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. მხოლოდ შენ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. მხოლოდ შენ ხარ ვალდებული რომ გახდე საუკეთესო ადამიანი, რომელიც შეგეძლო ყოფილიყავი. რადგან თუ ამას შეძლებ, სხვებიც მოისურვებენ იყვნენ შენთაც ერთად.სხვა ადამიანები არ არიან ვალდებული გაგიზიარონ თავიანთი გრძნობები და ფიქრები და თუ ასე აკეთებენ, გახსოვდეს რომ შენ მოიპოვე მათი ნდობა, შენ დაიმსახურე მათი სიყვარული და პატისცემა. როდესაც ისწავლი, რომ თავად უნდა მოიპოვო ადამიანთა სიყვარული და პატივისცემა, აღარასოდეს დაელოდები შეუძლებელს და შესაბამისად, იმედიც აღარ გაგიცრუვდება."
ჰარი ბრაუნის წერილი შვილს🙏🏻
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1
პასუხისმგებლობა უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან და ადვილად ჩავწვდებით
წერილის არსს. ნებისმიერი ადამიანი რომელსაც სურს მხოლოდ სხვებისთვის
იცხოვროს, საკუთარი სიყვარულისთვის ან სულაც მთელი კაცობრიობისთვის,
პიროვნება არ არის. დამოუკიდებელი მხოლოდ
ის ადამიანია, რომელიც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. ასეთ ადამიანს
არასოდეს აწუხებს მანკიერი პრეტენზიები და არასოდეს მოითხოვს მათ ისეთი
ადამიანისგან, რომელიც უყვარს. ეს ერთადერთი გზაა გიყვარდეს და ურთიერთობის
ერთადერთი სწორი ფორმაა ორ ადამიანს შორის, რომლებიც საკუთარ თავს პატივს
სცემენ.